Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2021

თეოლოგთა ნაწილი აკრიტიკებს ილია მეორესა და საპატრიარქოს - „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე“

0
თეოლოგთა ნაწილი აკრიტიკებს ილია მეორესა და საპატრიარქოს - „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე“

14 თეოლოგი და ეკლესიის ისტორიის ორი მკვლევარი აწერს ხელს „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლეს“.

წერილის ხელმომწერები მწუხარებით აღნიშნავენ, რომ ხშირად ეკლესიის გარშემო არსებულ პრობლემებზე უწევთ ყურადღების გამახვილება.

„ჩვენი - თეოლოგების საშობაო ეპისტოლის, ანუ წერილის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სავალალო და კრიზისული მდგომარეობის გაანალიზება და მსჯელობა, მის ირგვლივ ობიექტური სადისკუსიო გარემოს შექმნა და საზოგადოების აქტიური ჩართულობით წმინდა სინოდისათვის გამუდმებით იმის შეხსენება, რომ მათი უპირველესი სახარებისეული მისია ეკლესიაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების განხორციელება და პრევენციული სტრატეგიების შემუშავებაა“, - ნათქვამია „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე“-ში.

თეოლოგებსა და მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ყველა პრობლემის სათავე და მიზეზი არის პირველიერარქის მხრიდან საეკლესიო მმართველობის აბსოლუტური მიტაცება, რომელიც წმინდა სინოდს თითქმის ყველანაირ უფლებას ართმევს.

„ერთპიროვნული მმართველობის პრინციპი გამყარებულია საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის ე.წ. მართვა-გამგეობის 1995 წლის დებულების ძალით, სადაც შავით თეთრზე ვკითხულობთ, რომ კრებათა (სინოდი) შორის პერიოდში, რომელიც თითქმის მთლიან კალენდარულ წელს მოიცავს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას განაგებს ერთი ადამიანი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სწორედ ეს დამღუპველი პრაქტიკა გრძელდება დღემდე, რომელშიც წმინდა სინოდის ინდიფერენტული და კონფორმისტულად განწყობილი ეპისკოპატიც არანაკლებადაა დამნაშავე, რასაც ხელს უწყობს მათი უმეტესობის არაკომპეტენტურობა, სათანადო თეოლოგიური განათლების არქონა“, - აღნიშავენ წერილის ხელმომწერები.

როგორც „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე“-შია აღნიშნული, „ერთპიროვნული მმართველობის დადასტურებაა ე.წ. მოსაყდრის დადგინება, რომელმაც შელახა წმინდა და დიდი სჯულისკანონი, საეკლესიო ტრადიცია და ღვთივსულიერი მდგენელი. ორხელისუფლებიანობა და ერთ კათედრაზე ორი მღვდელმთავრის ყოფნა საეკლესიო სამართლის, ანუ წმინდა და დიდი სჯულის კანონის მიხედვით (მოციქ. 14; I მსოფ.8; II მსოფ. 2; ანტიოქ. 13, 22; III მსოფ. 8; ტრულის 20) ყოვლად დაუშვებელ ანტიკანონიკურ ფენომენს წარმოადგენს“.

წერილის ხელმომწერები რამდენიმე გახმაურებულ საკითხზეც ამახვილებენ ყურადღებას: „ციანიდის საქმის" სკანდალურმა აფეთქებამ ერთბაშად წარმოაჩინა საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე ფარული და დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისათვის.

