საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
ფაშინიანის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია მათ ქვეყნებში კორონავირუსის COVID-19-ის ეპიდსიტუაციის შესახებ.
„განხილული იყო საკითხები, რომლებიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ტვირთის სატრანზიტო გადაზიდვას. იღებენ სპეციალურ ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტვირთის შეუფერხებლად ტრანსპორტირება ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით. ნიკოლ ფაშინიანი და გიორგი გახარია გააგრძელებენ რეგულარულ კონტაქტებს შემდგომ პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისთვის“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის შეტყობინებაში.
სომხეთი ლარსის გამშვები პუნქტით სარგებლობს რუსეთიდან საქართველოს გავლით და პირიქით საკუთარი ტვირთის ტრანზიტისთვის. საქართველოს საზღვარი დაკეტილია, თუმცა აკრძალვა არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. ბოლო დღეებში ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შეფერხდა.