Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2020

კვოტირება და სხვა ცვლილებები საარჩევნო კოდექში მიღებულია - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ივლისს

0

პარლამენტმა მესამე მოსმენით საარჩევნო კოდექსის ცვლილებები მიიღო

94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ მკაცრდება სასჯელი ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდება. ჯარიმის მოცულობას მოსამართლე განსაზღვრავს.

გარდა ამისა, დაწესდა ე.წ. 25-მეტრიანი რადიუსი - საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება საარჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება.

საარჩევნო კოდექსს ემატება ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე ორი თვით ადრე სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შეუზღუდავს პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსებას.

ცვლილებების თანახმად, დაუშვებელი იქნება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება.

პარლამენტმა, ამავე კანონპროექტით საბოლოოდ დაამტკიცა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში ქალთა კვოტირების საკითხი: 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

წაიკითხე მეტი.

 

 

შაქარაშვილის საქმეზე მოწმის გამოკითხვის უფლება COVID-19-ით შესაძლო ინფიცირების გამო არ გაიცა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გიორგი ქათამაძე, გამოძიებამ ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს გამოკითხა. თუმცა, როგორც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ათტომიანი მასალებიდან ირკვევა, გამოძიებას გიორგი ქათამაძის გამოკითხვა, სავარაუდოდ, 19 ან 20 ივნისსვე ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ გამოძიებას ამის უფლება ექიმმა არ მისცა.

საქმეში დევს თბილისის ზღვის ჰოსპიტლის ექიმის, მარეხ ბექაიას მიერ ხელმოწერილი და 20 ივნისით დათარიღებული ცნობა, სადაც ის გამოძიებას დაშავებულის გამოკითხვის უფლებას არ აძლევს. მიზეზად დასახელებულია შესაძლო COVID-19-ით ინფიცირება:

„ავადმყოფს შემოსვლისას აღენიშნებოდა ცხელება. ამ ეტაპზე, აღებულია ცხვირ-ხახის ნაცხი, ვინაიდან COVID-19 არ არის ვერიფიცირებული, კონტაქტების თავიდან აცილების მიზნით, ავადმყოფის დაკითხვა არ შეიძლება“.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, 19 წლის გიორგი ქათამაძემ, 19 ივნისს, მცხეთის საავტომობილო ტრასაზე მიყენებული ტრავმების გამო თბილისის ზღვის ჰოსპიტალში სამი დღე დაჰყო. როგორც მისი მკურნალი ექიმი, მარეხ ბექაია ეუბნება ჟურნალისტებს, გიორგი ქათამაძე კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. დაშავებულმა განაცხადა, რომ ტრავმები მან ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გიორგი ქათამაძე კლინიკაში 19 ივნისს, გამთენიისას, 03:43 წუთზე შეიყვანა.

მიაწოდა თუ არა კლინიკამ ინფორმაცია პოლიციას დაშავებული ახალგაზრდის მიღების შესახებ იმ ღამესვე, ან საერთოდ მიაწოდა თუ არა ეს ინფორმაცია, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი კლინიკის ადმინისტრაციას არ აქვს. როგორც კლინიკაში განუმარტავენ რადიო თავისუფლებას, „სავარაუდოდ, შეატყობინებდნენ“.

წაიკითხე მეტი.

 

 

სამ არასამთავრობო ორგანიზაციას შრომის კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ღია საზოგადოების ფონდი - შრომის რეფორმასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში შრომის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტიდან ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ბიზნესლობის წყალობით კანონპროექტი პირველ სამუშაო ვერსიასთან შედარებით ერთიორადაა შეთხელებული და მასში დარჩენილია მხოლოდ მინიმალური ბაზისური პირობები.

წაიკითხე და მოისმინე მეტი ამ თემაზე.

 

 

დაბალი მოსავლიანობა და კომბაინების სიმცირე - კახეთში ალოობა დაიწყო

კახეთში ალოობა აქტიურ ფაზაში შევიდა. ზამთარში მშრალი ამინდების და შემდეგ გვიან გაზაფხულზე ყინვის გამო, წელს მოსავალი თითქმის განახევრებულია. მცირემიწიანი ფერმერების თქმით, წელს პრობლემაა მოსავლის ამღები ტექნიკის ნაკლებობაც.

