უნგრეთმა აკრძალა COVID-19-ის სამკურნალო ინგრედიენტის, პლაკვენილის ექსპორტი
უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ აკრძალა ჰიდროქსიქლოროკინის სულფატის (პლაკვენილის) ექსპორტი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში გამოიყენება კორონავირუსის სამკურნალო წამლებში.
აკრძალვა ეხება პლაკვენილს და მის შემცველ მედიკამენტებს.
„უნგრეთისთვის, რომელიც ამ ინგრედიენტის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, ახლა პრიორიტეტია უნგრეთის მოსახლეობის დაცვა და სამედიცინო მომარაგება“, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.