Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

რუსული გაზის „თურქული ნაკადი“ სახვით ხელოვნებასა და რეალობაში

0
რუსული გაზის „თურქული ნაკადი“ სახვით ხელოვნებასა და რეალობაში

სერბეთისა და ბულგარეთის მედიაში ახლახან გამოქვეყნდა ბულგარელი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო, რომელზეც ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი არიან გამოსახული გაზსადენის მშენებლობის პროცესის ინსპექტირების დროს.

ბულგარელი მხატვრის, სიმეონ კრასტევის, შთაგონების წყარო ოფიციალური ფოტოა, რომელიც 2020 წლის ზაფხულში, ვუჩიჩის ბულგარეთში ვიზიტის დროს გადაიღეს, როდესაც  პოლიტიკოსებმა მაშინ ბულგარეთის ტერიტორიაზე მშენებარე გაზსადენ „ბალკანური ნაკადის“ სამშენებლო მოედანი დაათვალიერეს და მშენებლებსაც გამოესაუბრნენ.

„ბალკანური ნაკადი“ თავის დროზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა უწოდა გაზსადენს, რომლითაც თურქეთის გავლით რუსული გაზი ბალკანეთის ქვეყნებს - ბულგარეთსა და სერბეთს - უკვე მიეწოდებათ.

ახლა, როცა გაზსადენის მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით, 1 იანვარს  დასრულდა, ბევრი კითხვა ჩნდება არა მხოლოდ იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ დაუკვეთა მხატვრული ტილო, არამედ თავად რუსეთის ბალკანეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის რენტაბელობის შესახებაც.   

„არსებობს ასეთი დავალება“

ჟურნალისტების თვალთახედვის არეში  ეს ისტორია მას შემდეგ მოხვდა, რაც 20 იანვარს, ნახატის ფოტო სერბეთის მმართველ პარტიასთან დაახლოებულ გაზეთ „ნოვოსტიში“გამოქვეყნდა. გაზეთის ცნობით, ნახატი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვს გასული კვირის ოთხშაბათს გადაუცია სოფიაში სტუმრად მყოფი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩისათვის მისართმევად.

მას შემდეგ, რაც  ნახატმა სოციალურ ქსელში ცხოველი ინტერესი გამოიწვია, ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურმა დაადასტურა სერბეთის პრეზიდენტისათვის მხატვარ კრასტევის ნახატი საჩუქრად გაგზავნის ფაქტი. იქვე ითქვა ისიც, რომ გაზსადენის მშენებლობის თემაზე შექმნილია სხვადასხვა მხატვრის არაერთი ტილო, რომელიც ერთ გამოფენაში მოიყრის თავს.

რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, გაზსადენის თემაზე შექმნილი ნახატები გამოიფინება ბულგარეთის ნაციონალური ისტორიულ მუზეუმში.

გამოფენის ორგანიზატორობის ინიციატივა კი ეკუთვნით საუდის არაბეთის კომპანია „არკადას“ და ბულგარეთის სახელმწიფო კომპანია „ბულგარტრანსგაზს“ (Bulgartransgaz EAD), და ასევე ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ არქეოლოგიურ ინსტიტუტს. ეს ნიშნავს, რომ ნახატების გარდა გამოიფინება გაზსადენის ბულგარული მონაკვეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური  არტეფაქტები.

სერბეთის პრემიერ-მინისტრ ალექსანდარ ვუჩიჩისათვის საჩუქრად გაგზავნილი სურათის ცნობილმა ბულგარელმა მხატვარმა, სიმეონ კრასტევმა,  რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არაფერი იცოდა მისი ნახატის გაჩუქების შესახებ.

თავად სურათების დახატვით კრასტევი მას შემდეგ დაინტერესდა,  როდესაც ბულგარეთის მხატვართა კავშირიდან დაურეკეს და   გაზსადენის თემაზე ფერწერული ტილოს შექმნა შეუკვეთეს.

„დამირეკეს და მითხრეს, რომ არსებობს ასეთი დავალება, რამდენიმე მხატვარმა იმუშაოს „ბალკანური ნაკადის“ თემაზე. ასე დაიწყო ეს ყველაფერი“, - ამბობს ბულგარელი მხატვარი.

ფორმით არაბული, შინაარსით რუსული?

ნახატი კრასტევმა  ფეისბუკში გამოქვეყნებული ოფიციალური ფოტოს მიხედვით შეასრულა. ფოტოზე სერბეთის პრეზიდენტი და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ერთად ათვალიერებენ გაზსადენის მშენებლობის პროცესს ბულგარეთის ტერიტორიაზე.

თუმცა დაკვირვებული თვალი სწრაფად აღმოაჩენს სხვაობას ნახატსა და ოფიციალურ ფოტოს შორის. ნახატში არ ფიგურირებს სურათზე წინა პლანზე მდგარი ახალგაზრდა ქალი, სუზანა ვასილევიჩი, სერბეთის პრეზიდენტ, ალექსანდარ ვუჩიჩის მთავარი მრჩეველი.

