Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

Новости за 28.01.2021

სრულად შეგროვდა კარტოგრაფების გირაოსთვის საჭირო თანხა - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 იანვარს

Radiotavisupleba.ge 

ივერი მელაშვილი: მადლობა მხარდაჭერისთვის... იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ თითქმის 4 თვის თავზე ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გუშინ სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კომენტარი მედიასთან გათავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილმა გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და ადვოკატებს. მან თქვა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება. "დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სულ ყველას. ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, ეს არის საზოგადოების დამსახურებაც და ჩემი ადვოკატებისაც... Читать дальше...

თალიბანის დელეგაციამ მოსკოვში შეხვედრა გამართა რუსეთის წარმომადგენლებთან

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის დელეგაცია მოსკოვში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა ავღანეთის მთავრობასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე. თალიბანის წარმომადგენელმა მოჰამად ნაიმმა ტვიტერში დაწერა, რომ თალიბების დელეგაცია, რომელსაც მთავრობასთან მოლაპარკებებში თალიბანის მაღალი რანგის წარმომადგენელი, შერ მოჰამად აბას სტანეკზაი ხელმძღვანელობდა, 28 იანვარს შეხვდა ავღანეთის საკითხებში რუსეთის საგანგებო წარმომადგენელს, ზამირ ქაბულოვს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ნაიმის თქმით... Читать дальше...

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ შეხვდა მამუკა მდინარაძეს

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრას ადასტურებს პარტია „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. როგორც მან „ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, შეხვედრა არაფორმალურ ადგილზე შედგა. ის ამბობს, რომ მდინარაძეს 27 იანვარს საჯარო მიმართვიდან რამდენიმე საათში ელაპარაკა. იაგო ხვიჩიას თქმით, საჭირო არის „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" შერიგება. ის დადებითად აფასებს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკების პროცესისთვის კარგი ფაქტია ის... Читать дальше...



О чем пишут грузинские газеты: отмена ограничений – где проходит золотая середина?

ИА «Новости-Грузия» 

Кто больше пострадает от упразднения депутатских мандатов – власть или оппозиция, какое ограничение отменять в Грузии наиболее рискованно и должно ли государство полностью финансировать систему образования - главные темы в грузинской прессе

მიხეილ სააკაშვილი ივერი მელაშვილს: ბოდიშს გიხდით, თუ ჩემს გამო ზიანი მოგადგათ

News.ge 

“ჩემთვის უდიდესი პატივია ბატონ ივერი მელაშვილთან ასე პირისპირ საუბარი – ეს არის ქართველი ადამიანის ღირსების, წესიერების და ადამიანობის განსახიერება, ეს ხალხი რომ არსებობს, ეს მაძლევს იმედს და ასეთ ხალხზე დგას ქვეყნის მომავალი. თქვენს წინაშე ახლა ზის ნამდვილი, არაჩვეულებრივი ქართველი და ეს ადამიანი გადაწონის ყველა ჯურის ნაძირალას, დიდი მადლობა ქალბატონ ნატალიას, ბატონ ივერის, ბოდიშს გიხდით, თუ ...

მოძრაობა “სირცხვილია”: ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა!

News.ge 

“ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა! მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს! ” – წერია მოძრაობა “სირცხვილია”-ს ფბ გვერდზე.

ელენე ხოშტარია: საუკეთესო პასუხი სისტემას …

News.ge 

“საუკეთესო პასუხი სისტემას, საუკეთესო პროტესტი უსამართლო ხელისუფლებას, დიდი წერტილი ამ საქმეს არის ის შეგოროვებული რამდენიმე ლარიანი შენატანები, რომლითაც 2 საათში გირაოს თანხა სრულად შეგროვდა,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია.



სრულად შეგროვდა გირაოსთვის საჭირო თანხა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის შეფარდებული გირაოსთვის საჭირო თანხა სრულად შეგროვდა. ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ გირაოს სახით შეუფარდეს 20-20 ათასი ლარი. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება. Читать дальше...

„სირცხვილია"-ს ცნობით, 20 000 ლარი უკვე შეგროვდა მელაშვილის და ილიჩოვასთვის გირაოს თანხის შესატანად

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს ინფორმაციით, 20 000 ლარი უკვე შეგროვდა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის შეფარდებული გირაოს (20-20 ათასი ლარის) თანხის შესატანად. „1 საათი გავიდა მხოლოდ და 20 000 ლარი უკვე შეგროვებულია. შესაგროვებელი დაგვრჩა 20 000 ლარიც!" - წერს „სირცხვილია". ივერი მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 28 იანვარს გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. Читать дальше...

