“ვხედავთ იმასაც, რომ ჩვენს ახლო სამეზობლოს ქვეყნების ვალუტებს ისე არ განუცდია დევალვაცია, როგორც ჩვენს ლარს”
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკის დოქტორს სოსო არჩვაძეს ესაუბრა.
– ბატონო სოსო, ვხედავთ, რომ საქართველო მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვის პანდემიას, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურებამ შემაშფოთებელი მასშტაბები შეიძინა, რაც წარმოუდგენელია არ აისახოს როგორც მთელ ქვეყანაზე, ისე რიგით მოქალაქეებზე.
კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკური პრობლემები აქვს ყველა ქვეყანას. ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა აშშ, ევროკავშირის წამყვანი ეკონომიკების ქვეყნებს. ასევე ჩვენს მეზობლებს – რუსეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, ნაკლებად სომხეთს.
მაგრამ, ვხედავთ იმასაც, რომ ჩვენს ახლო სამეზობლოს ქვეყნების ვალუტებს ისე არ განუცდია დევალვაცია, როგორც ჩვენს ლარს. ჩვენთან ლარის კურსის ვარდნამ მარტო ერთ დღეში 25% შეადგინა და ახალი ისტორიული რეკორდიც მოხსნა და ახლა 3, 45-3, 50 შორის მერყეობს. ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა გასაყიდად. კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა ხორციელდება.
ვრცლად მასალა იხილეთ აქ