Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

დაბლოკილი პრეზიდენტი და მისი პასუხი - სიტყვის თავისუფლება თუ ქაოსი?

0

6 იანვარს კონგრესმა 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა და 20 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის წინ გაიმართება მისი ინაუგურაცია, თუმცა მოვლენები, რომელიც ამას წინ უძღოდა, 5 ადამიანის გარდაცვალებისა და კაპიტოლიუმში ქაოსის მიზეზი გახდა. ამ მოვლენებში მთავარი ფიგურა კი დონალდ ტრამპია, დღეს უკვე სოციალურ ქსელებში მისი გამოსვლების გამო დაბლოკილი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.

ის რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ 6 იანვარი ერთგვარი „განკითხვის დღე“ იქნებოდა. მოუწოდებდა მომხრეებს, ამ დღეს ვაშინგტონში შეკრებილიყვნენ და კონგრესისთვის ძალა ეჩვენებინათ.

6 იანვარს სხვადასხვა შტატიდან აშშ-ის დედაქალაქში ჩასული ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმისკენ დაიძრნენ. პოლიციასთან შეტაკება მოხდა მას მერე, რაც ტრამპმა მომხრეებს მიმართა და განაცხადა, რომ ბაიდენს არასოდეს დაუთმობს.

„ეს არის მოვლენები, რომლებიც ხდება მაშინ, როცა დიდი გამარჯვება არჩევნებში ასე უცერემონიოდ და ბოროტადაა მოპარული დიდი პატრიოტებისთვის, რომლებსაც ამდენი ხანი ასე ცუდად და უსამართლოდ ეპყრობოდნენ. წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით. სამუდამოდ დაიმახსოვრეთ ეს დღე“, — ასე მოიხსენია ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილი თავისი მხარდამჭერები.

ვინ და რამდენი ხნით დაბლოკა აშშ-ის პრეზიდენტი?

არეულობის დროს დონალდ ტრამპს დროებით დაუბლოკეს Twitter-ის, Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშები. სოციალურმა ქსელებმა ასევე წაშალეს ტრამპის ვიდეომიმართვა, სადაც ის არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობდა. Facebook-ის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მიმართვა გაზრდიდა ძალადობის რისკს. YouTube-ის განმარტებით, დარღვეული იყო არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესები.

თავდაპირველად სოციალურმა ქსელებმა 12 საათით შეუზღუდეს პრეზიდენტს სოციალური ქსელების გამოყენების უფლება, შემდეგ კი, როგორც ფეისბუკის მფლობელის განცხადებაშია ნათქვამი, ფეისბუკსა და ინსტაგრამში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ანგარიშები დაბლოკილი იქნება უახლოესი 14 დღის განმავლობაში. „გვჯერა, რომ პრეზიდენტისთვის ჩვენი სერვისებით მიმდინარე პერიოდში სარგებლობის უფლების მიცემა, ძალიან მაღალ რისკებს შეიცავს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მისი ანგარიშების დაბლოკვას ან განუსაზღვრელი ვადით, ან სულ მცირე შემდგომი ორი კვირის განმავლობაში, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის დასრულებამდე“, - განმარტავს ზაკერბერგი.