ბიშკეკში გაიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვის ინაუგურაცია

Radiotavisupleba.ge 

სადირ ჟაპაროვმა, რომელიც ჯერ კიდევ სამი თვის წინ ციხეში იჯდა მძევლების გატაცების ბრალდებით, ყირგიზეთის პრეზიდენტის ფიცი დადო მიმდინარე თვეში გამართულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ. 52 წლის ჟაპაროვის ინაუგურაციის ცერემონია 28 იანვარს გაიმართა ბიშკეკის ფილარმონიის დარბაზში. ყირგიზეთი კრიზისში იმყოფება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საპროტესტო გამოსვლების ტალღა მოჰყვა, რამაც მთავრობისა და მაშინდელი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის გადადგომა გამოიწვია. 2005 წლის შემდეგ ეს მესამე შემთხვევაა... Читать дальше...

უკრაინამ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანცელარიის უფროსმა, ანდრი ერმანკმა 28 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინა ყოველ ღონეს იხმარს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ ძალები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც შეეცადნენ ზიანი მიეყენებინათ უკრაინასა და აშშ-ს შორის ურთიერთობისთვის. „გამოძიების სახელმწიფო ბიურომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა,“ თქვა ერმაკმა უკრაინის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა... Читать дальше...

გიგი გიგიაძე მიესალმება ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე მიესალმება ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას.  „მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული... Читать дальше...

„წამიყვანონ უკან და ჩავჯდები" - მელაშვილი წინააღმდეგია პარლამენტში შესვლისთვის გამოიყენონ მისი გათავისუფლება

Radiotavisupleba.ge 

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა შეაფასა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება ხელისუფლებასთან გამართული მოლაპარაკების შედეგია. „დიდი ალბათობით შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ მე მინდა ერთი რამ განვაცხადო: მადლობა აბსოლუტურად ყველა პარტიას, ვინც გვერდით მედგა, იმიტომ, რომ ეს იყო მართალი საქმე. ანუ მხარდაჭერა ადამიანებისა, რომლებიც ტყუილ-უბრალოდ ჩასვეს, პოლიტიკური ნიშნით. მადლობა ყველა პარტიას ამისათვის, მათ შორის... Читать дальше...

ყირიმის ანექსიიდან 2363-ე რეზოლუციამდე

Radiotavisupleba.ge 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომა ისტორიაში შევა რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების ცნობის სადავო გადაწყვეტილებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთში არათუ არ უმჯობესდება, არამედ, როგორც საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებაშიც არის ხაზგასმული, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, კიდევ უფრო უარესდება მდგომარეობა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობას 28 იანვრის სხდომაზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 107-მა დეპუტატმა... Читать дальше...

„გახსოვართ?“ - რატომ ფიქრობენ შშმ პირები, რომ ისინი დაავიწყდათ

Radiotavisupleba.ge 

დათომ, ესმამ, გიორგიმ, ოლგამ, კობამ და მათთან ერთად სხვებმა, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და თვლიან, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული რთული სოციალური ვითარების ფონზე, მათი საჭიროებები, მათი უფლებები, ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა. წერილის ავტორებსა და მათ უკან მდგომ ათობით ათას შშმ პირს, სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ. სწორედ ამ მოთხოვნების ჩამონათვალი გაუგზავნეს 28 იანვარს შშმ პირებმა და მათი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას... Читать дальше...

MDF-მა წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

Radiotavisupleba.ge 

„ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სოციალურ მედიაში სექსიზმისა და სტერეოტიპიზაციის 308 შემთხვევა გამოვლინდა. ქალი პოლიტიკოსები თავდასხმის სამიზნეები ხდებოდნენ როგორც პოლიტიკური კუთვნილებისა და ქმედების (187 შემთხვევა), ასევე გენდერული იდენტობის გამო (109 შემთხვევა)“,- ვკითხულობთ მედიის განვითარების ფონდის ანგარიშში, რომლის ონლაინ პრეზენტაციაც დღეს, 28 იანვარს, გაიმართა. MDF 4 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით აკვირდებოდა 300-ზე მეტ ფეისბუკ ანგარიშს: ფეისბუკ გვერდებს: პარტიული, პარტიების მხარდამჭერი... Читать дальше...

ანგარიში: ბიათლონის საერთაშორისო კავშირის ყოფილი ხელმძღვანელობა ჩქმალავდა რუსეთში დოპინგის გამოყენებას

Radiotavisupleba.ge 

ბიათლონის საერთაშორისო კავშირის (IBU) დაკვეთით მომზადებული დამოუკიდებელი ანგარიშის თანახმად, მოიპოვება მტკიცებულებები სპორტული ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელობის მხრიდან „სისტემატური კორუმპირებული და არაეთიკური ქცევის“ შესახებ რუსეთში დოპინგის გამოყენების დაფარვის განმავლობაში, რაც ათი წელი გრძელდებოდა. ანგარიშში, რომელიც 28 იანვარს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ IBU-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ანდერს ბესებერგმა და ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ნიკოლ რეშმა პასუხი უნდა აგონ  2008-2018 წლების პერიოდის იმ შემთხვევებისთვის... Читать дальше...

