Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

"ოცნება" და შიში ივანიშვილის გარეშე, კობახიძის თავმჯდომარეობით

0

ბიძინა ივანიშვილის, როგორც თავად თქვა, "ალბათ ბოლო ინტერვიუს" შემდეგ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ პარტიიდან წასულს დარდი მიჰყვება - შიში და ეჭვი აქვს, "ქართულ ოცნებაში" მის გარეშე, შესაძლოა საქმის გარჩევა, დაპირისპირება დაიწყოს და სიტუაცია გართულდეს. ივანიშვილმა ეს საკითხი არაერთხელ ახსენა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ 12 იანვარს გასულ ინტერვიუში. ივანიშვილის "ოცნებაში" დატოვებულ ადგილს სულ მალე პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე შეავსებს.

ვინ და რატომ შეარჩია ირაკლი კობახიძე "ოცნების" ახალ თავმჯდომარედ?

რა გამოარჩევს მას მმართველი პარტიის უფრო რეიტინგული სხვა ლიდერებისგან?

რამდენად შესაძლებელია, რომ გამართლდეს ივანიშვილის შიშები?

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პარტიის წევრების წვრთნა, ახალი რეალობისთვის, წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, რათა მათ ერთმანეთის აზრის მოსმენა, საღი აზრის ჩამოყალიბება ესწავლათ და უკვე მარტო დარჩენილებს ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ. მაგრამ „ქართული ოცნების“ აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს მაინც ადარდებს - ვაითუ ყველაფერი მის მიერ მხარდაჭერილი მეთოდების შესაბამისად არ წავიდეს.

„პირველ არხთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა:

"იმის ეჭვიც და შიშიც არსებობს, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ ურთიერთობის გარკვევა, რაც რთული იქნება გუნდისთვის. ეს ერთ-ერთი ხიფათია, რაც ახლავს გუნდს ლიდერის გარეშე, რომელმაც დატოვა გუნდი... იქ შეუძლიათ უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი... მე ამას თვეების განმავლობაში ვაჩვევდი. მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში ვერთვებოდი მე";

„ერთადერთი რაც ვთხოვე მე გუნდს, რამდენიმე შეხვედრა მქონდა წასვლამდე, როდესაც განცხადებას ვწერდი, ასე ვთქვათ... რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრების დროს ერთადერთს ვთხოვდი და ვთხოვ დღესაც საჯაროდ, რომ თავი არ დაანებონ ამ მეთოდს... უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი. ყველა კრიტიკულ სიტუაციაში მონაწილეები, ვისაც აზრის გამოთქმა შეუძლია, უნდა დასხდნენ და არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას“;

„თუ ისინი მოახერხებენ, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა, თუ ისინი მოახერხებენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, რომ ... ერთადერთი ეჭვი ესა მაქვს. თუ ასე ვერ მოახერხეს და თუ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს, მაშინ შეიძლება შედეგი გაუარესდეს".

სატელევიზიო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ სამუდამოდ გაუშვა ხელი: ის აღარ იქნება ამ პარტიის მხარდამჭერი, ის ამ პარტიის წევრებს რჩევებს აღარასდროს მისცემს, არც გააკონტროლებს და არც შეცდომებზე მიუთითებს.

შიდა დაპირისპირებებთან დაკავშირებული შიშების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს მაინც სჯერა, რომ მის მიერ კარგად დაკვალიანებული პარტია გამოწვევას გაუძლებს და „უახლოეს 4-5 წელიწადში „ქართულ ოცნებას „არაფერი არ მოუვა“.

ექსპერტების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ თუკი, რაღაც მიზეზებით, ივანიშვილი ამჯერად მაინც ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან, გარკვეული დროით ინერციით სვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებაში“ აუცილებლად დაიწყება შინაომები, რადგან ირაკლი კობახიძე, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საზოგადოების მხარდაჭერით, ვერ შეძლებს პარტიის გამაერთიანებლის როლის შესრულებას.

სხვა საკითხია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეალური წასვლისა ცოტას თუ სჯერა ისევე, როგორც არ სჯეროდათ, რომ ამ დრომდე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არა პირადად ბიძინა ივანიშვილი, არამედ მთელი გუნდი იღებდა. .

