ეგზიტპოლების თანახმად, ანჯეი დუდა მცირედით ლიდერობს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში
![ეგზიტპოლების თანახმად, ანჯეი დუდა მცირედით ლიდერობს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში](https://gdb.rferl.org/C45E3972-3D5D-4142-A218-B2F06161DD78_w800_h450.jpg)
პირველი ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა არჩევნების მეორე ტურში მცირედით უსწრებს მის მეტოქეს, ვარშავის მერ რაფალ ტრჟასკოვსკის.
როგორც სააგენტო "როიტერის" იუწყება, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ცენტრ Ipsos-ის მიერ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, პოლონეთის მმართველი პარტია, „კანონი და სამართლიანობის“ კანდიდატ, ანჯეი დუდას აქვს ხმათა 50.4%-ი, ხოლო მის მეტოქეს, ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატ რაფალ ტრჟასკოვსკის- 49.6%-ი.
ეგზიტპოლში ცდომილება 2%-ს შეადგენს. შესაბამისად ყველაფერს გაარკვევს პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც წინასწარი შედეგების გამოცხადებას ორშაბათს დაიწყებს.
28 ივნისს არჩევნების პირველი ტურში პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, მიიღო ამომრჩეველთა ხმების 43,5%, მისმა კონკურენტმა - ლიბერალური „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ, 30,46%.