Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2020

19 პარტიისთვის გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპული საკითხია

0
19 პარტიისთვის გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპული საკითხია

19 ოპოზიციური პარტია მოითხოვს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს და შეწყდეს პოლიტიკური მიზნებით მართლმსაჯულების გამოყენება.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა.

პარტიების ერთობლივი განცხადების თანახმად, „პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტებისა ძალისხმევით და საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის“ და „მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა მისთვის ხელისშესაშლელად, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესმა შედეგი გამოიღო“.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ეს შედეგი გარანტიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მოსული ხელისუფლება უკონტროლოდ არ დარჩეს“.

19 პარტიის შეფასებით, „ბიძინა ივანიშვილმა კომიკურ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ ჩაიგდო თავი როცა არსებითად პროპორციულ საარჩევნო მოდელზე გადასვლას, ოპოზიციაზე გამარჯვებად აცხადებს, საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეულ შედეგს კი თავის სურვილს არქმევს“.

ოპოზიციის განცხადებით, არსებითად პროპორციული არჩევნების მიღწევაში, დიდი როლი ითამაშა დემოკრატიული ოპოზიციის ერთიანობამ და მტკიცე პოზიციებმა: „ის თუ როგორ მივაღწიეთ არსებითად პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენს შორის არსებული არსებითი განსხვავებებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“.

განცხადებას ხელს აწერენ: „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი საქართველო“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“, „ევროპული დემოკრატები“, „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“,, „ემსახურე საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“,“მოძრაობა ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „სამოქალაქო ალიანსი, თავისუფლებისათვის“, „სამართლიანობისთვის“, „კანონი და სამართალი“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“.

29 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშე საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, პარლამენტში პროპორციული სისტემით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება. ამას უარყოფს „ქართული ოცნება“. საპარლამენტო პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად რურუას გათავისუფლებას ასახელებდნენ.

„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. რურუა აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин подвел итоги Московской олимпиады школьников


Спорт в России и мире
Москва

Клиенты СберСтрахования стали в 1,5 раза чаще приобретать страховки для бегунов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Якутия представила цветочную инсталляцию «Мост в будущее» на выставке «Россия» в Москве





Путин в России и мире
Москва

В Бахрейне назвали цель официального визита короля в Россию


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Запись от имени Президента Беларуси сделана в книге соболезнований в посольстве Ирана




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский пожаловался, что западная помощь опаздывает


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Иоганн Себастьян Бах

«Бах vs Шопен» от Amadeus Concerts



Москва

Открытие турнира «Кубок города Москвы по женскому любительскому футболу» состоялся в ТиНАО

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net