ნანა გეგეჭკორი: იცით რატომ ამბობთ ასე მშვიდად უარს აცრებზე? იმიტომ რომ …
0
“სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ ვიცნობ რეალურ ადამიანებს ვინც შვილებისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე ამბობს უარს. ამჟამად ზოგადად ვაქცინაციას ვგულისხმობ და არა კონკრეტულად რომელიმე დაავადების პრევენციას.
იცით რატომ ამბობთ ასე მშვიდად უარს აცრებზე? იმიტომ რომ ჩემი და ბევრი ჩემნაირის აცრილი შვილები ქმნიან უსაფრთხო გარემოს თქვენი შვილებისთვის.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ ყველა თქვენსავით უპასუხისმგებლოდ და ეგოიზმით რომ მივუდგეთ ამ საკითხს რა მოხდება. თქვენს ირგვლიც ვირუსული ენცეფალიტებით, პოლიომიელიტით, დიფტერიით, ტეტანუსით რომ იღუპებოდნენ ადამიანები იქნებოდა თქვენი “არ ავიცრები” ასეთი კატეგორიული?..” – წერს სოციალურ ქსელში ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი ნანა გეგეჭკორი .