მზის სინათლეზე გამოვიდა მაღალი იერარქიის არაერთი წარმომადგენელი, რომელნიც ერთმანეთის სულიერ/მორალური განადგურებისათვის არაფერს იშურებდნენ. უნდა ითქვას, რომ ამ საქმის გარშემო გამოძიება ბუნდოვნად წარიმართა და პოლიტიკური სარჩულიდან გამომდინარე ლოგიკურად დასრულდა - დღემდე ციხეში რჩება დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არც კი ნახულობს და მთელი საპატრიარქო გაუგონარ გულცივობას ამჟღავნებს მისდამი“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც წერილის ავტორები ეხებიან, მღვდელმთავართა ფინანსური მდგომარეობაა. „მეტად შემაშფოთებელია მღვდელმთავართა ზღვარდაუდებელი ფუფუნება, განცხრომა და კომფორტი. ფაქტობრივად თითოეული მათგანი არის მილიონერი ბიზნესმენი, რაც კიდევ უფრო დიდ უფსკრულს აჩენს მრევლსა და იერარქიას შორის, მით უფრო იმ ფონზე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. სოციალური უთანასწორობა და ქონებრივი დიფერენციაცია ძალზე დიდ დარტყმას აყენებს საზოგადოების ნდობას ეკლესიისადმი, რომელსაც არავითარი სოციალური დოქტრინა და საქველმოქმედო ხედვა არ გააჩნია“, - ნათქვამია „ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე“-ში.

წერილის ხელმომწერები ე.წ. კარტოგრაფების საქმეში საპატრიარქოს მონაწილეობის შესახებაც საუბრობენ. „ვგმობთ საქართველოს საპატრიარქოს ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პირდაპირი და ცხადი მონაწილეობისთვის (იხ. არქიმ. კირიონ ონიანის ქმედებები, საპატრიარქოს პრესპიკერ დეკ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებები და ა.შ.), რომლის შედეგად ორი ხანდაზმული მეცნიერი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ციხეში გამოამწყვდიეს. საქართველოს საპატრიარქო ამ საქმეში წარსდგა, როგორც ბრალმდებელი და ეს ადამიანები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ამასთან, პრესცენტრის ხელმძღვანელმა - დეკ. ანდრია ჯაღმაიძემ გამოთქვა მზაობა და წინასწარი ანონსი დამატებით სხვა პირთა დაპატიმრებისა, რაც შინაარსობრივად ძალზე გამაოგნებელ სიშლეგეს და თავხედობას გულისხმობს განმცხადებლის მხრიდან“.

თეოლოგთა კრიტიკის საგანს წარმოადგენს ქველმოქმედების საკითხი.

„საპატრიარქო პრაქტიკულად არ ეწევა ჰუმანიტარულ და სოციალურ მისიას, რაც ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაა, აურაცხელი საეკლესიო ქონება და შემოსავლები საპატრიარქოსავე შავ ხვრელში იკარგება. ეს შავი ლაქა მკვეთრად გამოჩნდა მიმდინარე პანდემიის დროს, მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირების პირადი ენთუზიაზმით აღსულებულ ქველმქმედებისა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საპატრიარქო მსოფლიოში ერთადერთი ეკლესიაა ინსტიტუციურ დონეზე, რომელიც არანაირ რეალურ ქველმოქმედებას არ ეწევა და მხოლოდ ქონების მოხვეჭაზეა ორიენტირებული. მაშინ როდესაც სხვა ეკლესიებმა (საბერძნეთის, რუმინეთის და ა.შ.) მილიონობით ევროს და დოლარის ქველმოქმედება გასწიეს საკუთარი ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებების და გაჭირვებული მოსახლეობისადმი მარტო 2020 წელს“, - ვკითხულობთ წერილში.

„ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლე“ გაკრიტიკებულია საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულება სასულიერო განათლებისადმი.

წერილში გამოყოფილია პეტრე ცაავასთან დაკავშირებული მოვლენები: „გვსურს გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს კიდევ ერთ უსამართლობას, რომელიც მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) უკანონოდ დასჯას უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია განვაცხადოთ შემდეგი: 1) ნებისმიერი მღვდელმთავრის განყენება/განკვეთის პრეროგატივა კათოლიკოს-პატრიარქს აქვს მიტაცებული! შესაბამისად, ვერდიქტის ვალიდურობა იმთავითვე პრობლემურია, როცა მისი გამოტანა "ერთმმართველი აბსოლუტის" იმპერატიული ნების უზენაესობით ხდება და არა სინოდური ანუ კრებსითი წესით;

