სალომე ზურაბიშვილი: საქართველო უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას
მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რომელმაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს. „საქართველო უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით დგას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის მხარდაჭერის ნიშნად“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ...