“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონერების რიგებში”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენით დაჯილდოვებას ულოცავს.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონერების რიგებში. თქვენი წვლილი დემოკრატიის, ასევე საფრანგეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისის ფრანგული სკოლის დაარსება სათანადოდ იქნა აღიარებული“, – წერს ზურაბიშვილი.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.
საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.
როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, „წელს ეს ჯილდო, მათ შორის იმ ადამიანებს გადაეცათ, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“.
საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d’honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.