Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2020

ცვლილებას, რომლის მიზანიც ძალადობისგან ბავშვების დაცვაა, აშშ-ის საელჩო მიესალმება

0
აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, სოფო კილაძის თავმჯდომარეობით, მნიშვნელოვანი კანონის მიღების გამო, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას  ძალადობისგან, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგისგან.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა დღეს, 13 ივლისს დაამტკიცა.


როგორც საელჩო აღნიშნავს, ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით იმატებს სასჯელი ბავშვთა მიმართ მძიმე სექსუალური დანაშაულის ჩადენისთვის და უმჯობესდება სასჯელის ზომის თანმიმდევრული გამოყენება. აგრეთვე, კანონი განმარტავს იმ მუხლებს, რომელიც ბუნდოვანი იყო და შეიცავდა მათი არაეფექტურად აღსრულების საშიშროებას.


საელჩოს მიაჩნია, რომ ამ კანონს შეუძლია, მნიშვნელოვნად გაზარდოს დანაშაულის აღკვეთის, დევნისა და დამნაშავეთა მკაცრად დასჯის შესაძლებლობები და დაიცვას ბავშვები და სხვა დაუცველი პირები ამ საზარელი საფრთხეებისგან.


„ჩვენ მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ ჩვენი საზოგადოებებიდან ბავშვთა ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად. ეს ახალი კანონები ამ მიზნისკენ გადადგმული ძირითადი ნაბიჯია. ამერიკის საელჩო კვლავაც გააგრძელებს ბავშვთა დასაცავად ეფექტური გადაწყვეტილებების მხარდაჭერასა და ინვესტიციას. ამ კანონის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ კანონმდებლობის აღსრულებასა და შემდგომი რეფორმების განხორციელებაში მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.


საკანონმდებლო ცვლილებებით მოწესრიგდა ისეთი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში. გარდა ამისა, სექსუალური მიზნებისათვის არასრულწლოვნისთვის შეხვედრის შეთავაზებასთან დაკავშირებული საკითხები.


საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, იკრძალება პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობა არასრულწლოვნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუნდაც მხარეებს შორის გაფორმებული იყოს საპროცესო შეთანხმება. ამასთან, არასრულწლოვნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აკრძალული იქნება მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება. გამკაცრდა პასუხისმგებლობა 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net