მდინარაძის თქმით, ელისაშვილს ოთხჯერ უთხრეს უარი ე.წ. პოლიტპატიმრების შესახებ საუბარზე

Radiotavisupleba.ge 

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის გამო მოსალოდნელი სპეკულაციების შესახებ ილაპარაკა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. „რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით... სამჯერ თუ ოთხჯერ კონკრეტულად ალეკო ელისაშვილმა იმ ორსაათიან შეხვედრაზე დააბრუნა დღის წესრიგში ე.წ. პოლიტპატიმრების თემა. ოთხჯერვე უარი ვუთხარით საერთოდ ამ საკითხზე საუბარზე“, - თქვა მდინარაძემ. პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს... Читать дальше...


Музыкальные новости
Джиган

Младшая дочь Оксаны Самойловой и Джигана пошутила, что их сын приемный — как отреагировала звездная мама: «Чисто классика»





Персональные новости
Локомотив

В "Локомотиве" иронично отреагировали на ничью в матче ЦСКА со "Спартаком"





გომელაური: გახარია და მე მეგობრები ვართ, არანაირი "ჩემი" და "მისი" კადრები არ არსებობს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ არასწორია ინფორმაცია მასსა და პრემიერ გიორგი გახარიას შორის. მისი თქმით, მის სისტემაში მიმდინარე ცვლილებები როტაციის შედეგია და არა დაპირისპირების. ამ საკითხზე მას კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს და მისი მოადგილეების კახა საბანაძისა და ვლადიმერ ბორცვაძის შესაძლო გათავისუფლებით დაინტერესდნენ. "კახა საბანაძე ჩემი კადრი უფროა. ჩემთან მუშაობდა 5 წელი და გახარია რომ დაინიშნა ძალოვანში, მერე მივეცი. კოტე ანანიაშვილიც მუშაობს ჯერჯერობით... კოტე ანანიაშვილი... Читать дальше...

წულუკიანი: სინამდვილეში წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი განმარტავს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების საკითხს. „გვგონია თითქოს, ის, რაც არ არის სამართლებრივი რეალობა, რომ თითქოს პირი თუ არის წინასწარ პატიმრობაში, ეს არის საბოლოო განაჩენი. სინამდვილეში წინასწარი პატიმრობა არის ინსტრუმენტი გამოძიებისათვის, რომ მოცემული პირები, ვინც წინასწარ პატიმრობაში არიან, ბრალდებული, ვისაც ჰქვია, მათგან გამოძიებამ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია, იმისთვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს... Читать дальше...

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხას "სირცხვილია" შეუგროვებს

Radiotavisupleba.ge 

​"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხას, ჯამში 40 ათას ლარს, აქტივისტები, მოძრაობა "სირცხვილია" შეუგროვებს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გიგა მაქარაშვილმა მიაწოდა. 30-30 ათასი ლარის მოცულობის გირაოს სანაცვლოდ პროკურატურამ მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა 30 დღის ვადაში დააკისრა. ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას... Читать дальше...

ივერი მელაშვილი: მადლობა მხარდაჭერისთვის... იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ

Radiotavisupleba.ge 

"კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილი გათავისუფლების შემდეგ მადლობას უხდის მხარდამჭერებსა და ადვოკატებს. მან თქვა, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება. "დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის სულ ყველას. ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, ეს არის საზოგადოების დამსახურდებაც და ჩემი ადვოკატებისაც, მოხდა ის რომ პატიმრობიდან გამათავისუფლეს. ახლა პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ", - თქვა მელასვილმა. მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან... Читать дальше...

ნიკო და დათო ჯიქია Bedford Falls-ზე, "ბიტლებზე" და პანდემიაზე ლაპარაკობენ

Radiotavisupleba.ge 

"Bedford Falls-ში" ყველანი ასეთი ნაკითხები ხართ?" - ეკითხება ბოლოსკენ ნიკო დათოს. ირკვევა რომ კი, არიან. პრინციპში, კიტხვის გარეშეც გასაგები იყო. ეტყობათ და იმიტომ. ამას გარდა კიდევ საათი და ცხრა წუთი ილაპარაკეს. ამის ნახევარი ლენონის და მაკარტნის ურთიერთობის განხილვას დაეთმო.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტისას რეგიონული და სავაჭრო საკითხები განიხილა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის თანამხად გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს. „საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Андрей Мидловец выиграл якутский финал на первенстве России


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Вероника Кудерметова завершила выступление на турнире WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Петербургский автопром вышел из кризиса, заявил Беглов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Михаил Кутушов

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24



Москва

Редкий формат загородного жилья появится в Покровском-Стрешнево

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net