ჰოლანდიაში, კარანტინის გამო დახურული მუზეუმიდან ვან გოგის ნახატი მოიპარეს
ჰოლანდიაში, ქალაქ ლარენში, კარანტინის გამო დახურული მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის ნახატი “საგაზაფხულო ბაღი” მოიპარეს, ამის შესახებ NLTimes იტყობინება.
მუზეუმში განაცხადეს, რომ მძარცველებმა კარი ღამით გატეხეს და ისე შევიდნენ შენობაში. ამავე დროს, დაწესებულების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაცვა სრული პროტოკოლით იყო დაცული.
მუზეუმის თანამშრომელმა ვან გოგის 1888 წლის ნახატის ქურდობას “წარმოუდგენელი ზარალი” უწოდეს.
ცნობისათვის, მუზეუმი პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაიხურა.