Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

როგორია ქვეყნის COVID ვაქცინაციის გეგმა - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 იანვარს

0

ვინ აიცრება, როდის და რომელი ვაქცინით? - გვაქვს თუ არა COVID19-ის ვაქცინაციის გეგმა?

გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძე თქვა, რომ საქართველოში არა რისკჯგუფში მყოფი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ ინექციებს ზაფხულში ან შემოდგომაზე მიიღებს.

ჯანდაცვის ექსპერტების ცნობისმოყვარეობა ამით არ ამოიწურება. ისინი ხელისუფლებას COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის წარმოდგენას სთხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ამ გეგმისა და სქემის გამართულობაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ და რამდენ ხანში დაუბრუნდება ქვეყანა, ეკონომიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, კვირის დასაწყისში, 11 იანვარს უთხრა, რომ ვაქცინაციის გეგმის შემუშავებაზე ვაქცინაციის სამთავრობო კომიტეტის 15-კაციანი გუნდი, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით მუშაობს. მისივე თქმით, გეგმაზე მუშაობა კვირის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო და დეტალური ინფორმაცია ვაქცინაციის პროტოკოლის შესახებაც სწორედ ამ დროისთვის გვეცოდინებოდა. ვინ, როდის და რომელი ვაქცინით აიცრება? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

 

დღეს ბუკნარში შერიგების მიზნით შეხვედრა გაიმართება

გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის და სრულიად საქართველოს მუფთის ადამ შანთაძის მონაწილწეობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა. მერიის წინ შეკრებილ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შეხვედრის შემდეგ ახალი წინადადება შესთავაზეს: 15 იანვარს, სოფელ ბუკნარში გაიმართება მუსლიმების ტრადიციული ლოცვა; იმავე დღეს სოფლის ეკლესიაში ილოცებს მართლმადიდებელი მრევლიც. ორივე ლოცვის დასრულების შემდეგ კი გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვასილ ჩიგოგიძე, ადამ შანთიძე, მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენელი (სასულიერო პირი), გარდა ამისა, ქრისტიანი და მუსლიმი თემის 10-10 წარმომადგენელი. შეხვედრის მიზანი იქნება შერიგება და თანაცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის უთანხმოება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 12 იანვარს, სოფლის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

რამდენიმე დღეა ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით მიმდინარეობს ორივე თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება.

წაიკითხე მეტი.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები კორონავირუსის წარმოშობის გამოსაკვლევად უჰანში ჩავიდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის 13 წევრი 14 იანვარს ჩავიდნენ ჩინეთში, ქალაქ უჰანში, რათა ჩაატარონ კვლევა კორონავირუსის წარმოშობისა და მისგან გამოწვეული ინფექციის, კოვიდ-19-ის ეპიდემიის დაწყების შესაძლო მიზეზების შესახებ.

ჯგუფში შედიან ექსპერტები აშშ-დან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, ნიდერლანდიდან, ყატარიდან და ვიეტნამიდან.

ახალი ინფექციის შესახებ პირველი ცნობები გავრცელდა უჰანიდან და ეს ქალაქი იყო პირველი, რომელიც დაიხურა ინფექციის შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო. მაგრამ ვირუსი გავრცელდა ჯერ ჩინეთში და შემდეგ უცხოეთის ქვეყნებში.

წაიკითხე მეტი.

 

 

ინჯიას "ევროპელი სოციალისტების" პრორუსული, ანტიდასავლური განწყობები

ერთპარტიული პარლამენტის უხერხულ დილემას „ქართული ოცნება“ გადაჭრილად მას შემდეგ თვლის, რაც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიის გავლით შევიდა 4 დეპუტატი. მმართველი პარტია შიდა თუ გარე აუდიტორიის იმაში დარწმუნებასაც ცდილობს, რომ ამ ოთხი ბიზნესმენის მიერ ახლახან დაფუძნებული პარტია - „ევროპელი სოციალისტები“ პროდასავლური ღირებულებების მატარებელია და მას საერთო არაფერი აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ პრორუსულ ფრთასთან. თუმცა მედიის განვითარების ფონდის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრების განცხადებები რუსეთის პროპაგანდისტული, ანტიდასავლური გზავნილებით არის გაჯერებული და იკვეთება კავშირები კრემლის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებთანაც.

ახლად დაფუძნებულ პარტიას უკვე ყავს პოლიტსაბჭო. მისი ერთ-ერთი წევრი თამარ კიკნაძე დაკავშირებულია პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან, რომელიც 2013 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. კიკნაძის ციტატები მედია არქივში ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩევა. ის საუბრობდა დასავლეთის მიერ თავს მოხვეულ ღირებულებებზე, აშშ-ის მიერ საქართველოს კოლონიად ქცევასა და სხვა.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

 

 

 

102 წლის გალინა ზაქრაძე სამტრედიის მოხუცთა სახლის უხუცესი ბინადარია, რომელმაც კორონავირუსი დაამარხა. ვირუსით დაინფიცირდა მოხუცთა სახლის თითოეული მცხოვრები, 5 მოხუცი კი გარდაიცვალა. ახლა სათნოების სახლი მნახველებისთვის დაკეტილია.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил православных христиан с Пасхой


Спорт в России и мире
Москва

"Спартак" не сумел обыграть "Пари Нижний Новгород"


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Павлюченкова и Потапова не смогли выйти в финал турнира WTA в Мадриде в парном разряде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В России замечен доступный кроссовер по цене Lada Granta: что о нем известно?





Путин в России и мире
Москва

Путин посетил пасхальную службу в храме Христа Спасителя в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

«Больно смотреть»: Кудрявцева обнародовала переписку с Волочковой



Москва

Все расписано по секундам. Как в Кремле готовятся к инаугурации Путина

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net