როგორც კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, რყევების ალბათობა ყოველთვის უფრო მაღალია იმ პარტიაში, სადაც ყველაფერი ერთი ფიგურის გარშემოა აწყობილი და უცებ ეს ფიგურა წასვლას გადაწყვეტს.

„თუკი ადრე ამ დაპირისპირების შემაფერხებელი და დამაბალანსებელი იყო ეს ერთი ფიგურა, ამ შემთხვევაში - ბიძინა ივანიშვილი, მისი პოლიტიკიდან ნამდვილად წასვლის შემთხვევაში, ეს ასე აღარ იქნება...

ასეთი დაპირისპირებები ძირითადად პარტიის გაყოფით მთავრდება ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ პარტიას ჰქონდეს გამაერთიანებელი იდენტობა, ვთქვათ - იდეოლოგიური იდენტობა, რაც „ქართული ოცნების“ შემთხვევაში არ იკვეთება“ - გვეუბნება ჩოკორაია.

თუკი "შინაომები" დაიწყება, ექსპერტების ვარაუდით, თავიანთი პოზიციების გამყარებას შეეცდებიან ქართული ოცნების“ რეიტინგული ფიგურები - პრემიერი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი - კახა კალაძე.

როგორ შეარჩიეს ირაკლი კობახიძე?

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ირაკლი კობახიძე პირადად ბიძინა ივანიშვილის შერჩეული კანდიდატია და მას, უპირველეს ყოვლისა, უსიტყვო ერთგულება, მორჩილება დაუფასდა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, ანა ნაცვლიშვილისთვის, კობახიძის წინ წამოწევა იმის მანიშნებელია, რომ „ქართული ოცნება“ ფსონს დებს „პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების განულებაზე, აგრესიასა და დაპირისპირებაზე“.

ჩვენთან საუბრისას ანა ნაცვლიშვილი იხსენებს ირაკლი კობახიძის განსაკუთრებულ კონფრონტაციულ დამოკიდებულებას ოპონენტების მისამართით, ხოლო მის წარსულ საქმიანობაში გამოკვეთილ შავ ლაქად „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებულ მოვლენებს ასახელებს.

„გვახსოვს, რომ ბუკვალურად სისხლიანი „გავრილოვის ღამის“ გამო ის პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსს ჩამოაშორეს. ეს იყო ფაქტობრივად მისი როლის აღიარება გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებში...

მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ირაკლი კობახიძის დროულად (20 ივნისს) გადადგომის შემთხვევაში, (რუსთაველის გამზირზე) არაფერი არ მოხდებდა . ეს არის უბრალოდ ფაქტი. კობახიძე თავის სკამს რომ არ ჩაბღაუჭებოდა, ვითარება განიმუხტებოდა“ - გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი.

„ქართული ოცნების“ რიგებიდან ირაკლი კობახიძე გამოირჩევა ყველაზე უფრო ხისტი მიდგომებით ოპოზიციის მისამართით. ერთი მხრივ ის ხშირად მოუწოდებს ოპოზიციას -შეწყვიტონ ბოიკოტი და შევიდნენ პარლამენტში, ხოლო, მეორე მხრივ, მუდმივად აქილიკებს, ცინიკურად მოიხსენიებს ოპონენტებს და მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან გაქრობასაც ხშირად საჯაროდ ნატრობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გვითხრა, რომ კობახიძეს სწორედ „ოპოზიციის მიმართ განსაკუთრებული სიძულვილის ნთხევა და საზოგადოების დაყოფაში აქტიურობა დაუფასდა“, რადგან ის ამ მხრივ ყველაზე უფრო კარგად ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის გეგმას. თუმცა დეკანოიძე ასევე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალისტურად არსად წასულა, რადგან ძალოვანი სტრუქტურები არა პრემიერ გახარიას, არამედ კვლავაც მას ემორჩილება.

როგორც წინასწარ ითქვა, ირაკლი კობახიძეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. ეს ამბავი საზოგადოებამ 11 იანვარს, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიგო. სხდომას არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი.

