კორონავირუსის გამო ვლადიმერ პუტინმა მთელი კვირა უქმედ გამოაცხადა
მომდევნო კვირა, რუსეთის მოქალაქეებისათვის, არასამუშაო იქნება, მათ შეუნარჩუნდებათ ხელფასი – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. დასვენების დღეები 28 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდება. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხანგრძლივი უქმეები კორონავირუსის გავრცელების დონეს დაწევს.
პუტინმა მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში:
” უნდა დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, იზრუნეთ საკუთარ თავზე და ახლობლებზე. და დამიჯერეთ, ახლა ყველაზე უსაფრთხოა სახლში ყოფნა. “