9 იანვარს  ტვიტერმა გაავრცელა განცხადება პრეზიდენტ ტრამპის ანგარიშის სამუდამო აკრძალვის შესახებ „@realDonaldTrump-ის ანგარიშიდან ბოლო დროს გავრცელებული ტვიტებისა და მათ ირგვლივ შექმნილი კონტექსტის განხილვის შემდეგ – განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ინტერპრეტაცია ეძლევა მათ ტვიტერზე და ტვიტერს მიღმა – ჩვენ გადავწყვიტეთ, ძალადობის წახალისების რისკის გამო, სამუდამოდ შევაჩეროთ ანგარიში “, – წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ტვიტერი ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ტრამპის ტვიტერის ანგარიშს მოეხსნა კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის გამო 12-საათიანი ბლოკი, პრეზიდენტმა ასეთი რამ “დატვიტა”: „75 000 000 დიად ამერიკელ პატრიოტს, რომლებმაც ხმა მომცეს მე... მომავალში დიდხანს ექნებათ უზარმაზარი ხმა. მათ უპატივცემულოდ და უსამართლოდ არანაირად, არანაირი ფორმითა და გზით არ მოექცევიან!!!“ - ტრამპის ეს განცხადება ტვიტერის ადმინისტრაციამ მიიღო როგორც კიდევ ერთი მინიშნება იმაზე, რომ პრეზიდენტი არ გეგმავს ძალაუფლების წესითა და რიგით გადაცემას, და გააუქმა დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიში.

ამას მოჰყვა ტრამპის ახალი პოსტი ტვიტერში, ახლა უკვე აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე დაწერილი, სადაც ამბობს, რომ სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას განიხილავს, თუმცა მოგვიანებით ეს პოსტიც წაიშალა.

„ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, „ტვიტერს“ სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს“, – წერდა დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე.

9 იანვარს ტვიტი გამოაქვეყნა პრეზიდენტ ტრამპის შვილმაც, დონალდ ტრამპ ჯუნიორმა. მან დაწერა, იმ დროს, როცა ტვიტერი დიქტატორებსაც კი აქვთ, პრეზიდენტ ტრამპს ტვიტერს უუქმებენო.

“აიათოლას [აიათოლა ხომეინი - ირანის პოლიტიკური და სულიერი ლიდერი] და ბევრ სხვა დიქტატურულ რეჟიმს შეუძლია ჰქონდეს ტვიტერი, მიუხედავად იმისა, რომ ემუქრებიან გენოციდით ქვეყნებს და კლავენ ჰომოსექსუალებს და ა.შ…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ანგარიში უნდა იყოს შეჩერებული.

მაო [ჩინეთის ლიდერი მაო ძედუნი] იამაყებდა თქვენით“.

 

სოციალური ქსელების გადაწყვეტილებამ, სამუდამოდ დაბლოკონ პრეზიდენტ ტრამპის ანგარიშები მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო, ახალი ძალა შთაბერა დებატებს სიტყვისა და გამოხატვის  თავისუფლების რეგულაციებთან დაკავშირებით და კვლავ აქტუალური გახადა კითხვა:

სად გადის ზღვარი, როდესაც  სიტყვის თავისუფლება საჯარო ინტერესის გამო, ძალადობის თავიდან ასაცილებლად უნდა შეზღუდონ? 

 დაისვა სხვა, უფრო კონკრეტული კითხვებიც:

სამართლიანად შეეზღუდა თუ არა პრეზიდენტს გამოხატვის თავისუფლება?

რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს სოციალური ქსელების ხელმძღვანელებმა?

მედიის განვითარების ფონდის დირექტორი თამარ კინწურაშვილი მიიჩნევს, რომ, კაპიტოლიუმთან შექმნილი არეულობის ფონზე, სოციალური ქსელების ხელმძღვანელების გადაწყვეტილება ლეგიტიმური იყო და საჯარო ინტერესს ემსახურებოდა.

 

“ფეისბუკი არის კერძო ორგანიზაცია, აქვს წინასწარ გაცხადებული პოლიტიკა და, შესაბამისად, ამ სივრცეში ნებისმიერმა პირმა უნდა იმოქმედოს ამ წესების დაცვით, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა მოქალაქე.

გამოხატვის უფლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ როდესაც საზოგადოების უსაფრთხოებას ექმნება პრობლემა, ასეთ დროს შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება“, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს, ბათუ ქუთელიას უჭირს ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა, რადგან მიიჩნევს, რომ ვითარება არ არის ცალსახა.

