Queen-ის წევრი, ბრაიან მეი: სოციალური აქტივობის შეზღუდვით თქვენი თავისა და ოჯახების დაცვის შანსი იზრდება
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის წევრი, გიტარისტი ბრაიან მეი ინსტაგრამის საშუალებით კორონავირუსის პანდემიას გამოეხმაურა.
“ეს შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყოს, რაც სოციალურ ქსელებში გამიკეთებია. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება – ზოგი ამბობს, კორონავირუსი საფრთხეს არ წარმოადგენსო, იმასაც კი ამტკიცებენ, საერთოდ არ არსებობსო. ჩვენმა ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა და კატასტროფული რჩევების გათვალისწინებით იმოქმედა, რასაც საბოლოო ჯამში ათასობით ადამიანი შეეწირება. ახლა უკვე რთულია ბრიტანეთში კორანავირუსის გავრცელების შეჩერება, თუმცა, ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი საყვარელი ადამიანების გადარჩენა ისე მოქცევით, როგორც ჯერ კიდევ 3 კვირის წინ უნდა მოვქცეულიყავით.
ამისთვის თვითიზოლაციაა საჭირო – მინიმუმამდე დაიყვანეთ საზოგადოებასთან კონტაქტი. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, მით უფრო მოიმატებს საფრთხე იმისა, რომ ვირუსს საკუთარ ოჯახებში შევიტანთ. სოციალური აქტივობის შეზღუდვით კი თქვენი თავისა და ოჯახების დაცვის შანსი იზრდება. ასე შევამცირებთ ზიანს, რომლის მოყენებაც ამ ვერაგ ვირუსს შეუძლია”, – აცხადებს არტისტი.