გაზსადენის თემაზე კიდევ ორი ტილო შექმნა კრასტევმა, რომელმაც ნახატების სურათები რადიო თავისუფლებას გაუგზავნა.

ბულგარეთის მხატვართა კავშირი უარყოფს ინფორმაციას, როგორც ამ ნახატების შექმნის, ისე სამომავლოდ დაგეგმილი გამოფენის მოწყობის საქმეში მონაწილეობის შესახებ. საუდის არაბეთის კონსორციუმ „არკად“-თან დაკავშირება კი არ მოხერხდა, რის გამოც ამ ნახატების შექმნის თაობაზე კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.

ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით,  პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის ოფისში ზემოხსენებული ნახატი მოხვდა კომპანია „ბულგარტრანსგაზის“ მეშვეობით, რომელსაც იგი საუდის არაბეთის კონსორციუმმა „არკად“-მა გადასცა.

„პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა გადაწყვიტა ნახატი გაეგზავნა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრა ვუჩიჩისთვის, როგორც ბულგარეთში მისი ვიზიტის და მშენებარე გაზსადენის ერთობლივად ინსპექტირების სამახსოვროდ“, - ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობაში.

საყურადღებოა, რომ ნახატი ვუჩიჩს გაეგზავნა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და სერბეთის პრეზიდენტის მეუღლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის, თამარა ვუჩიჩის ხელით. მათთვის სერბეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი საჩუქრის გადაცემის მომენტი კი არ შესულა ოფიციალურ ოქმებში და არ აღბეჭდილა ფოტო თუ ვიდეომასალაში, რომელიც სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბულგარეთში ამასწინანდელი ვიზიტის შესახებ გავრცელდა  სერბეთსა და ბულგარეთში.

ბულგარეთის ხელისუფლება ოფიციალური შეხვედრების დრო ასევე გაურბის „ბალკანური ნაკადის“ ხსენებას, როგორც ეს თავად ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა უწოდა გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ ბალკანეთზე გამავალ მონაკვეთს, რომელიც ოფიციალურად 1 იანვარს გაიხსნა.

როგორც სერბეთის, ისე ბულგარეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობებშია ხაზგასმული, ბორისოვმა და ვუჩიჩმა სატელეფონო საუბარში ერთმანეთს მიულოცეს გაზსადენის მშენებლობის დასრულება და „მნიშვნელოვანი გმირობა“ უწოდეს მის ექსპლუატაციაში შესვლას.

მაგრამ გამოთქმა „ექსპლუატაციაში შესვლაც“ დაზუსტებას მოითხოვს.

„თურქეთის ნაკადის“ გაზსადენი ოფიციალურად სერბეთში  1 იანვარს გაიხსნა,  მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა ბულგარეთში და ქვეყნის მთავრობაც დღემდე თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, ბოლომდე არის თუ არა მზად გაზსადენის ბულგარეთზე გამავალი მონაკვეთი, რომლის მშენებლობის ხელშეკრულებასაც ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბრის ბოლოს მოეწერა ხელი.

ექსპერტები ამბობენ, რომ გაზსადენი დაგეგმილზე ბევრად უფრო ნაკლები სიმძლავრით მუშაობს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მასში ჩადებული 3 მილიარდი ბულგარული ლევის (დაახლოებით 1,6 მილიარდი ამერიკული დოლარი) ინვესტიციის ამოღებას.

თანხის უკუგების საქმეს კიდევ უფრო გაართულებს, გაზსადენის პროექტის რეალიზებაში ჩაბმული კომპანიის მიმართ აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციის დაწესება.

რეალურად ლაპარაკია ფორმით არაბულ, შინაარსით კი რუსულ კომპანიაზე.

გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ მთავარ მოიჯარე კომპანიას წარმოადგენს საუდის არაბეთის კომპანია Arkad-ი, რომელსაც მართავენ რუსეთის მოქალაქეები. ისინი თავის მხრივ რუსულ კომპანიებთან აფორმებენ საიჯარო ხელშეკრულებებს მომსახურებასა და მასალებზე, მათ შორის მილების მიწოდებაზე, რომლებიც რუსეთში მზადდება.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о возрождении судостроительной отрасли в столице


Спорт в России и мире
Москва

Полина Гагарина — про уход на пенсию и особые способности Сергея Лазарева


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ежемесячную денежную выплату получают более 1,6 млн пострадавших от радиации





Путин в России и мире
Москва

Ушаков: Путин и Пашинян расставят на встрече многие точки над i


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья отказался от должности и попросил защиты у Лукашенко. Он обвинил Варшаву в нечестной политике




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Григорий Лепс

О чём не любит говорить Григорий Лепс



Москва

Юрист Овтов рассказал, что делать, если обнаружил нарушение в тарифах за ЖКУ

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net