123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

Новости за 08.01.2021

შორენა თეთრუაშვილს PCR ტესტირება ჩაუტარდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა

News.ge 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს PCR ტესტირება ჩაუტარდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 236 028 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 224 189-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 728 მოქალაქე.

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა

News.ge 

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მამას სასიკვდილო ჭრილობა იარაღით მიაყენა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა. 35 წლამდე მამაკაცს სამედიცინო დახმარება უტარდება. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. გარდაცვლილი 62 წლამდე მამაკაცია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მაიკ პომპეო შეხვდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის კანდიდატს, ენტონი ბლინკენს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პარასკევს შეხვდა არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანდიდატს სახელმწიფო მდივნის თანამდებობისთვის, ენტონი ბლინკენს. შეხვედრა მიზნად ისახავადა ხელისუფლების ცვლის პროცესისთვის ხელის შეწყობას. პომპეომ ტვიტერში დაწერა, რომ ის ბლინკენს შეხვდა იმისთვის, რომ „ხელი შეუწყოს წესების დაცვით ხელისუფლების ცვლას და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უცხოეთში დაცულ იქნეს აშშ-ის ინტერესები.“ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. მისი თქმით... Читать дальше...



ლონდონის მერი სადიქ ხანი: ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია

News.ge 

ლონდონის მერმა სადიქ ხანმა პარასკევს საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა, რომელიც დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გამო დედაქალაქის საავადმყოფოების გადატვირთვის საფრთხესთან. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა. „ლონდონში გამოვაცხადე საგანგებო სიტუაცია, რადგან საფრთხემ, რომელსაც ქალაქისთვის წარმოადგენს ვირუსი, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ახლა კოვიდ -19-ით დაავადებულია ლონდონის 30-დან ერთი მცხოვრები. თუკი ჩვენ დაუყოვნებლივ არ მივიღებთ ზომებს, ეროვნული ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და კიდევ ...

დონალდ ტრამპი: ყველას, ვინც მეკითხებოდა – არ წავალ ინაუგურაციაზე 20 იანვარს

News.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერში“ დაწერა. „ყველას, ვინც მეკითხებოდა: არ წავალ ინაუგურაციაზე 20 იანვარს“, – წერს დონალდ ტრამპი. ამავდროულად, „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრ სახლში განიხილავენ ამერიკის პრეზიდენტის ფლორიდაში მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამგზავრებას 19 იანვარს. ამგვარად, დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში მეოთხე პრეზიდენტი იქნება, რომელიც ...

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა – ქვეყნები მასობრივი იმუნიზაციის მოლოდინში არიან

News.ge 

კოვიდ 19-ის პრევენციისთვის მასშტაბური იმუნიზაციის კამპანია დაწყებულია. ვაქცინის 17 მილიონი დოზა მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ უკვე მიიღო. ამერიკულმა გამოცემა Bloomberg- მა ვაქცინაციის მსოფლიო რუკა შექმნა და ის ქვეყნები, სადაც იმუნიზაცია აქტიურად მიმდინარეობს, გრაფიკულად აღბეჭდა. გავლენიანი გამოცემის ინფორმაციით, 16 მილიონს აღწევს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც “ბიოტექისა” და “ფაიზერის“, “ასტრაზენეკას“, “სინოვაკის” ან რუსული წარმოების “სპუტნიკ 5″-ის ვაქცინა გაიკეთეს. ბლუმბერგის მონაცემებით, ირკვევა, რომ... Читать дальше...

ვიმედოვნებ, კარგად დაფიქრდება „ქართული ოცნება“, მიხვდებიან, რომ 4 ადამიანის პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ოპოზიციის შესვლას და სწორი წინადადებით მოვლენ მეხუთე რაუნდზე

News.ge 

იმედი მაქვს, გაუგებარი რიტორიკა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, შეიცვლება და პროცესებს უფრო რაციონალურად შეხედავენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, პარლამენტს რამდენი დეპუტატიც არ უნდა დაემატოს, არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური შეთანხება და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დეესკალაცია მოხდა. „ჩვენ რა გვინდა – ყველამ ამტკიცოს თავისი პოზიციის სიმყარე და ამ ძიძგილაობაში ფაქტობრივად ...

ზალკალიანი ანტისემიტიზმის გამოვლინებას დაუპირისპირდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ისრაელის ელჩის რან გიდორის განცხადების შემდეგ, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი სასულიერო პირების ანტისემიტური შინაარსის ქადაგებებს ეხებოდა, „ტვიტერზე" დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ის დაუპირისპირდა ანტისემიტურ განცხადებებს. „ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში", - წერს ზალკალიანი როგორც ისრაელის ელჩი აღნიშნავს, „ორშაბათს, 4 იანვარს, ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა... Читать дальше...