“ვფიქრობ, დიდხანს მოჰყვება ამ შემთხვევას განხილვა - რამდენად საჭირო იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა აქცენტი არის უფრო მეტად არა იმაზე, თუ რატომ დაუბლოკეს, არამედ არჩეული პოლიტიკოსის პირად პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის.

2 წახნაგი აქვს ამ სიტუაციას:

ლეგალისტური, ანუ რა ითვლება წაქეზებად და რა არა, და მეორე, პოლიტიკური. უმაღლესი რანგის პოლიტიკური ფიგურისგან თუნდაც ნახევარი ტონით ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობის მთელი შლეიფი. ეს არის სწორედ დემოკრატიაში არჩეული პოლიტიკოსის პასუხისმგებლობასა და უპასუხისმგებლობას შორის ზღვარი.

როგორც წესი, ასეთ საქმეებს განიხილავს ხოლმე ამერიკული სასამართლო და ძალიან საინტერესო იქნება, ამ შემთხვევაში რა ვერდიქტს გამოიტანს, რა უფრო მეტი სიკეთე იყო ამ კონკრეტულ სიტუაციაში - გამოხატვის თავისუფლება თუ საჯარო უსაფრთხოება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუ ქუთელიამ.

მედიის მკვლევარი ლაშა ქავთარაძე მომხდარს სოციალური ქსელით გამოეხმაურა, სადაც აქცენტი სოციალური ქსელების ჰეგემონიაზე გააკეთა. მათ პრეზიდენტს “ფეისბუკთან” წვდომა შეუზღუდეს და მომავალში ეს სხვა შემთხვევაშიც შეიძლება გამოიყენონ თავიანთ ბერკეტადო.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის ამბობს, რომ საჭიროა "ფეისბუკის" მუშაობა იყოს უფრო გამჭვირვალე და პროაქტიური, რათა აცილებული იქნეს ისეთი საზიანო შედეგი, როგორიც ტრამპის პოსტებს მოჰყვა.

“ვფიქრობ, რომ ისინი მოქმედებენ, როცა უკვე ზიანი დამდგარია. შესაბამისად, პრევენციული ზომების გატარება უნდა შეეძლოთ. ტრამპის შემთხვევაში მიდევნებული ლამპარივით გამოუვიდათ. აქამდეც შეიძლებოდა ვარაუდი, რომ ადრე თუ გვიან ასეთ შემთხვევასთან შეიძლებოდა გვქონოდა საქმე და საჭიროა გამჭვირვალობა, რადგან კომპანიას, რომელსაც თავისი ალგორითმების მეშვეობით აქვს უზარმაზარი გავლენა, ჩვენი განწყობიდან დაწყებული პოლიტიკურ გემოვნებამდე, და ფლობს ინფორმაციას მისი მომხმარებლების ცხოვრებაზე, უნდა არსებობდეს შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალში მათი გადაწყვეტილებები უფრო გაკონტროლებული და გამჭვირვალე იყოს, რადგან პირდაპირ აისახება სოციალური ქსელების მომხმარებლების ბედზე”, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.

მივა თუ არა საქმე სასამართლომდე, ჯერ უცნობია, თუმცა ტრამპის ოჯახის წევრები მომხრეებთან კომუნიკაციის ახალ პლატფორმებს ეძებენ და  უკვე მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს დაიცვან სიტყვის თავისუფლება.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин на стройке судоверфи в Москве


Спорт в России и мире
Москва

Лучшие кадеты ПФО побывали на репетиции Парада Победы в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Андрей Рублев поднялся на шестое место в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Синоптик Позднякова: москвичей 7 мая ждет аномально холодная погода





Путин в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о героях нашего времени


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья приехал в Минск и попросил защиты у Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Булат Окуджава

Музыкальный спектакль и ужин от шеф-повара: в Зеленоградске отметят 100-летие Булата Окуджавы



Москва

Российский турист напился и улегся спать на карнизе второго этажа музея, шокировав прохожих

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net