იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა
0
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 590 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ეპიდემიის არსებობის განმავლობაში.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე არსებულ მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსმა საერთო ჯამში 11 591 ადამიანი იმსხვერპლა, დაინფიცირებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის იტალიაში 101 739-ს აღწევს.