2) როდესაც სჯიან ბრალმდებელს (მიტრ. პეტრეს) ისე, რომ არ მას უსმენენ და არც კი აძლევენ აძლევენ საშუალებას წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ეს არის კანონიკური ნონსენსი, პროცედურული კაზუსი და ალოგიკურობა, რამეთუ მღვდელმთავარს (და ეკლესიის ნებისმიერ სხვა წევრს) აუცილებლად უნდა მიეცეს ბრალის წარდგენის შესაძლებლობა, სწორედ სამართლებრივი გზით, წმინდა სინოდის ფორმატში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია რატომ ეკისრება მას ეპიტიმია (სასჯელი) და რა უნდა მოინანიოს მან, რომელიც ირწმუნება, რომ ეკლესიაში არსებულ საეკლესიო დანაშაულებზე აქვს საკმარისი სამხილი და მტკიცებულება და მისი მიზანი ეკლესიაში ფესვგადგმული სიმახინჯეების წინააღმდეგ ბრძოლაა;

3) მრავალჯერადი მსჯავრი (I. აეკრძალოს მღვდელმოქმედება; II. განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან; III. განმწესდეს მონასტერში მოსანანიებლად; IV. გაირიცხოს სინოდის წევრობიდან) არღვევს ეკლესიის ძირეულ სამართელბრივ პრინციპს, რომელიც განმტკიცებულია მოციქულთა 25-ე და ბასილი დიდის მე-9 კანონებით: “შურს ნუ იძიებთ ერთი რაიმესათვის ორჯერ” (ნაუმ. 1.9.). ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ აქვს საეკლესიო სასამართლო (ანუ დიკასტერია) და კანონიკური პროცედურები სრულიად დარღვეულია“.

თეოლოგები სვამენ შეკითხვას კრიმინალური სამყაროს მიმართ საპატრიარქოსა და პატრიარქის დამოკიდებულების შესახებ.

„ძალზე საინტერესოა საქართველოს საპატრიარქო, უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქი და ეპისკოპატი რატომ არასდროს არ აფიქსირებენ ოფიციალურ პოზიციას საქართველოში მაფიოზური, ე.წ. ქურდული სინდიკატებისა და ორგანიზებული დანაშაულის წევრების შესახებ? ამდენად, ჩნდება რამდენიმე რიტორიკული შეკითხვა: "ქურდული სამყარო" ეკლესიის მიღმაა და ანათემის ღირსია თუ ეკლესიის ნაწილია?

დაშვებულია თუ არა მათგან (ე.წ. "კანონიერი ქურდებისგან", "ძველი ბიჭებისგან", "კაი ბიჭებისგან") შემოწირულობის მიღება (უამრავი ფაქტი ვიცით ასეთი) და თუ ნებადართულია, რა არგუმენტით?

ქურდული სამყაროს წევრისგან შემოწირულობა, არის თუ არა ერთგვარი ინდულგენცია? საქართველოს საპატრიარქოს არასოდეს ამოუღია ხმა არსებული ხელისუფლებების მიერ სხვადასხვა დროს ჩადენილ დანაშაულობებზე, უსამართლო სასამართლო სისტემაზე, სახელმწიფოს ჩინოვნიკთა მომხვეჭველობაზე, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაცვისათვის, სახელმწიფო უწყებების (პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, იუსტიცია) დაჩაგრული და გამწარებული ადამიანების დასაცავად“, - ნათქვამია წერილში.

თეოლოგები, აგრეთვე, აკრიტიკებენ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების, ისტორიული საეკლესიო შენობა-ნაგობების მიმართ საპატრიარქოს დამოკიდებულებას.