შირაქის, ალაზნისა და ტარიბანას ველზე თავთავიანი კულტურების აღება დაიწყეს. როგორც ადგილობრივი მეხორბლე ელიზბარ იმერლიშვილი ამბობს, ზამთარი მშრალი იყო, გვიან გაზაფხულზე ნათესები მოიყინა, შემდეგ კი გვალვა დაიწყო, რამაც მოსავალი მნიშვნელოვნად შეამცირა. კარგი კლიმატური პირობების შემთხვევაში თუ ერთ ჰექტარზე 4 ტონა უნდა მიეღოთ, ახლა ტონა-ნახევრით ან ორი ტონით უფრო ნაკლებს იღებენ. უნალექო ზამთრის გამო სიღნაღსა და დედოფლისწყაროში მინდვრის თაგვიც მომრავლდა, რამაც წელს ყანებს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა.

„არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო წელს ხორბალი გაცილებით ადრე შემოვიდა, თუმცა თავთავების ნაწილში ხორბალი არ არის. ახლა ჰექტარზე ვიღებთ „2 ტონას ან 2.5 ტონას, რაც, გასული წლის მოსავალთან შედარებით, თითქმის განახევრებულია“.

გარდა შემცირებული მოსავლისა, მცირემიწიანი ფერმერები მოსავლის ამღები ტექნიკის ნაკლებობაზეც ჩივიან. მეხორბლეების თქმით, ხვნა-თესვის პროცესშიც და ახლაც პრიორიტეტი ყოველთვის მსხვილ ფერმერებს ენიჭებათ, მცირე და საშუალო ფერმერებს კი რიგში დგომა და ლოდინი უწევთ, რის გამოც მოსავლის აღება გვიანდება და ისედაც მცირე მოსავალი, მინდორშივე იკარგება.

წაიკითხე მეტი.

 

 

საიდან შემოუტევს საქართველოს რუსეთი

შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთი სხვადასხვა გზით ჩაერევა საქართველოს საარჩევნო პროცესებში. მოლოდინს ზოგადად კრემლის პოლიტიკა და ის ფაქტიც აჩენს, რომ მოსკოვმა სხვის საქმეებში ჩარევის პრაქტიკა არაერთხელ და არაერთ სახელმწიფოში გამოსცადა.

„საქართველო აშკარა არის სამიზნე... არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულება, მაგრამ აბსოლუტურად რეალისტურია, რომ რუსეთი შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას“, - აცხადებს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და რუსეთისგან მოსალოდნელ ორ სავარაუდო ქმედებას ახსენებს.

ყალბი ამბების, დეზინფორმაციის გავრცელება - რუსეთის მიერ საინფორმაციო ომში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტი;

კიბერშეტევა - რუსეთის მიერ მრავალ ქვეყანაში და მათ შორის - აშშ-ში, ბრიტანეთსა თუ გერმანიაში ნაცადი ინსტრუმენტი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სახელმწიფო უწყებებისა და მედისაშუალებების ვებსაიტებსა თუ სერვერებზე მასშტაბური კიბერთავდასხმა 2019 წლის ოქტომბერში განხორციელდა. 2020 წლის 20 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ - ეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ნახელავი იყო. ფაქტი კატეგორიულად დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ. პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველოს დახმარება აღუთქვეს.

რა არის რუსეთის მიზანი და კონკრეტულად რა შეიძლება გააკეთოს მოსკოვმა საქართველოში მოახლოებული მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის? რა საყრდენი აქვს რუსეთის მიზნებს საქართველოში - წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

 

 

 

მთელ რიგ ქვეყნებში დაწყებულია მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება. იმისთვის, რომ უზრუნველყონ სოციალური დისტანცირება, ბევრგან შემოიღეს მარტივი წესი: არ გადმოხვიდეთ მანქანიდან. მანქანებში მსხდომ სტუმრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ წვეულებებში, ეწვიონ ზოოპარკს, გამოფენებს, ასევე მიიღონ სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურება.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Московская неделя предпринимательства начнется 16 мая


Спорт в России и мире
Москва

На стадионе в Москве, таджики и узбеки, проигравшие русским футболистам со счетом 13:0 устроили массовую драку с нашими ребятами


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга





Путин в России и мире
Москва

Дугин в интервью Такеру Карлсону: "Путин — это традиционный лидер"


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Набей им морду, покажи им, что ты настоящий белорус». Лукашенко о поездке спортсменов на Олимпиаду




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве СБУ проводит облавы против нелояльных Зеленскому


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Певец

Певцу Денису Майданову стало плохо на репетиции праздничного концерта



Москва

В центре Москвы задержали Диану Шурыгину и ее знакомого криптобизнесмена

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net