123ru.net
World News in Georgian
Июль
2020

Новости за 05.07.2020

ჩანაცვლება და ნარკოფობია

Radiotavisupleba.ge 

ნარკოტიკების მომხმარებლების თქმით, საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ აქვს ჩამოყალიბებული, როგორია მისი დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარს. „ანარეკლებში“, იმ შენობის ეზოში, სადაც წამალდამოკიდებულებს წამალს ურიგებენ, ვსაუბრობთ უნდობლობაზე, ბრძოლაზე, ბედნიერებაზე.

ეგზიტპოლის თანახმად, ხორვატიის არჩევნებში ლიდერობს მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული ძალა

Radiotavisupleba.ge 

ეგზიტპოლის თანახმად, ხორვატიაში 5 ივლისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს მმართველი ძალა, ხორვატიის დემოკრატიული გაერთიანება (HDZ). ორგანიზაცია Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ამ ძალამ ქვეყნის 151 ადგილიან პარლამენტში მოიპოვა 61 მანდატი. მეორე ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები, 44 ადგილით. თუ ეს შედეგი დადასტურდება, მმართველ HDZ-ს ძლიერი პოზიცია ექნება კოალიციური მოლაპარაკების გამართვისთვის, მთავრობის ფორმირების მიზნით.  არჩევნები ჩატარდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე,... Читать дальше...

ეროვნული გამოცდები დაიწყო - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ივლისს

Radiotavisupleba.ge 

ეპიდემილოგიური მდგომარეობა საქართველოში გასული 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 951 შემთხვევა აღირიცხა; გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 828-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 15-ია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, სამივე ახალი შემთხვევა საქართველოში იმპორტირებულია. Читать дальше...



ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაწესდა ახალი ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად

Radiotavisupleba.ge 

5 ივლისს ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ გამოაცხადა ახალი ზომები, რომელთა მეშვეობით უნდა გაკონტროლდეს კორონავირუსის გავრცელება, იმ ფონზე, როცა მსოფლიოს გარშემო იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.  ახალი ზომების შესახებ გამოაცხადეს საბერძნეთმა, ესპანეთმა, ირლანდიამ და კოსოვომ, ზომები მოიცავს ფართო სპექტრს, როგორც ლოკალურ ე.წ. "ლოკდაუნს", ისე შეზღუდვებს უცხოეთიდან ჩასული პირებისთვის.  საბერძნეთმა 15 ივლისამდე დახურა საზღვარი სერბეთის მოქალაქეებისთვის, ბელგრადში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, კოსოვოში... Читать дальше...

სოფელ თაგილონში არ ადასტურებენ ცნობას მდინარე ენგურში ადამიანების დახრჩობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ თაგილონში მცხოვრები რადიო თავისუფლების რესპონდენტები არ ადასტურებენ გავრცელებულ ცნობას თითქოს მათი სოფლიდან დანარჩენ საქართველოში მიმავალი 4 ქალი საოკუპაციო ხაზის კვეთისას მდინარე ენგურში დაიხრჩო. ამბობენ, რომ სოფელში მსგავსი ფაქტის შესახებ არაფერი სმენიათ. „ასეთი რამე აქ არ ყოფილა. არავის გაუგია ასეთი რაღაც. ჩვენ სოფელთან ახლოს მდინარეში ვინმე რომ დამხრჩვალიყო, ამას აუცილებლად გაიგებდა მთელი სოფელი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბრისას თაგილონელი რესპონდენტი... Читать дальше...

ახალციხის სოფლებში ითვლიან სეტყვისგან მიყენებულ ზარალს

Radiotavisupleba.ge 

ახალციხის სოფლებში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. 5 ივლისს სპეციალური კომისია განადგურებულ მოსავალთან ერთად იმ ინფრასტრუქტურულ ზარალს სწავლობს, რომელიც მოსახლეობას სტიქიის გამო მიადგა. კომისიას ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. გელა ნოზაძე განმარტავს, რომ 5 ივლისის მონაცემებით, მარტო სოფელ წნისში დაზიანებული 22 საცხოვრებელი სახლია. პირველ ეტაპზე კომისია ექვსივე სოფელში მიყენებულ ზარალს დაითვლის და შედეგებსა და დახმარებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებს. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ... Читать дальше...

