Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2020

Новости за 19.07.2020

Wirecard-ის ყოფილი მთავარი საოპერაციო დირექტორის, ძებნილი იან მარსალეკის კვალს ბელარუსში მიაგნეს

Radiotavisupleba.ge 

ფინანსური ტექნოლოგიის გაკოტრებული გერმანული გიგანტის, Wirecard-ის ყოფილი მთავარი საოპერაციო დირექტორი, რომელიც ძებნაში იმყოფება, გავრცელებული ცნობით, ბელარუსში ან რუსეთშია. იან მარსალეკი, რომელიც  გერმანიის საგადასახადო მომსახურების ფირმის დაცემის საქმეში ცენტრალური ჩრდილოვანი ფიგურაა, კვლავაც თავისუფალია და მისი ადგილსამყოფელი უცნობია მას შემდეგ, რაც იგი ბოლოს 18 ივნისს ნახეს. სამოგზაურო ინფორმაციის მეშვეობით, Spiegel -მა და საგამომძიებო ჯგუფმა Bellingcat-მა, 18 ივნისს განაცხადეს, რომ მარსალეკი... Читать дальше...

ქუთაისში ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ელისო ჩეჩელაშვილთან სტუმრად ყოფნის დროს... Читать дальше...

ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატმა ციხანოუსკაიამ 19 ივლისს თავისი პირველი წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა

Radiotavisupleba.ge 

ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ კვირას, 19 ივლისს მინსკში თავისი პირველი წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა ამომრჩევლებთან. ბელორუსში მომავალი თვის არჩევნებში ოპოზიცია შეეცდება მეტოქეობა გაუწიოს ამ ქვეყნის ხანგძლივ ავტორიტარულ მმართველს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას. სხვადასხვა მონაცემებით, აქციაზე მინსკში მივიდნენ ოთხიდან შვიდ ათას პირამდე. ციხანოუსკაიასთან ერთად მიტინგში მონაწილეობდნენ არარეგისტრირებული ოპოზიციური კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკას შტაბის წარმომადგენლები... Читать дальше...



სეზონი ზღვაზე

Radiotavisupleba.ge 

2020 წლის სეზონი ზღვაზე. ცარიელი პლაჟები და ტურისტის ლოდინით გადაღლილი მოვაჭრეები, რომლებიც მთელი წელი სეზონის გახსნას ელოდნენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაღდადს ესტუმრა, ერაყი რეგიონული ურთიერთობების გაწონასწორებას ესწრაფვის

Radiotavisupleba.ge 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაღდადში გამართა არაერთი შეხვედრა მაშინ, როცა ერაყის პრემიერ-მინისტრი ცდილობს რეგიონში გართულებული ურთიერთობები გააწონასწოროს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი 19 ივლისს შეხვდა თავის ერაყელ კოლეგას, ფუად ჰუსეინს, ასევე პრემიერ მუსტაფა ალ-კადიმის, პრეზიდენტ ბარჰამ სალიჰს და სხვებს.   რამდენიმე საათში მას მერე, რაც ზარიფი ბაღდადში  ჩაფრინდა, ძალიან კარგად დაცულ „მწვანე ზონაში,“ ერაყის დედაქალაქში სამი ჭურვი ჩამოვარდა. ამ არეალშია არის განთავსებული... Читать дальше...



ბულგარელმა მაგნატმა ამერიკელი ლობისტი იქირავა მას მერე, რაც ოჯახი პროკურატურის სამიზნე გახდა

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა ამერიკული ფირმა დაიქირავა თავისი ოჯახის ინტერესების ლობირებისთვის ვაშინგტონში. ამ დროს მისი მშობლიური ქვეყნის პროკურატურა იძიებს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომლებიც უკავშირდება ნარჩენების არასწორად მართვას და კორუფციას. ზოგიერთები ამბობენ, რომ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. აშშ-ის უცხო ქვეყნის წარმომადგენლის რეგისტრირების აქტის (FARA)-ის დოკუმენტების თანახმად, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ 17 ივლისს გამოაქვეყნა, პლამენ ბობოკოვმა, სოფიაში ენერგეტიკული ბიზნესის თანადამფუძნებელმა... Читать дальше...

გიორგი ტიგინაშვილი: ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიის ისტორიული იერსახე განადგურებულია

Radiotavisupleba.ge 

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში ავრცელებს ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში უკანონო სარემონტო სამუშაოების ამსახველ ფოტოებს და წერს, რომ იქ ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზიშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები. ასევე, მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულია ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად წაიშალა ტაძრის უნიკალური... Читать дальше...