ჰყავდა თუ არა ირაკლი კობახიძეს კონკურენტი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე?

ამ შეკითხვას „ქართულ ოცნებაში“ არ პასუხობენ, რადგან შიდაპარტიულ საქმედ მიიჩნევენ. თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კობახიძის კანდიდატურა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის წასვლამდე, ხანგრძლივი კონსულტაციების გზით, „კონსენსუსის“ საფუძველზე შეირჩა.

თალაკვაძის თქმით:

„ირაკლი კობახიძეს, რომელიც დასახელდა თავმჯდომარის კანდიდატად, რა თქმა უნდა, აქვს ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა. ის არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მონაწილეობდა პარტიული ინფრასტრუქტურის შექმნაში. მას აქვს არაერთი საარჩევნო კამპანიის მართვის გამოცდილება. მას არაერთ გამარჯვებაში აქვს პირადი წვლილი შეტანილი. ძალიან პრინციპული, განათლებული ადამიანია და ვფიქრობ, რომ ის იქნება „ქართული ოცნების“ ღირსეული თავმჯდომარე“;

„იყო კონსულტაციები და შიდა პარტიული დემოკრატიის, შიდა პარტიული განხილვების საფუძველზე ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება... შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“.

თუმცა თალაკვაძე ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო „გამორჩეული ლიდერი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის“, ხოლო ახლა უკვე „პარტიას ეყოლება ლიდერები, რომლებიც არიან პოლიტიკური ლიდერები “. თალაკვაძე აცნობიერებს გამოწვევას და ამბობს ასევე - „შესაძლოა, ჩვენს მიმართ საზოგადოებას არა აქვს ისეთი ნდობა, ისეთი განწყობა, როგორიც მას ბიძინა ივანიშვილის მიმართ აქვს“.

რატომ არა გიორგი გახარია?

როგორც კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია განმარტავს, ევროპის ძლიერი ქვეყნების ტრადიციით, რომლებიც საქართველოს მსგავსად საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოადგენენ, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ერთი და იგივე პირია. ასეა მაგალითად გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში.

„ამ ტრადიციის მიხედვით, პარტიის თავმჯდომარე არჩევნების დროს სიაში პირველ ნომრად იწერება და ამავე დროს სახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

ამას აქვს ორი დატვირთვა. პირველია საზოგადოების ინფორმირება, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას; ხოლო მეორე ფაქტორი - ძალაუფლებას უკავშირდება.

საპარლამენტო რესპუბლიკაში საპარლამენტო უმრავლესობა წყვეტს, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და როცა ის არ არის პარტიის თავმჯდომარე, ანუ უმრავლესობის მაკონტროლებელი პირი, ამან შესაძლოა ბევრი უხერხულობა შექმნას.

ასეთი უხერხულობები გვქონდა ჩვენ ბოლო პერიოდში, რადგან ყველამ იცოდა, რომ პოლიტიკური ლიდერი და მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები იყო ბიძინა ივანიშვილი, ხოლო პრემიერის რეალური როლი გაურკვეველი იყო“ - გვეუბნება ჩოკორაია.

2020 წლის არჩევნებზე გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერიც იყო და პრემიერ-მინისტრის კანდიდატადაც წინასწარ დასახელდა.

თუმცა მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე არ განხილულა. პარტიაში ის არც რომელიმე სხვა მაღალ პოსტს იკავებს.

ბოლო პერიოდში გიორგი გახარიას „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და მაგალითად, IRI - აგვისტოს რეიტინგებით, ილია მეორისა და ამირან გამყრელიძის შემდეგ, ის 63%-ით მესამე ადგილზეც დასახელდა.

გახარიას 57%-ით მოსდევდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

კალაძისა და გახარიასგან განსხვავებით, მაგალითად, NDI-სა და IRI-ის პოლიტიკური რეიტინგების მოწინავე პოზიციებზე არასოდეს შევხვედრივართ ირაკლი კობახიძეს.