New York Times-ი: დონალდ ტრამპი განიხილავს საკუთარი თავის შეწყალების შესაძლებლობებს

Radiotavisupleba.ge 

როგორც New York Times-ი იტყობინება საქმეში ჩახედულ ორ წყაროზე დაყრდნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მრჩევლებთან ერთად განიხილავს „საკუთარი თავის შეწყალების“ შესაძლებლობებს. ამ საკითხში ტრამპი ვარაუდობს, რომ მისმა „სავარაუდო მტრებმა“ შესაძლოა მისი სასამართლოს გზით დევნა დაიწყონ მისი საპრეზიდენტო მანდატის დასრულების შემდეგ, ნათქვამია 8 იანვრის პუბლიკაციაში. თვითშეწყალება შეეხება იმ შესაძლო დანაშაულებებს, რომელიც მას შეიძლება ჩადენილი ჰქონდეს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. Читать дальше...

Радость и улыбки с оттенком печали: тбилисцы и Старый Новый год - фото

ИА «Новости-Грузия» 

Так уж повелось – неделю между православным Рождеством и Новым годом по юлианскому календарю верующие и многие из нас воспринимают словно магический отрезок года. Колумнист Sputnik Грузия постарался уловить в этих кадрах настроение жителей рождественского Тбилиси

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების ინსტრუქციას აქვეყნებს შემოსავლების სამსახური

Radiotavisupleba.ge 

შემოსავლების სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას, რომელშიც განმარტებულია, ვის შეუძლია 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიანი კომპენსაციის მიღება.  ინფორმაციას ერთვის ვიდეოინსტრუქცია: კომპენსაციის საშუალება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერი ორი ან მეტი თვის განმავლობაში და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს. ისინი იმ შემთხვევაში შეძლებენ კომპენსაციის მიღებას თუკი 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი. Читать дальше...

„საქართველოს ფოსტის" გაფიცული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

11 თანამშრომელი გაათავისუფლეს „საქართველოს ფოსტის" გორის ფილიალიდან. ამის შესახებ წერილები თითოეულმა თანამშრომელმა გენერალური დირექტორისგან მიიღო. ინფორმაცია 8 იანვრის საღამოს, ადგილობრივმა ონლაინგამოცემა qartli.ge- მ გაავრცელა. 8 იანვრით დათარიღებულ წერილში წერია, რომ ფოსტის თანამშრომლებმა 2021 წლის 5 იანვრიდან „უკანონო გაფიცვა" მოაწყვეს. „იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 5 იანვრიდან უარს აცხადებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე, გაცნობებთ, რომ ფოსტასა და თქვენს შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია"... Читать дальше...

ფქვილი 67 ლარამდე გაძვირდა

News.ge 

1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ღირებულება 65-67 ლარია, შესაბამისად 10-ლარიანი სუბსიდია აღარ არის საკმარისი, რომ წისქვილ-კომბინატებმა 53 ლარად მიაწოდონ ფქვილი მასობრივი მოხმარების პურის ქარხნებს – ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლევან სილაგავას თქმით, ახალი ტენდერი 20 იანვრის შემდეგ უნდა გამოცხადდეს და თუ პირობები იგივე იქნება, შესაძლოა, ბევრ კომპანიას აღარ გაუჩნდეს მონაწილეობის ინტერესი. ,,დღეს ...

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი

Radiotavisupleba.ge 

85 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ის ბავშვთა საავადმყოფოს „წითელ ზონაში“ 4 იანვარს მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ქალს ფილტვების ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ამ ინფორმაციას სააგენტო „რეს"-ი ავრცელებს. დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი ინფექციონისტის ელეონორა ჯიოევას ინფორმაციით, 8 იანვრის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებების „წითელ ზონებში“ 62 პაციენტი მკურნალობს. „ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ახლა 34 პაციენტი მკურნალობს, ბავშვთა საავადმყოფოს კოვიდზონაში კი -28. Читать дальше...

ტრამპის თქმით, ის არ დაესწრება ბაიდენის ინაუგურაციას 20 იანვარს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიღებული ტრადიციის საპირისპიროდ არ დაესწრება დემოკრატი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას 20 იანვარს. ამის შესახებ მან 8 იანვარს დაწერა ტვიტერში. „ყველასთვის, ვისაც აინტერესებს: არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე მისვლას“ - დაწერა მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელსაც ჯერაც არ უღიარებია 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება, თუმცა 7 იანვარს მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას გადააბარებს მას. როგორც Reuters-ი იტყობინება წყაროზე დაყრდნობით, თეთრ სახლში მსჯელობენ იმაზე, რომ ტრამპი 19 იანვარს დატოვებს ვაშინგტონს.


