Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

აშშ-ის კონგრესმა განაახლა შტურმის გამო შეწყვეტილი სხდომა - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 იანვარს

0

შტურმი კაპიტოლიუმზე: განახლებული ინფორმაცია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კონგრესში შტურმის გამო შეწყვეტილი სხდომა განაახლა. წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა ერთობლივად უნდა დაამტკიცონ 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ჯო ბაიდენის გამარჯვება.

კონგრესში სხდომა მას შემდეგ შეწყდა, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ასეულობით მომხრე კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა, სადაც შეკრებილი იყვნენ კანონმდებლები.

სენატმა მოულოდნელად გამოაცხადა შესვენება და ზოგიერთმა წევრმა ოფისი დატოვა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეები შენობაში შეიჭრნენ. პოლიციასთან შეტაკებებისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ქალი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვაშინგტონის მერმა მიურიელ ბაუზერმა და კოლუმბიის პოლიციის უფროსმა რობერტ კონტიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კაპიტოლიუმის შენობასთან მომხდარი მოვლენების შედეგად საერთო ჯამში გარდაცვლილია 4 ადამიანი. 

დაძაბულობის რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპმა თავის მომხრეებს ვიდეო განცხადებით და ტვიტებით მიმართა და სამართალდამცველების დამორჩილებისკენ მოუწოდა. მოქმედმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში აქცენტი "მოპარულ არჩევნებზე" კიდევ ერთხელ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ ამის დამამტკიცებელი ფაქტი არ არსებობს.

კაპიტოლიუმზე თავდამსხმელთა მიმართ მხარდამჭერი შინაარსის მესიჯების გავრცელების გამო გუშინ დონალდ ტრამპს ფეისბუკმა, ტვიტერმა და მოგვიანებით ინსტაგრამმაც დროებით ანგარიშზე წვდომა შეუწყვიტა. ტვიტერმა განაცხადა, რომ მომავალში წესების ისევ დარღვევის შემდეგ ანგარიში შესაძლოა პერმანენტულადაც დაიბლოკოს.

ვაშინგტონის მერმა მიურიელ ბოუზერმა საღამოს 6 საათიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. ოთხსაათიანი ქაოსის შემდეგ, უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმი კვლავ „უსაფრთხოა“.

 

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჯო ბაიდენმა ტრამპს მიმართა, მის მომხრეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდოს

 

 

შობას სასულიერო პირთა ნაწილს კოვიდ ტესტირება ჩაუტარდა

წელს 7 იანვარს „ალილოს“ ყოველწლიური მსვლელობა არ მოეწყობა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. დღეს სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მხოლოდ მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

ღამის 11 საათზე საშობაო მსახრება დაიწყო თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, რომელიც კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღავლინა და მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქს ტრადიციული საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავს.

როგორც ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება.

გუშინ, შობის სადღესასწაულო მსახურებამდე სასულიერო პირები და სტიქაროსნები კორონავირუსზე სწრაფი ტესტითაც შეამოწმეს.

 

 

 

საქართველოს რეგიონებში 8 ადგილზე ხანძარია

საქართვეოს რეგიონებში ხანძარია. ცეცხლს ებრძვიან სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარასა და შიდა ქართლში.ხანძარია ოკუპირებულ გალის რაიონშიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რეგიონების მიხედვით ავრცელებს ინფორმაციას.

6 იანვარს რაჭასა და შიდა ქართლში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა იმუშავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, ვერტმფრენებმა საღამოს მუშაობა შეაჩერეს და საჭიროების შემთხვევაში 7 იანვარს ისევ ჩაერთვებიან სამუშაოებში.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ხანძარმა გალელებს შემოსავლის მთავარი წყარო გაუნადგურა

 

 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 1800-ით გაიზარდა. გარდაიცვალა 20 პაციენტი. ბათუმში, კლინიკა "ბაუში" კორონავირუსით 21 წლის გოგო გარდაიცვალა. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, გოგოს თითქმის ერთი თვის განმავლობაში, 12 დეკემბრიდან მკურნალობდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი ფილტვების მძიმე დაზიანებით შეიყვანეს.

ვირუსმა სასჯელაღსრულებსი დაწესებულებებშიც შეაღწია. ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით დაინფიცირებული პატიმარი კლინიკაში გადაყვანისა და გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე დაადასტურა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ევროპის 13 სახელმწიფომ ევროკავშირს კოვიდის დაძლევის საქმეში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისკენ მოუწოდა

 

ბრიტანეთის სასამართლომ არ გაათავისუფლა ასანჟი გირაოს სანაცვლოდ, აშშ მის ექსტრადიციაზე უარს ასაჩივრებს

ბრიტანეთის მოსამართლემ უარი თქვა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს „ვიკილიკსის“ დამაარსებელი ჯულიან ასანჟი, რომლის აშშ-ში ექსტრადირებაზე იმავე მოსამართლემ ორი დღის წინ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.

ასანჟს აშშ-ში ბრალი აქვს წაყენებული საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნების გამო. აშშ-მა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ლონდონელმა მოსამართლემ, ვანესა ბარეიტსერმა, 6 იანვარს განაცხადა, რომ ასანჟი უნდა დარჩეს საპატიმროში, სადაც ის 2019 წლის შემდეგ იმყოფება, სანამ არ განიხილავენ ექსტრადიციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების გამო საჩივარს.

წაიკითხე მეტი.

 

 

ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა - 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ნინო ანანიაშვილი ერთხელ უკვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც 2016 წლის თებერვალში მან მოსკოვში, თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.

გადაწყვეტილების მიზეზებსა და იმაზე, თუ რას გეგმავს ნინო ანანიაშვილი, როგორ შეხვდნენ სიახლეს მისი ოჯახისა და დასის წევრები და მოელის თუ არა კრიტიკას კარიერის რუსეთში გაგრძელების გამო, თავად ნინო ანანიაშვილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს ესაუბრა.

სრული ინტერვიუ წაიკითხე აქ.

 

 

 

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, სადაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება უნდა დაემტკიცებინათ.

„ეს არ არის განსხვავებული აზრი, ეს არის არეულობა. ეს გადადის ამბოხში და ამას ბოლო უნდა მოეღოს. დაუყოვნებლად!“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: В столице открыт сезон фонтанов


Спорт в России и мире
Москва

В Москве завершился Кубок России по спортивному программированию


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Свёнтек разгромила Кырстю и вышла в 1/8 финала турнира WTA-1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Прокуратура Москвы: тело мужчины нашли в лесопарке в Сокольниках





Путин в России и мире
Москва

Петербургский автопром вышел из кризиса, заявил Беглов


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Это - война: литовские беспилотники попытались атаковать Минск




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Дух разделения в Святой Руси, или Можно ли лишиться сана за отпевание Навального*



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певица

Певица Ольга Бузова прошла плановый осмотр в больнице



Москва

Сегодня в России отмечается День работника скорой помощи

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net