ქალები პანდემიისას - ისევ ორ ცვლაში, ახლა უკვე ერთ ოთახში
ახალი კორონავირუსის პანდემიამ დრამატულად შეცვალა ვითარება ქალებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მუშაობას ონლაინ განაგრძობს. ქალები აქამდეც ორ ცვლაში - სამსახურსა და სახლში მუშაობდნენ, თუმცა ახლა მათ ერთდროულად და ერთ სივრცეში უწევთ ამ ორი პასუხისმგებლობის გაერთიანება.