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატთა სია ხვალ გახდება ცნობილი

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერს, რომ პოლიტსაბჭომ დაამტკიცა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სია. სიის პრეზენტაცია 20 ივლისს, ორშაბათს გაიმართება და მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოაცხადებს. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 - მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

ირანმა შეაჩერა საპროტესტო გამოსვლების სამი მონაწილის სიკვდილით დასჯა სოციალურ მედიაში კამპანიის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

ირანმა შეაჩერა სიკვდილის დასჯა სამი მამაკაცისა, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებში იღებდნენ მონაწილეობას გასულ ნოემბერს, განაცხადა ერთ-ერთის ადვოკატმა. თავის ტვიტერის პოსტში 19 ივლისს, ბაბაქ აქნიამ დაწერა, რომ ირანის სასამართლო ხელისუფლებამ განკარგულება გასცა ამ სამი მამაკაცის საქმის თავიდან გადახედვის შესახებ. ადვოკატის განცხადება მოჰყვა მასობრივ კამპანიას სოციალურ მედიაში, რომელიც მოუწოდებდა ირანს, რომ შეწყვეტილიყო სიკვდილით დასჯა. ონლაინ პროტესტს ბევრი ირანელი შეუერთდა - რიგითი მოქალაქეების... Читать дальше...

იაკობ ბრეგვაძემ შსს დატოვა - ის კითხვებს ხვალ უპასუხებს

Radiotavisupleba.ge 

შსს-ში ოთხსაათიანი ყოფნის შემდეგ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ განაცხადა, რომ მას კითხვები ჰქონდა გამოძიებასთან. „მაინტერესებდა,რატომ მცნეს დაზარალებულად. მითხრეს, რომ მორალური ზიანის გამო მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. გამოძიებამ ნახა ჩემი სოციალური ქსელების მიმოწერები“, - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ. ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, მათ მოითხოვეს, რომ შემთხვევის ადგილზე ექსპერიმენტი ღამის საათებში ჩატარდეს, რაზეც გამოძიებისგან თანხმობა მიიღეს. Читать дальше...

Рейтинг Трампа продолжает падать

ИА «Новости-Грузия» 

На сегодня электоральный рейтинг Трампа в некоторых опросах держится на уровне ниже 40% и продолжает снижаться

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის ქალაქები ახალი გამოსვლები გაიმართა დაპატიმრებული გუბერნატორის მხარდასაჭერად

Radiotavisupleba.ge 

აქციები, რომლებიც  19 ივლისს  ადგილობრივი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად გაიმართა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში, მშვიდობიანად დასრულდა. უკვე მერვე დღეა ნებადაურთველი გამოსვლები იმართება ხაბაროვსკში, სადაც ასამდე პირი შეიკრიბა ქალაქის ცენტრში. მონაწილეები მალე დაიშალნენ. ერთ-ერთი უმსხვილესი დემონსტრაცია იყო 18 ივლისის ხაბაროვსკში, რომლის მერიის თანახმად, მასში ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა მონაწილეების და მეთვალყურეების  აზრით, რიცხვი ბევრად დიდი იყო. 19 ივლისს ფურგალის... Читать дальше...

კახა კალაძე პარლამენტის ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულებას ივლისის ბოლოს ვარაუდობს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციის პროცესის დასრულება პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა, მისი სიტყვებით, სამუშაოები დასასრულისკენ მიდის და ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ რიცხვებში რეაბილიტაცია დამთავრებული იქნება. „პარლამენტის წინ ქვის ფილები განახლდა და გაიწმინდება. გაუბედურებული შადრევნები მთლიანად შეიცვალა, მილებიც რეაბილიტირებულია. ხოლო ის ქვის ფილები, რომლებიც 9 აპრილის მოვლენების ისტორიას ინახავს, შენახულია და ისევ დავაბრუნებთ თავის ადგილას“... Читать дальше...

Тайны Олимпиады-80: куда улетел Мишка и что осталось за кадром церемоний

ИА «Новости-Грузия» 

Конский навоз, неприметные чекисты, самый старый болельщик из США и случайная слеза у Мишки: особенности открытия и закрытия XXII летних Олимпийских игр в Москве в воспоминаниях очевидцев

გელათში წყალი ისევ ჩადის - ამბავს თორიკე ბარათაშვილი ავრცელებს

Radiotavisupleba.ge 

„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში გელათის შესახებ მორიგ ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ იქ წყალი ისევ ჩადის და მას სახელდახელო გადახურვამ არ უშველა. „ისევ მოვედი, რომ მენახა ჟონავს თუ არა წყალი ტაძარში და აქ კარგად ჩას გაჟღენთილი კედელი გუშინწინდელი წვიმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ პრობლემა აღარ არსებობს, ფაქტი სახეზეა - კედელი სველია, ბათქაში ისევ ჩამოცვენილია“, - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი. Читать дальше...