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ „გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთ უმთავრეს ანტიგმირს, გიორგი გახარიას რეიტინგი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წარმატებულმა პირველმა ტალღამ აუმაღლა.

რატომ არ დასახელდა გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ?

ექსპერტი არჩილ გამზარდია გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი იმავე შეცდომას აღარ გაიმეორებდა, რაც მან უკვე იწვნია ირაკლი კვირიკაშვილის შემთხვევაში, „ივანიშვილს კვირიკაშვილის შემთხვევაში სადავეების დაკარგვის შეეშინდა. მან დაინახა, რას ნიშნავს, როდესაც აქვს ადამიანს თავისუფლებისკენ ლტოლვა და პარტიის თავმჯდომარე პრემიერი ცდილობს პრემიერს დაემსგავსოს“ - გვეუბნება გამზარდია.

2015 წლის დეკემბერში პრემიერ-მინისტრად წარდგენილი გიორგი კვირიკაშვილი 2016 წლის მაისში, ყრილობაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი იყო;

გიორგი კვირიკაშვილი 2018 წელს ხმაურით წავიდა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ცოტა ხნით ადრე ის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა ჩაანაცვლა.

ყველაზე მწვავე ოპონენტებიც კი აღნიშნავენ ხოლმე, რომ გახარიას თვითმყოფადობისა და ინდივიდუალიზმის გარკვეული ნიშნები ახასიათებს; თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხელში, მათი აზრით, ის მაინც ნომინალურ პრემიერად რჩება.

იმის დასტურად, რომ პრემიერ-მინისტრის საქმიანობაზე არავითარი გავლენა არა აქვს და პარტიაში ყველა გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მიიღებოდა, „პირველ არხთან“ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებული მაგალითი მოიყვანა.

თუმცა ამ მაგალითიდან ის უფრო შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გახარიას მთავრობის გარკვეული წევრების შეცვლა უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც პარტიის თავმჯდომარის ნებას დაჰყვა.

„მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში ვერთვებოდი მე - მშვენივრად მართავდა მთავრობის მეთაური მთავრობას შერჩეული მინისტრებით. ზოგს უკვირს, რატომ არ შეცვალეს მინისტრები - და ესეც კარგია, რომ მთავრობის მთელი გუნდი დარჩა არჩევნების შემდეგ. პრემიერმა არ ისურვა...

იქ ვიღაცეებს ილუზიები აქვთ, რომ იქ ივანიშვილმა მოახვია მას თავს. (გარწმუნებთ, ხომ არ დავიფიცებ არაა?!) სწორედ პრემიერის პრეროგატივა იყო...

რამდენჯერმე დავუსვი კითხვა გიორგის - ვის შეცვლას აპირებ? ჰქონდა რაღაც კითხვები, რაც საჯაროდ აღარ ითქმის. ჰქონდა რაღაც სხვა გეგმები, რაზეც მას აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა...

ბოლოს, მახსოვს, ხელს როცა ვაწერდი მის წარდგენაზე, მითხრა - ძალიან კარგი იქნება, არავის არ შევცვლი, მე მომწონს ეს გუნდი და ასე დავრჩებიო. ეს დამოკიდებულება იყო“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

„ქართულ ოცნებაში“ ასეთ მოლოდინს უარყოფენ, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საზოგადოებამ საქართველოს მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები მალე იხილოს და ეს, შესაძლოა, თავად გიორგი გახარიასაც შეეხოს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин назвал самые популярные у москвичей услуги и сервисы mos.ru


Спорт в России и мире
Москва

"Зенит" в Москве обыграл ЦСКА и сравнял счет в серии


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Климатический апокалипсис? В Москве снег, в Сочи полярные сияния из-за сильнейших магнитных бурь





Путин в России и мире
Москва

Приказ Путина об учениях с ядерным оружием вызвал бурную реакцию в Вашингтоне


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Марина Василевская передала Александру Лукашенко флаг Беларуси, побывавший на МКС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Святая миссия русского солдата


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Волочкова спасала платье и чуть не утонула на Мальдивах



Москва

Отмена мероприятий, ветераны и президент: о чем писали главы городов и районов Коми на этой неделе

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net