Музыкальные новости
Александр Серов

Зрители опровергли массовый уход с концерта Александра Серова в Угличе





Персональные новости
Кубок

Кубок России по паралимпийскому волейболу проходит в Подмосковье





სტრასბურგში 10 იანვრიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება

News.ge 

სტრასბურგში 10 იანვრიდან ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს 18:00-დან 06:00 საათამდე ქუჩაში ყოფნა აეკრძალებათ. მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობამ იანვრის დასაწყისში „კომენდანტის საათი“ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში მდებარე 15 ოლქშიც დააწესა და შესაბამისად, ამ რეგიონებში მოქალაქეებს 18:00-დან 06:00 საათამდე სახლების დატოვების უფლება არ აქვთ. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, მთავრობა „კომენდანტის საათის“ შემოღებას... Читать дальше...

ვატო სურგულაძე: 1 200 ლარი კარგად ჟღერს, ოღონდ ესაა 6 თვის განმავლობაში. იცხოვრონ 200 ლარით

News.ge 

ჯანდაცვის ექსპერტი, „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გახანგრძლივებას არ ემხრობა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ჩაკეტვის საჭიროება საქართველოში საერთოდ არ იყო და ის დახმარების პაკეტი, რომელსაც ხელისუფლება მოქალაქეებს სთავაზობს, საკმარისი არაა. „როგორც ვატყობ, არ აპირებენ ეკონომიკის გახსნას 16 იანვრიდანაც. 1 200 ლარი კარგად ჟღერს, ოღონდ ესაა 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ...

“ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ”

News.ge 

ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის” გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას კრიტიკასთან დაკავშირებით, რომ პანდემიის მართვის პროცესში გადაწვეტილებების მიღება ...

ვსვამთ აბს და ვაქრობთ კოვიდს - შეუძლია თუ არა ეს  მოლნუპირავირს? 

Radiotavisupleba.ge 

მივიღებ აბებს და კოვიდისგან განვიკურნები - სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ეს მალე შესაძლებელი გახდება. მათი იმედი ამჯერად მედიკამენტ მოლნუპირავირს (Molnupiravir) უკავშირდება. რა უდევს საფუძვლად ოპტიმიზმს, რა მედიკამენტია Molnupiravir-ი და რამდენად შეძლებს იმედების გამართლებას? ექსპერიმენტულმა წამალმა, მოლნუპირავირმა (Molnupiravir), რომელსაც სამედიცინო წყაროებში მოიხსენიებენ კოდით MK-4482/EIDD-2801, შესაძლოა სრულიად შეცვალოს კორონავირუსის სახიფათო თამაშის წესები. სულ თავიდან, გასული საუკუნის 80-იან წლებში მოლნუპირავირი აშშ-ში... Читать дальше...

რაჭაში ყველა ხანძარის ჩაქრობის შესახებ იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

Radiotavisupleba.ge 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ხანძრის ღია კერა აღარ არის. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამბროლაურში - სოფელ აბარსა და ონში - სოფლების, ონჭევისა და წოლას მიმართულებით, ხანძარი ჩამქრალია. უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ მიმართულებით მეხანძრე-მაშველებთან ერთად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთში კი ხანძრის ოთხი კერაა დარჩენილი, მათგან სამი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები... Читать дальше...

В Панкиси протестующие требуют освободить осужденных за содействие террористу Чатаеву

ИА «Новости-Грузия» 

Законопроект об амнистии, который, предположительно, вступит в силу до весны, вызвал в Грузии настоящий переполох – акции протеста прошли в различных городах страны

Спорт в России и мире
Москва

В Гостином дворе прошел форум «Мы вместе. Спорт»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина: знаю, что меня поддерживают в России, но болельщиков из Казахстана намного больше


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о сохранении экологии Севастополя





Путин в России и мире
Москва

Путин всё знал, но никого не предупредил: Немцы обвинили Москву в прорыве израильского Купола


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Очередные кадровые назначения объявлены в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Захарова: Западу неинтересны планы Киева по атаке на Крымский мост


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

Тимати купил бронированный автомобиль, который занимает два места на парковке



Москва

Делегация Минздрава КНДР посетила предприятия ОЭЗ «Дубна»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net