საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან
საუდის არაბეთის ხელსიუფლებამ დაანონსა СО2-ნეიტრალური ქალაქის მშენებლობა, რომელშიც არ იქნება არც გზა და არც ავტომობილები. მემკვიდრე პრინცის მუჰამედ სალმანის მიერ წარმოდგენილ პროექტში საუბარია 170 კილომეტრიან ხაზოვან ქალაქზე სახელად The Line, რომელშიც მილიონი ადამიანი იცხოვრებს და შექმნის 380 ათას სამუშაოა ადგილს.
The Line აშენდება ჭკვიანი ქალაქის ნეომის მახლობლად ტაბუკას რაიონში, რომელიც ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. თავად ნეომის ფართობი 26,500 კვადრატული კილომეტრი იქნება და ის წითელი ზღვის სანაპიროზე 460 კმ-ზე გადაიჭიმება. ის კლიმატ-ნეიტრალური ქალაქი უნდა გახდეს და მთელს ენერგიას განახლებადი წყაროებიდან მიიღებს.
The Line განთავსდება სამ დონეზე. ზედაპირზე იქნება საცხოვრებელი სახლები და ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ინფრასტრუქტურა: სკოლა, კლინიკები, პარკები და გართობის ცენტრები. პირველ მიწისქვეშა დონეზე ივლიან სამსახურეობრივი ავტომობილები, მესამე დონეზე კი ულტრასწრაფი ტრანსპორტი, რომელსაც მართავს ხელოვნური ინტელექტი. სავარაუდოდ საუაბრია Hyperloop-ის მსგავს სისტემაზე.
წყარო: autobild.ge