Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2020

რა შესთავაზა „წიგნების თაობამ“ კორონავირუსის გამო სახლში დარჩენილ ბავშვებს

0

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, მუშაობა ქუთაისის ლიტერატურულმა კლუბმა „წიგნების თაობამაც“ პირველ აპრილამდე შეაჩერა. კლუბი 5-დან 13 წლამდე 150 ბავშვს აერთიანებს. ჩვეული რეჟიმით მუშაობის დროს, ბავშვები კვირაში სამჯერ, რამდენიმე საათით იკრიბებიან, პედაგოგებთან ერთად წიგნებს კითხულობენ და შემდეგ წაკითხულის გაანალიზებას ცდილობენ.

იძულებითი არდადეგების შემდეგ, კლუბის ფეისბუკის გვერდზე 13 მარტს ასეთი შეტყობინება გამოჩნდა:

„ბავშვები სახლში?! ჰო და, ჩვენც იქ ვართ, სადაც ბავშვები არიან!

დავრჩით მარტო შენობაში

აღარ გვქონდა საქმე,

მაგრამ, კარგად რომ დავფიქრდით...

ვთქვით: ვერ მოიცდის საქმე!

გადმოვდეთ ყველა საყვარელი წიგნი და თქვენს გასამხნევებლად გამოვემართეთ.

რჩევა-რჩევაში ჩვენი საყვარელო პოემა „შემოგვეკითხა“. ვიხალისეთ, ვიცინეთ, შეცდომებიც დავუშვით, ახლა კი, თქვენი გაღიმების დროა. თუმცა, გართობასთან ერთად, საქმეც გავაკეთეთ და ყოველ საღამოს, შედეგებს გაგიზიარებთ.

გადაივლის ეს კორონა

ჩვენ შევხვდებით ისევ,

მანამდე კი, ბავშვებო,

მოუსმინეთ წიგნებს!“

კლუბის დამფუძნებლებმა სახლში დარჩენილი ბავშვებისთვის მათი საყვარელი ნაწარმოებების გახმოვანება დაიწყეს, ილუსტრაციებით გადაფარეს და „ვიდეო ამბები“ უწოდეს. პირველი, რაც ბავშვებს შესთავაზეს, ანა კემპის და სარა ოგილვის „თავნება პრინცესა“ იყო.

„ვიდეო ამბები“ ორ დღეში 7 ათასამდე მომხმარებელმა ნახა. ლიტერატურული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოფო საკანდელიძე გვეუბნება, რომ ფეისბუკის გვერდზე პირველი ვიდეოამბის გამოქვეყნებას ბევრი დადებითი შეფასება მოჰყვა, არა მხოლოდ ბავშვების, არამედ მათი მშობლების მხრიდანაც.

პირველი ზღაპარი კლუბში ჩაწერეს და თავადვე დაამონტაჟეს. მეორე ვიდეოამბავზე კი თავადაც დისტანციურად იმუშავეს. სოფოს თქმით, „ვიდეო ამბები“ გათვლილია 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუმცა კომენტარებიდან ჩანს, რომ მათ სხვადასხვა თაობის მაყურებელი ჰყავს: „ვფიქრობდით, დაგვედო თუ არა, იმიტომ რომ არის შეცდომებიც. ჩვენ არ ვართ პროფესიონალები. მაგრამ გამოხმაურება იმდენად კარგი იყო, სტიმული მოგვცა, რომ კიდევ ჩაგვეწერა. ვფიქრობთ, დავიხვეწოთ და ჩავრთოთ ადამიანები, ვისაც გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ეხლა ვჭირდებით ყველაზე მეტად ბავშვებს და მშობლებსაც, რომლებსაც შვილები სახლში ჰყავთ და უნდა გადაატანინონ ეს რთული სიტუაცია“. სოფო საკანდელიძის თქმით, უფროსი ასაკის ბავშვებისთვისაც გეგმავენ პატარა მოთხრობების ვიდეოამბად ჩაწერას და ილუსტრირებას.

ლიტერატურული კლუბის პედაგოგი ანა შალიკიანი, რომელიც „ვიდეო ამბების“ ერთ-ერთი გამხმოვანებელი და მემონტაჟეა, გვეუბნება, რომ სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ: „ვიდეოზღაპრების კიდევ ერთი სიკეთე ისიცაა, რომ არა მხოლოდ ჩვენი კლუბის ბავშვებს ვფარავთ, არამედ სხვებსაც ვაძლევთ შესაძლებლობას, მოისმინონ ეს ზღაპრები და სასარგებლოდ და სასიამოვნოდ გაატარონ სახლში ყოფნის პერიოდი“.

ანა შალიკიანი მიიჩნევს, რომ ლიტერატურული კლუბის წევრების ინიციატივა დისტანციური სწავლების ერთგვარი მცდელობაცაა. „წიგნების თაობის“ წარმომადგენელები აპირებენ, რომ „ვიდეო ამბების“ გამრავალფეროვნებისთვის მოხალისეებად დაიხმარონ მსახიობები და სხვა მსურველები, რომლებიც დისტანციურად ჩაერთვებიან სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის „ვიდეო ამბების“ მომზადებაში.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Бесстыковые пути делают метро Москвы комфортнее и современнее


Спорт в России и мире
Москва

В поселке Калининец состоялся этап Чемпионата и Первенства Москвы и МО по кроссу «Кубок Kramar Motorsport»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ига Свёнтек

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире
Москва

Путин и патриарх Кирилл обменялись подарками на Пасху в храме Христа Спасителя


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Русских заявил о субсидировании новых авиарейсов до Минска




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Желдорреммаш

ЧЭРЗ развивает промышленный туризм в рамках Всероссийской акции «Неделя без турникетов»



Москва

Разрубил труп девушки и сжег в лесу. Убийца Виктор Коэн вышел из тюрьмы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net