Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2020

სეიმის წევრი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს პოლონეთისთვის საზღვრის უპირობოდ არგახსნისთვის

0
სეიმის წევრი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს პოლონეთისთვის საზღვრის უპირობოდ არგახსნისთვის

პოლონეთის სეიმის წევრი მალგოჟატა გოშიევსკა „ფეისბუკზე“ ეხმაურება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის უპირობო გახსნის გადაწყვეტილებას. ამ ქვეყნებს შორის ვერ მოხვდა პოლონეთი.

„სურს თუ არა საქართველოს ტურისტები პოლონეთიდან? გუშინ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნის ქვეყნის საზღვრებს ევროპის 5 ქვეყნისათვის. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სხვა ევროპის ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის პოლონეთის, შეუძლიათ საქართველოში ჩასვლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წასვლამდე გაივლიან 14-დღიან კარანტინს, რომლის საფასურის დაფარვაც თავად მოუწევთ”, - წერს გოშიევსკა. პარტია „კანონი და სამართლიანობის“ დეპუტატი სვამს კითხვას, რას ნიშნავს ეს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის?

გოშიევსკა ტურისტების სტატისტიკურ მონაცემებსაც იშველიებს. „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებიდან ჩანს, რომ 2019 წელს, საქართველოს ესტუმრა 88.300 პოლონელი ტურისტი, (გერმანიიდან 89.051, საფრანგეთიდან 27.952, ლიეტუვიდან 22.381, ლატვიიდან 20.514, ესტონეთიდან 13,482). ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების 30%-ი ფინანსურად დამოკიდებულია ტურიზმზე. არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რიცხვი აღწევს 70%-ს. ფინანსურ მოგებას ტურისტულ სფეროში ნახულობენ არა მხოლოდ ზღვისპირა სასტუმროები და სამთო კურორტები, არამედ აგროტურიზმის მეურნეობები, სატრანსპორტო კომპანიები, ტაქსის მძღოლები, სასურსათო და სუვენირების მაღაზიები, რესტორნები და მეღვინეები .

აღსანიშნავია, რომ გერმანელი ტურისტებიდან ძირითადად სარგებლობას ნახავენ დიდი ტურისტული კომპანიები, რომლებიც არიან საზღვარგარეთ არსებული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები საქართველოში ან ტურისტული სააგენტოები, რომელებიც არიან მთავრობასთან კავშირში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რიგითი ქართველები აღმოჩნდებიან კიდევ უფრო დიდ სიღარიბეში ვითარებიდან გამომდინარე ვიდრე ამჟამად.

რას ნიშნავს ეს პოლონეთისთვის, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს განვითარების ყველა სფეროს?“, - აღნიშნავს სეიმის წევრი.

მალგოჟატა გოშიევსკა პოლონური ავიაკომპანიისთვის მიყენებული ზიანის შესახებაც საუბრობს.

„საქართველოს ხელისუფლების განცხადებიდან ირკვევა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნის ავიაკომპანიებთან, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად არდადეგების პერიოდში უამრავი პოლონელი მიემგზავრება საქართველოში, შეგვიძლია, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უშუალოდ ზიანს აყენებს პოლონურ ავიაკოპანია LOT-ს. მთავრობის გადაწყვეტილება გაუგებარია, მისი ახსნა ეპიდემიოლოგიური საფრთხის თვასაზრისით არ არის მართებული, რადგან ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად გერმანიაში 500 ით მეტია ვიდრე პოლონეთში (დაინფიცირებულთა რიცხვი: გერმანია 2441 , პოლონეთი -1914 ). უნდა აღინიშნოს, რომ ეპიდემიის დროს პოლონეთმა საქართველო არ დატოვა დახმარების გარეშე და ივნისში, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვირუსთან საბრძოლველად პერსონალური დაცვის ეკიპირების სახით ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, რომელის ღირებულებაც შეადგენდა 183 ,000 ზლოტს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა, ვის ინტერესებს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა?“ - ამატებს სეიმის წევრი.

საქართველოს საზღვარი 5 ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებისთვის გაიხსნა. მათ საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლა და საზღვრის გადაკვეთამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია უნდა ასახოს. თუ პირს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ჩაუტარდებათ კორონავირუსზე ტესტირება.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин прокомментировал слухи о повышении своих замов


Спорт в России и мире
Москва

В Москве в 12-й раз пройдет фитнес-фестиваль «ФитЭкспо 2024»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублёв стал победителем «Мастерса» в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Синоптик Позднякова: 9 мая в Москве еще будет кружить снег





Путин в России и мире
Москва

Никол Пашинян наговорил перед разговором // Премьер-министр Армении и президент России обсудят двусторонние разногласия


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о мгновенном ответе Минска на любую агрессию




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В США прокомментировали подготовку покушения на Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

Джиган собирается торговать пивом



Москва

"Аэрофлот" будет совершать до 12 рейсов между Москвой и Казанью в день

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net