Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

ალიევმა საფუძველი ჩაუყარა აეროპორტს ფიზულიში, ასევე ფიზული-შუშას საავტომობილო გზას

0
ალიევმა საფუძველი ჩაუყარა აეროპორტს ფიზულიში, ასევე ფიზული-შუშას საავტომობილო გზას

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფიზულიში აეროპორტს ჩაუყარა საფუძველი, ქალაქი ბაქოს კონტროლქვეშ ოქტომბრის ბრძოლების შემდეგ გადავიდა.

როგორც ქვეყნის მეთაურის საიტი იუწყება, ალიევმა განაცხადა, რომ ახალი აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი 2021 წელს უნდა ჩაბარდეს. ასევე ალიევმა ფიზული-შუშაში საავტომობილო გზასაც ჩაუყარა ფუნდამენტი.

„აეროპორტის შენობა ან წელს აშენდება ან გაისად. მისი მთავარი მიზანია შუშაში უცხოელმა სტუმრებმა შეძლონ ჩამოსვლა. მანძილი ფიზულისა და შუშას შორის დიდი არაა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეს ფუნდამენტი ჩაეყარა ექვსზოლიანი გზის ოთხ ნაწილს, უცხოელებს შუშამდე მისვლა უმოკლეს დროში შეეძლებათ“, - განაცხადა მან.

მანამდე ალიევი ამბობდა, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, ორი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგემება.

ილჰამ ალიევი, პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა და მათი ქალიშვილი ლეილა ალიევა ეწვივნენ ქალაქ შუშასაც (სომხ. შუში), რომელიც აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.

აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ სომხებმა არ უნდა დაივიწყონ 44-დღიანი ომი და მისი შედეგები.

„თუ სომხეთში ვინმე რევანშზე ფიქრობს, ისევ ჩვენს რკინის მუშტს დავანახებთ. ამ რკინის მუშტმა მოახრევინა მათ ქედი და გაუტეხა თავები. თუ ჩვენს წინააღმდეგ რამე პროვოკაციას წამოიწყებენ, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ, ინანებენ და მწარედ დამარცხდებიან“, - განაცხადა ალიევმა.

ტერიტორიული დავა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1980-იანი წლებიდან იწყება. უმეტესად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა ავტონომიამ, სომხეთის დახმარებით, 1991 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის სსრ-დან გამოსვლაზე გააკეთა განცხადება და არაღიარებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ დაარსა.

1988-1994 წლები შეიარაღებული კონფლიქტის დროს სეპარატისტულ რეგიონში 30 ათასი ადამიანი დაიღუპა. მაშინ მთიანი ყარაბაღი და მასთან აზერბაიჯანის რამდენიმე რაიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ გადავიდა. შედეგად ასობით ათასი ადამიანი, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები, იძულებით გადაადგილებული პირები გახდნენ.

2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა თავის კონტროლქვეშ დაიბრუნა რაიონები მთიანი ყარაბაღის ირგვლივ. აიღო ძველი და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი ქალაქი შუშა (სომხურად შუში). შუშას აღებიდან მეორე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რეგიონში ომის შეწყვეტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების მიხედვით, აზერბაიჯანსა და სომხეთს მიეკუთვნა ის ტერიტორიები, რომლებზეც ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტში მათი ჯარები იყვნენ განლაგებული. აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა: აღდამის, ქელბაჯარის, ლაჩინის რაიონები, ასევე მარტუნინის, მარტაკერტსის და ასკერანის რაიონები; ქალაქი შუშა და თითქმის მთელი ჰადრუტის რაიონი. გადაკვეთის ხაზის გასწვრივ რუსეთის სამშვიდობო ძალებია განლაგებული.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил православных христиан с Пасхой


Спорт в России и мире
Москва

Шесть скейт-парков и роллердром работают на площадках «Московских сезонов»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ига Свёнтек

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В России замечен доступный кроссовер по цене Lada Granta: что о нем известно?





Путин в России и мире
Москва

Путин приехал в храм Христа Спасителя на пасхальную службу


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Полина Гагарина

Полина Гагарина: «Нет, я не ухожу на пенсию»



Москва

Детский хор из Кисловодска примет участие в Литургии в Храме Христа Спасителя

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net