Музыкальные новости
Антонио Вивальди

«Вивальди. Времена Года. Шнитке. Кончерто Гроссо»: концерт в старинном соборе при поддержке Relax FM





Персональные новости
Бизнес

Бизнес-астролог Александра Секачева дала интервью журналу “Фокус внимания”





ცესკომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არჩევნებზე დარეგისტრირებაზე უარი უთხრა

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას” უარი უთხრა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე და ამის მიზეზად ცესკოში განცხადების ვადის დარღვევით შეტანა დაასახელა. განკარგულებას ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი... Читать дальше...

ჩინეთის დასავლეთში, სინიანის პროვინციაში კორონავირუსის შემთხვევების ახალ ტალღას ებრძვიან

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის დასავლეთის, სინიანის პროვინციის ხელისუფლება აცხადებს, რომ "საომარ ვითარებაში" იმყოფება კორონავირუსის შემთხვევების უცბად ზრდის და მისი გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გამო. პროვინციის ხელისუფლება 19 ივლისს იტყობინება, რომ რეგიონში კორონავირუსის 17 დადასტურებული შემთხვევა აქვთ, 23 - ინფექციის ასიმპტომური გამოვლენა და 269 ადამიანი მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს. რეგიონის დედაქალაქ ურუმჩიში მთავრობამ 16 ივლისს გასცა შეზღუდვების შესახებ განკარგულება, რადგან შეინიშნა შემთხვევათა მცირე ზრდა. შეჩერდა მეტროსა და რკინიგზის მუშაობა... Читать дальше...

ევროკავშირის ლიდერები მესამე დღეა ბიუჯეტისა და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკების დახმარების ფონდის გარშემო მსჯელობენ

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ლიდერებმა 19 ივლისს გაგრძელეს მსჯელობა ბიუჯეტისა და კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების ეკონომიკებისთვის  დახმარების ფონდის შექმნის გარშემო. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გამოთქვა გაფრთხილება, რომ 27 წევრის სახელმწიფოს მეთაურების სამიტი შეიძლება დასრულდეს შეთანხმების გარეშე. იქნება თუ არა შეთანხმება, ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი, განაცხადა მერკელმა. ბრიუსელის სამიტი ორი დღით იყო დაგეგმილი, მაგრამ ლიდერებმა ერ მიაღწიეს შეთანხმებას და გადაწყდა კვირასაც გაემართათ მოლაპარაკება. მერკელის თქმით... Читать дальше...

მესტიაში 13 წლის ბიჭს ეძებენ

Radiotavisupleba.ge 

მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში 13 წლის მოზარდს ეძებენ, რომელიც მეორე დღეა დაკარგულია. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიცია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა არის ბავშვის გაუჩინარების მიზეზი. დილიდან სამძებრო სამუშაოებში  20-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო, მოზარდს ეძებენ დრონების საშუალებითაც. გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

შაქარაშვილის საქმის მოწმე ფოტოგრაფი ადვოკატთან ერთად შსს-ში მივიდა

Radiotavisupleba.ge 

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, იაკობ ბრეგვაძე თავის ადვოკატთან, ირმა ჭკადუასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. „იაკობი შაქარაშვილის საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გამოძიებასთან. ამიტომ მოვედით, რომ ეს კითხვები გავიაროთ“, - მცირე კომენტარით შემოიფარგლა ირმა ჭკადუა და განაცხადა, რომ დამატებით ისაუბრებს შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ჩვენ არანაირი უწყება ამ გამოძახებასთან დაკავშირებით არ მიგვიღია და იძულებით ჩვენი მიყვანის უფლება არც... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Росгвардия обеспечила правопорядок во время футбольного матча «ЦСКА» - «Спартак» в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Самсонова победила Осаку и вышла в третий круг турнира WTA 1000 в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Zoomlion продемонстрировала последние достижения на выставке INTERMAT





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певец

Певца Николая Баскова заметили на публике с обручальным кольцом по цене квартиры в Москве



Москва

Московский завод запустил производство плетёнки для защиты электрических кабелей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net