Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

ზაზა გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ოჯახი დახმარებას ითხოვს 

0
ზაზა გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ოჯახი დახმარებას ითხოვს 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაეს სასამართლოში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. „ეხო კავკაზას" რეპორტიორის ცნობით, სხდომაზე რამდენიმე მოწმე და თავად განსასჯელი დაკითხეს. გახელაძის ცოლის ინფორმაციით, პროცესი 25 იანვარს გაგრძელდება.

გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წარდგენილი. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზაზა გახელაძეს 322-ე მუხლითაც ედავებიან, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას" გულისხმობს. ზაზა გახელაძის ოჯახში სასამართლო პროცესის ჩატარებას დიდხანს ელოდნენ. დაკავებულის დედა, ნანა ბუნტური დახმარებას ითხოვს: „ზაზას გათავისუფლებას მოვითხოვთ პირველ რიგში. უკვე გაუსაძლისია ჩვენი მდგომარეობა. როდემდე გავუძლებთ, არ ვიცით. ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია, დაგვეხმარეთ“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხინვალში, პროცესის დასრულებისთანავე სპეციალური განცხადება გაავრცელა. ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს, 18 იანვარს გაიმართა. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიორიაზე, სადაც ზაზა გახელაძის დაკავება მოხდა, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ საპროტესტო აქციები დააანონსა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს. გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. ეს საკითხი დეკემბერში განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდზეც, მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин назвал инновационные кластеры, которые будут созданы в Новой Москве


Спорт в России и мире
Москва

Сезон 2024 года открыт!


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Соболенко и Швентек сыграют в финале турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Подмосковье примет участие во всероссийском экологическом форуме





Путин в России и мире
Москва

Путин посетил пасхальную службу в храме Христа Спасителя в Москве


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Кристина Орбакайте

«Вокруг ТВ»: Орбакайте пообещала спеть на бис в России



Москва

Посол Королевства Нидерланды Плух закончил работу в России

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net