წერილში ლაპარაკია პრორუსული სულისკვეთების შესახებაც: „საქართველოს საპატრიარქოს და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როგორც კომუნისტურ-სტალინისტური ფორმაციის ინსტიტუციის და პიროვნების, პრორუსული სულისკვეთება საუკეთესოდ გამოვლინდა ჯერ 2016 წელს მსოფლიო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა კრეტის დიდ და წმინდა კრებაზე ბოლო წუთებში ბოიკოტირებით ეკლესიის ისტორიაში არნახული ფაქტი მოხდა: კრების მოსამზადებელ დოკუმენტების სრულ უმრავლესობაზე დატანილი საკუთარი ხელმოწერები და კრებაზე გამგზავრების სინოდური დადგენილები ბოლო მომენტში გააბათილეს, რითაც საქართველოს საპატრიარქომ ობსტრუქცია მოუწყო საერთომართლმადიდებლურ დიდ და წმინდა კრებას, ლახვარი ჩასცა მართლმადიდებლობის ერთიანობას და თავი განაშორა "ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისგან", რომლის ერთიანობაც გარდა ევქარისტიისა, საეკლესიო კრებებითაც აუცილებლად უნდა გამოიხატებდეს. ეს ყოველივე პირდაპირ იყო რუსული დავალება, რომელიც მიზნად ისახავდა კონსტანტინოპოლის უპირველესი საყდრის დამცირებას და დასუსტებას, რათა მისი ისტორიული და კანონიკური პირველობა მართლმადიდებლურ სამყაროში დამხობილიყო იმპერიალისტური მოსკოვის საპატრიარქოს სასარგებლოდ“.

წერილის ხელმომწერების აზრით, საპატრიარქოს პრორუსული სულისკვეთება განსაკუთრებით თვალნათელი გახდა პოლიტიკური და საეკლესიო ასპექტებით 2018 წლიდან დღემდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გამო. „გარდა იმისა, რომ არაერთმა მიტროპილიტმა და ეპისკოპოსმა (ქუთაის-გაენათის იოანე გამრეკელი, სხალთის სპრიდონ აბულაძე, ახალქალაქ-კუმურდოს ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ცაგერი-ლენტეხის სტეფანე კალაიჯიშვილი, ნეკრესის სერგი ჩეკურიშვილი...) საჯაროდ გაიმეორეს რუსული ნარატივები და იდეოლოგიური კლიშეები, ღიად გაისმოდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები, რაც განსაკუთრებთ აქტიურია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მღვდლების (დეკ. დავით ისაკაძე, აწ გარდაცვლილი დეკ. დავით ქვლივიძე და სხვანი, რომლებიც, ძირითადად, მცხეთა-თბილისის საპატრიარქო ეპარქიაში მსახურობენ წინამძღვრებად და მღვდლებად) ქადაგებებში, რომლებიც აქტიურად ვრცელდება ინტერნეტით და საეკლესიო ბეჭდური გამოცემებით“.

თეოლოგები:

ზვიად ცაბაძე

გიორგი ტიგინაშვილი

ვლადი ნარსია

გოჩა ბარნოვი

გურამ ლურსმანაშვილი

დავით თინიკაშვილი

ვანო შოშიაშვილი

მიხეილ ნებიერიძე

დავით ნებიერიძე

გიორგი გეგუჩაძე

რატი ბიგანიშვილი

გურამ პაპავა

მიხეილ ნებიერიძე

გოგა ესიავა

ეკლესიის ისტორიის მკვლევრები:

ბექა ჭიჭინაძე

შოთა მათითაშვილი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Столичный мэр реорганизовал управы в ТиНАО


Спорт в России и мире
Москва

Звезды спорта. Кто они такие и почему их так называют?


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Теннисист Медведев не смог выйти в четвертьфинал турнира серии «Мастерс» в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Сенатор Святенко: поддержка фермеров играет важную роль в устойчивости экономики





Путин в России и мире
Москва

ООН незаметно признала Путина: Сообщено об официальном письме


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Блинкен и Зеленский обсудят ситуацию на фронте и обязательства США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Булат Окуджава

В БРХК прошел Урок памяти Булата Окуджавы



Москва

Генерал-полковник Кузовлев назначен командующим Московским военным округом

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net