Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2020

ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან - ქაცარავა VS პოლიცია

0
ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან - ქაცარავა VS პოლიცია

„- პროვოკაციას აწყობდი, იქით იყავი გადასული, ოსურ სოფელში და რუსებს ესაუბრებოდი, ჩემი თვალით ვნახე.

- ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ვიყავი, იქით არ გადავსულვარ, მწყემსებს ველაპარაკებოდი, თქვენ მოხვედით გვიან და რაც არ დაგინახავს, იმას ლაპარაკობ, შენ ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი ხარ...“

ეს შელაპარაკება ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერ დავით ქაცარავასა და პოლიციელ თემურ ჟუჟნიაშვილს შორის საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მოხდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში, საოკუპაციო ძალების მიერ ახლახან დამონტაჟებულ, ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელ მწვანე ბანერთან იმყოფებოდნენ და თანამგზავრული მოწყობილობებით ბანერის კოორდინატებს იღებდნენ.

მათი მტკიცებით, საოკუპაციო ძალებმა, ტახტისძირის სიღრმეში 75 მეტრით გადმოწიეს გამყოფი ხაზი. მოვლენებს დავით ქაცარავა და მისი მოძრაობის წევრები ვიდეოკამერით იღებდნენ.

მის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს საოკუპაციო ბანერი, მასთან ახლოს იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები, შემდეგ კადრებში კი ოკუპირებული ტერიტორიიდან სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული ადამიანები ბანერის სიახლოვეს მიდიან. დავით ქაცარავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასე აღწერს მოვლენების განვითარებას:

„ჩვენ ვიდექით ბანერთან, იქით არ გადავსულვართ, უცებ დავინახეთ, რუსები როგორ მორბოდნენ და ჩვენც უკან დავიხიეთ. ჩვენი გატაცება ჰქონდათ გადაწყვეტილი, ამ დროს, უკვე პოლიციაც გამოჩნდა და რუსები ცოტა ზევით ბუჩქებთან დარჩნენ“, - ამბობს დავით ქაცარავა, თუმცა მის მიერ გავრცელებულ მასალაში არ ჩანს, როგორ მორბიან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული მასალიდან არც ის იკვეთება, რომ ქაცარავა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გადასული. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი აცხადებს, რომ არსებობს სხვა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, რუსები მათი მიმართულებით როგორ მირბიან.

ადგილზე მისულ ქართველ სამართალდამცავებსა და ქაცარავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. პოლიციელები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციის მოსაწყობად იყვნენ მისულები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რასაც ქაცარავა კატეგორიულად უარყოფდა და ქართველი სამართალდამცავების ბრალდებებს მისი მისამართით საოკუპაციო ძალებთან თანამშრომლობად აფასებდა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც ანტისაოკუპაციო მოძრაობამ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი დატოვა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის გადმოწევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების დირბისა და ტახტისძირის სასოფლო ნაკვეთებში, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, აპრილის შუა რიცხვებში განაახლეს.

ტახტისძირელების თქმით, მათი სახნავ-სათესი მიწის ფართების ნაწილი ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. დაიკარგა 10 ჰექტარამდე მიწა. ტახტისძირს დასავლეთით ოსური სოფელი გვირგვინა ესაზღვრება. საოკუპაციო ძალები სწორედ ამ სოფლიდან გამოჩნდნენ. გვირგვინასა და ტახტისძირს შორის ქედზე არსებულ მიწის ნაკვეთებს ტახტისძირელები დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მათ მიწას ნელ-ნელა ართმევენ.

ეს არ არის ამ სოფლის მიწის ფართობების მცოცავი ოკუპაციის პირველი შემთხვევა. 2011 წლიდან, „ბორდერიზაციის“ დაწყებიდან დღემდე, ათობით ჰექტარი მიწა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა, უკვე მიტაცებულია. ტახტისძირის მცხოვრები კაკო ბარამაშვილი ამბობს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა მას მიწის ნაწილი კიდევ ერთხელ წაართვეს, მაგრამ წინააღმდეგობის გამწევი არავინ აღმოჩნდა:

„წინა შემოღობვის დროს ჯერ 2 ჰექტარზე მეტი დაიკავეს, შემდეგ კიდევ 5 ჰექტარი და ახლა კიდევ 10-15 ჰექტარს იკავებენ. კამაზის მარკის მანქანით შემოვიდნენ, მოიტანეს ბოძები და დაიწყეს ჩვენი ნაკვეთების შეღობვა. გვეუბნებიან, ჩვენიაო. არადა, მამაპაპისეული ნაკვეთია, ოდითგანვე ვამუშავებდით და როგორ გახდა მაგათი?ქერის, ხორბლისა და ლობიოს მოსაყვანად ვიყენებდით მაგ მიწას“.

შემოდგომაზე ტახტისძირელების ნაწილმა მიწა დაამუშავა და იქ ქერი დათესა. დამუშავებულ-დათესილი ნაკვეთებიც ახლა ძელებს და ბანერს მიღმა მოექცა. მეორე ნაწილმა კი მიწა დასათესად გაამზადა, თუმცა იქ შესვლა ახლა წარმოუდგენელია. გარსევან სტეფნაძე ამბობს, რომ უკვე ლობიოს დათესვას აპირებდა, როცა რუსები გამოჩნდნენ:

„უნდა დაგვეფარცხა და დაგვეთესა. ლობიო უნდა დამეთესა და მაგის მეტი ნაკვეთი არა მაქვს. ახლა მთლიანად შემოღობეს. რომ გადავიდე ჩემს ნაკვეთში, დამიჭერენ და წამიყვანენ. ამ მინდვრებში 12 ოჯახი ათ ჰექტარზე მეტ მიწას ვფლობდით და მთლიანად ვკარგავთ ახლა“.

აპრილში ტახტისძირში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ხელისუფლება განცხადებებით გამოეხმაურა.

„მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ახლა მთავარია ბორდერიზაციის შეკავება და მკაფიო შეფასება, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

 

მიწადაკარგულმა ტახტისძირელებმა ჯერ არც ის იციან, მიეცემათ თუ არა უკვე ოკუპირებულ ნაკვეთებში მოსავლის აღების შესაძლებლობა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახლა მათ ნაკვეთებში აღმართულ ბანერთან პატრულირებენ. გასულ წელს საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით აქტიურობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმართულებით. ჩორჩანაში მათ ახალი საგუშაგოები დადგეს, გუგუტიაანთკარსა და ატოცში კი ადგილობრივი მოსახლეობის ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობები და ხილის ბაღები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин прокомментировал слухи о повышении своих замов


Спорт в России и мире
Москва

Что произошло 8 мая в истории Якутии


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Первая ракетка мира расплакалась после финала турнира с участием Рыбакиной


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Лесопожарные станции в Подмосковье получили новые грузовики





Путин в России и мире
Москва

Стало известно, кто из Томской области едет в Москву на инаугурацию президента


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: Белоруссия реагирует на обострение обстановки вблизи границ страны




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Карди Би

Создала пробку: юбку Карди Би на Met Gala несли сразу девять ассистентов



Москва

Больше 14 пирамид Хеопса. В Якутии расширяются «Ворота в преисподнюю»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net