Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2020

შაქარაშვილის ბიძა: გიორგის გარდაცვალების მიზეზი ოჯახმა მესამე დღეს იცოდა

0
 შაქარაშვილის ბიძა: გიორგის გარდაცვალების  მიზეზი ოჯახმა მესამე დღეს იცოდა

გარდაცვლილი, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახმა გიორგი გარდაცვალების უშუალო მიზეზი მესამე დღეს იცოდა, თუმცა ამის თაობაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობდნენ.

„მესამე დღეს უკვე ოჯახმა იცოდა გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზიც, ის, რაც თქვენ დღეს გაიგეთ. ჩვენ არ გავახმაურეთ ეს, იმიტომ, რომ გზა-კვალი არ აბნეოდა არც გამოძიებას, არც საზოგადოებას და არ ყოფილიყო აქცენტები გაკეთებული მხოლოდ წყლით დახრჩობის ფაქტზე“, - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

მისი სიტყვებით, ოჯახმა იცოდა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული ყველა დაზიანების გარემოების შესახებაც, მაგრამ არ ახმაურებდნენ, სანამ ექსპერტიზის კომპლექსური სურათი არ იქნებოდა ცნობილი.

მისი სიტყვებით, ექსპერტიზის დასკვნა არის „კატეგორიული“ და იძლევა კატეგორიულად „გიორგის მკვლელობასთან“ დაკავშირებით საუბრის საშუალებას. კიდევ უფრო მეტი დეტალიზაციისთვის, ანუ შესაძლო დამნაშავეთა პერსონიფიცირების, სხვადასხვა ვერსიის გამოსარიცხად და დასადასტურებლად საჭიროა სხვა სახის ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება.

მირიან ნიკოლაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილის გვამის აღმოჩენის შემდეგ ოჯახი მუდმივად საუბრობდა არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა არც ერთი დაზიანება თავისი ხარისხით მძიმე არ არის.

„ამიტომ ვიძახდით, რომ მძიმე მოტეხილობა, შემავალი ჭრილობა, ცეცხლნასროლი ჭრილობა, სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა არ იყო, მაგრამ ის, რომ ზოგადად დაზიანებები იყო, ვიძახდით პირველივე დღიდან, ასე რომ, რასაც ჩვენ ვამბობდით, ცალსახად აბზაც-აბზაც დადასტურდა ყველაფერი“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

10 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии фармацевтической отрасли в Москве


Спорт в России и мире
Москва

В преддверии Дня Победы в Великой Отечественной войне: уроки мужества и познавательно-спортивная эстафета


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Российский теннисист поднялся на две позиции в топ-10 рейтинга ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бывший глава центра оценки техногенного воздействия при Росприроднадзоре Новиков арестован в Москве





Путин в России и мире
Москва

Токаев в Москве поздравил Путина с вступлением в должность президента России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о мгновенном ответе Минска на любую агрессию




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Песня

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.



Москва

Россия ждет поставки фруктов и овощей из Узбекистана, как и в прошлом году

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net