“ერთადერთი რაციონალური მოტივი, რაც კომენდანტის საათის მიღების მიღმა შეიძლება ჩანდეს, არის მოსალოდნელი კრიმინალის ზრდის შესაძლო აღკვეთა”
მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
“ერთადერთი რაციონალური მოტივი, რაც კომენდანტის საათის მიღების მიღმა შეიძლება ჩანდეს, არის ლოგიკურად მოსალოდნელი კრიმინალის კატასტროფული ზრდის შესაძლო აღკვეთა.
აბა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით წმინდა წყლის სისულელეა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთი კოვზის ეპოპეა ლეგალურად გრძელდება.
მაგალითად, ამერიკაში, კერძოდ იქ სადაც ამჟამად ვიმყოფები, მაღაზიები იხსნება დილის 6 საათზე და იკეტება ღამის 12 ზე, რომ ადამიანებს შეეძლოთ მაქსიმალურად დისტანცირდნენ ერთმანეთისაგან და არ შეიქმნას ე.წ. სიმჭიდროვის პიკის საათები.
რაც უფრო შეამცირებთ თავისუფლების დროს, მით უფრო მეტ კონცენტრაციას გაუკეთებთ ადამიანებს, თუნდაც სასურსათო მაღაზიებში.
დაფიქრდით!”