ციმბირში შეურაცხყვეს სტალინის მსხვერპლთა მონუმენტი

Radiotavisupleba.ge 

ციმბირის ქალაქ ტაიშეტში საღებავი შეასხეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მონუმენტს. ირკუტსკის ოლქში მომხდარი ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს გავრცელდა, საკუთრივ ინციდენტი სავარაუდოდ წინა ღამეს მოხდა. ვანდალიზმის შედეგად მემორიალზე აღარ იკითხება წარწერა, რომელიც კვირაზე ნაკლები დროის წინ გაკეთდა. სტალინის მმართველობის პირობებში, გულაგის ბანაკი, ტაიშეტლაგი, ამ არეალში მდებარეობდა. ამასთან, ტაიშეტის გავლა მოუწია ბევრ პატიმარს, რომლებიც კიდევ უფრო შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს. რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსები აცხადებენ... Читать дальше...

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ირანში დაწესდა ახალი შეზღუდვები

Radiotavisupleba.ge 

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის თქმით, ირანელებს, რომლებსაც ნიღაბი არ ეკეთებათ, უარს ეტყვიან სახელმწიფო მომსახურების გაწევაზე, ხოლო სამუშაო ადგილები, რომლებიც ჯანდაცვის პროტოკოლს არ იცავენ, ერთი კვირის განმავლობაში დაიხურება. როჰანი ამ განცხადებებით გამოვიდა 4 ივლისს, როცა კორონავირუსის პანდემიის შემაკავებელი ახალი ზომების შესახებ ისაუბრა. "ნიღბის არგაკეთება დე ფაქტო სხვა ადამიანების უფლებების დარღვევას წარმოადგენს", - პრეზიდენტის ამ სიტყვებს მისი ვებსაიტი აქვეყნებს. 4 ივლისის მონაცემებით,... Читать дальше...



ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

5 ივლისს ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, კორონავირუსის პანდემიის ფონზე. გამოკითხვების თანახმად, ორ უდიდეს პოლიტიკურ ბანაკს დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვს. პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის მემარცხენე-ცენტრისტული ხორვატიის დემოკრატიული კავშირი (HDZ) იმედოვნებს, რომ ამომრჩეველი მიემხრობა გაგრძელებას პოლიტიკური კურსისა, რომლითაც ევროკავშირის წევრი ეს ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ღრმა რეცესიას. HDZ-ის მთავარი მეტოქეა ალიანსი "რესტარტი", რომელსაც სათავეში... Читать дальше...

რუსეთში 10,000-ს გადააჭარბა კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა

Radiotavisupleba.ge 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 6632 ახალი შემთხვევა, - იუწყება დაავადების გავრცელებასთან ბრძოლის საგანგებო ოპერატიული შტაბი. COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან რუსეთში დაავადდა 674 515 ადამიანი, მათგან 10 027 დაიღუპა. ფედერალური შტაბის სტატისტიკური მონაცემები ხშირად არ ემთხვევა რეგიონულს. ოფიციალური პირები ამას დათვლის სხვადასხვა მეთოდიკით ხსნიან, თუმცა, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ ჯამდება მთელი მონაცემები ერთიანი მეთოდით, არ არის. Читать дальше...

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა, კორონავირუსის და დემონსტრაციების ფონზე

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მატულობს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და გრძელდება საპროტესტო აქციები რასობრივი უსამართლობის გამო. 4 ივლისს თეთრ სახლში მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ არმიის წევრები და სამედიცინო სფეროს პროფესიონალები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის წინა ხაზზე მუშაობდნენ. ვაშინგტონის ცენტრში ათასობით მოქალაქემ მოიყარა თავი და თვალი მიადევნა სამხედრო თვითმფრინავების და მასშტაბური ფოიერვერკის შოუს... Читать дальше...

სუს-ი ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალებმა სამეგრელოში 21 წლის მამაკაცი გაიტაცეს

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს სამეგრელოს სოფელ რიყის მკვიდრი, 21 წლის მამაკაცი. ინფორმაცია ამის შესახებ პირველად 4 ივლისს გავრცელდა. სუს-ის ცნობით, ამ ფაქტის შესახებ აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ყველაზე მეტად მატულობს აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთში

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, 4 ივლისს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი ზრდა აღირიცხა და 24 საათში გლობალური მაჩვენებელი 212,326 შემთხვევით გაიზარდა. დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დიდი მატება მოდის აშშ-ზე, ბრაზილიასა და ინდოეთზე. აქამდე ინფიცირების ზრდის რეკორდული მაჩვენებლის დღედ 28 ივნისი ითვლებოდა, 189,077 ახალი შემთხვევით. გარდაცვალების გლობალური რიცხვი მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება და დღეში 5,000 ადამიანს უტოლდება. აშშ-ში 4 ივლისის დღესასწაული... Читать дальше...

რუსეთის წამყვანი ჟურნალისტები მხარდაჭერას უცხადებენ "ტერორიზმის გამართლებაში" ბრალდებულ კოლეგას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში 30-ზე მეტმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გაავრცელა მხარდამჭერი განცხადებები კოლეგის, ქალაქ ფსკოვში მცხოვრები სვეტლანა პროკოფიევას შესახებ, რომელსაც შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება "ტერორიზმის გამართლების" ბრალდებით. განცხადებები 4 ივლისს გამოაქვეყნა ინტერნეტგამოცემა Kholod-მა. "მიუღებელია ჟურნალისტების დევნა იმიტომ, რომ ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ", - წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი, ირინა მალკოვა და დასძენს: "მიუღებელია მათთვის ნარკოტიკების ჩადება, ხელის მოტეხვა, ან ციხეში ჩასმა მათი სიტყვების თუ მოსაზრებების გამო". Читать дальше...

ჯანდაცვის სამინისტრო პლაჟებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა ზღვის სანაპირო ზოლისთვის. სამინისტროს დადგენილებაში ნათქვამია, რომ პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. საპლაჟო ინფრასტრუქტურის - საზღვაო ტრანსპორტის, შეზლონგების, სკუტერების, ველოსიპედების - მფლობელებს ევალებათ დასაქმებულ პირთა თერმოსკრინინგი. Читать дальше...

ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი მოჭიდავე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, შსს-ს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოზურგეთში ხუთი პირი დააკავეს: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მათ ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში. რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით... Читать дальше...

კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - ამირან გამყრელიძე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 951 შემთხვევა აღირიცხა; გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 828-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 15-ია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828 ადამიანი, კლინიკებში კი - 192. Читать дальше...


Музыкальные новости
Концерт

Провести свой Большой Концерт. Тариф Большой Концерт.





Персональные новости
Спартак

Metaratings: "Спартак" может уволить Абаскаля по ходу сезона, клуб ищет тренера





COVID-19 საქართველოში : 3 ახალი შემთხვევა, 3 გამოჯანმრთელებული

Radiotavisupleba.ge 

5 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 951 შემთხვევა აღირიცხა; გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 828-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 15-ია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828 ადამიანი, კლინიკებში კი - 192. COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

Спорт в России и мире
Москва

Блиц-матч по шахматам между двумя командами провели в павильоне «Спорт для каждого»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Рыбакина, наряду со Свёнтек, имеет 70% побед на WTA-1000 против соперниц из топ-10


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве прошла эковыставка Hydrate The World





Путин в России и мире
Москва

Путин оценил перспективы строительства ВСМ «Москва — Санкт-Петербург»


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Киев признал стагнацию ВСУ по всей линии фронта


Навальный в России и мире
Москва

Силовики задержали за сутки пятерых журналистов, часть проходит по делу об «участии в работе ФБК», одного жестоко избили при задержании



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Александр Розенбаум

Как Розенбаум судился с мусорщиками, Шнур прогорел на «Пушкине», а Нагиев заработал 4 тысячи рублей за год



Москва

Путин спросил Беглова о причинах снижения популярности Петербурга у туристов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net