თინა ხიდაშელი: …ისიც არ დაგვავიწყდეს რომ პუტინმოტრფიალენი საკუთარ სახლში ვერ მოგვყავს გონს
0
“ეხლა შეგვიძლია ძალიან ბევრი ცუდი სიტყვა დავხარჯოთ პუტინის სალანძღავად, გულს მოვიოხებთ, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას რომ,
– მან დღეს მორიგ ჯერზე ომი გამოუცხადა დასავლეთს;
– მან დღეს მორიგ ჯერზე თქვა და გააკეთა;
– იყო უპრეცედენტოდ მტრული, აგრესიული, ყველაფრის მკადრებელი და ყველაფრის შემძლეობაზე პრეტენზიის მქონე;
ჯერი დასავლეთზეა!
პუტინი მოქმედებს!
დასავლეთის ლიდერები აგერ მიუნხენის კონფერენციიდან მუშტებს უქნევენ!!!
ზუსტად ვიცი ამ ომს პუტინი წააგებს, მწარედ დაისჯება მაგრამ სად გადის ზღვარი იმ მახვერპლი რომელიც ჩვენმა ორმა ქვეყანამ დასავლეთის ბოლომდე გასაღვიძებლად უნდა გავიღოთ?
თუმცა სანამ დასავლეთისკენ თითს გავიშვერთ ისიც არ დაგვავიწყდეს რომ პუტინმოტრფიალენი საკუთარ სახლში ვერ მოგვყავს გონს,” – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.