Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2020

მონათლე და დამარხე. რა გამოიწვია აბორტების აკრძალვამ პოლონეთში

0
მონათლე და დამარხე. რა გამოიწვია აბორტების აკრძალვამ პოლონეთში

ავტორი: დარინა მელნიკი („ნასტოიაშჩეე ვრემია“)

პოლონეთში ორსულობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მიდგომა მოქმედებს. აბორტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში არის დაშვებული, ექსტრემალური კონტრაცეპტივები რეცეპტით გაიცემა, ხოლო მემარჯვენე პოლიტიკოსები და ეკლესია პერიოდულად ცდილობენ სისხლის სამართლის პასუხისგება დააწესონ მათთვის, ვინც აბორტს იკეთებს.

„ის სხვა ცივილიზებული სამყარო იყო, სადაც ქალს ეპყრობოდნენ როგორც ადამიანს და არა როგორც ინკუბატორს“, - იხსენებს პატრიცია. ის 23 წლისაა, პოლონეთში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ აბორტი გაიკეთა, რისთვისაც ფეხმძიმობის მე-7 კვირას ჩეხეთში წასვლა მოუხდა.

პოლონეთში აბორტი მხოლოდ სამ შემთხვევაში არის დასაშვები: თუ ორსულობა საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; თუ ნაყოფს მძიმე ფორმის დაავადება აქვს, და გაუპატიურების შემთხვევაში.  სხვა მიზეზით აბორტის გაკეთება აკრძალულია.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ წუთითაც არ მინანია“, - განაგრძობს პატრიცია. - არაოფიციალურად ვმუშაობდი. ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე ვიყავი, ჩემი ურთიერთობაც ბეწვზე ეკიდა. მეშინოდა, რომ მარტოხელა დედა ვიქნებოდი. როცა ყველაფერი დასრულდა, შვება ვიგრძენი, თითქოს ახალი ცხოვრება მაჩუქეს“.

აბორტი ოფიციალური სისტემის გვერდის ავლით რომ გაეკეთებინა, პატრიციამ ერთ-ერთი იმ მეთოდთაგანი გამოიყენა, რომლის შესახებაც  ჰყვება ლილიანა რელიგა, წარმომადგენელი საზოგადოებრივი ორგანიზაციისა „ქალების ფედერაცია და ოჯახის დაგეგმვა“.

„პოლონეთში ქალებს არჩევანი არა აქვთ, - ამბობს ლილიანა. - არჩევანი, თუნდაც იმ კუთხით, რომ არალეგალური კაბინეტები მოძებნონ. თუმცა ესეც კარგავს პოპულარობას, რადგან ძალიან ძვირია, საზღვარგარეთ წასვლაზე ძვირიც, რაც მეორე ვარიანტად განიხილება. ჩვენ მიზანმიმართულად ვლაპარაკობთ „აბორტის მიგრაციაზე“ და არა „ტურიზმზე“, რათა ხაზი გავუსვათ იმას, თუ რა პრობლემებს ქმნის ახლანდელი კანონმდებლობა, აიძულებს რა ქალებს საზღვარი გადაკვეთონ. მესამე ვარიანტი, რომელსაც პოლონეთში ყველაზე ხშირად იყენებენ, აბორტის გამომწვევი აბების შეკვეთაა“.

„პროკურორი მეკითხებოდა ჩემი სქესობრივი ცხოვრების შესახებ“

ვერონიკამ ორსულობის შესაწვეტად აბების შეკვეთა გადაწყვიტა. ეს სხვა ქვეყანაში წასვლაზე ბევრად იაფი იყო. „არ მინდა ბავშვები. როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, უსაშველო სევდა დამეუფლა, ბრაზი, უიმედობა. მაშინვე მინდოდა ორსულობის შეწყვეტა, ამიტომ საშველად ინტერნეტს მივმართე“.

აბები ვერონიკამ ერთბაშად ორ საერთაშორისო ორგანიზაციას შეუკვეთა: WHW (Women Helps Women) და WOW (Women on Web). „რატომ ორს? პოლონეთში სასაზღვრო კონტროლი აკავებს ამანათებს, რომლებშიც მედიკამენტებია. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო.  პირველი ამანათი ვარშავაში შეაჩერეს, თუმცა მეორემ უპრობლემოდ მოაღწია“, - ამბობს ის.

„ჯერ ერთი აბი უნდა მიმეღო და 24 საათის შემდეგ - კიდევ სამი, ენის ქვეშ. - ეს იყო აბორტი“, - ამბობს ვერონიკა, რომელიც იმ დროს ორსულობის მე-5 კვირაზე იყო.

„აუტანელი იყო. ვტიროდი და საწოლში ვწრიალებდი. ჩემი პარტნიორიც ჩემთან ერთად ტიროდა.  უნდოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახა, მაგრამ მე არ ვანებებდი. ამ ტკივილის აღწერა შეუძლებელია, თითქოს ვიღაც საშვილოსნოს  გაცლის ფენა-ფენა“, - ჰყვება ის.

თუმცა ვერონიკას მთავარი გამოცდა წინ ელოდა. დაშორებისას პარტნიორმა აბორტის იმ პრეპარატის თანხა მოითხოვა, რომელიც ერთად შეიძინეს.  

„დედამისმა პოლიციაში დამასმინა: თითქოს, მედიკამენტები გამომიგზავნა დედაჩემმა, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს. როცა პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად გამომიძახეს, ძალიან შემეშინდა. ვფიქრობდი, ციხეში მოვხვდებოდი“, - იხსენებს ის.

„კანონის თანახმად, ქალი, რომელიც საკუთარ ორსულობას შეწყვეტს, სისხლის სამართალში არ მიიცემა,  - ხსნის ლილიანა რელიგა, - მაგრამ [შესაბამისი] სამსახურები ცდილობენ მედიკამენტოზური აბორტიც აღკვეთონ. ქალი შეიძლება დაიბარონ იმ პიროვნებების ვინაობის დასადგენად, რომლებიც მას ეხმარებოდნენ - აბები მიჰყიდეს ან დააკვალიანეს რომელი კლინიკისთვის მიემართა“.

მიუხედავად იმისა, რომ ვერონიკას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ ემუქრება, მას მაინც უჭირს იმის გახსენება, რაც თავს გადახდა. „უბრალოდ, მინდოდა სხვა ქალაქში წავსულიყავი და ყველაფერი დამევიწყებინა“, - ამბობს ის.

ორი კვირის მერე მას პროკურორმა დაურეკა, მეორე დრეს კი უკვე ჩვენებას იძლეოდა: „ძალიან ინტიმურ კითხვებს მისვამდა. მაგალითად: ვიცავდი თუ არა თავს, როგორ მქონდა სექსი, სხვა მამაკაცებთანაც მძინავს თუ არა.  მიუხედავად იმისა, რომ ორი საათი გრძელდებოდა, ამ საუბრიდან ცოტა რამ თუ მახსოვს. დიდი სტრესი მივიღე“, - ამბობს ის.

ახლა ვერონიკა სასამართლოს ელის. არ მალავს, რომ ეშინია, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოწმედ წარდგება და არა ბრალდებულად: „ისევ ყველაფრის მოყოლა მომიწევს. არადა, ნორმალური ცხოვრება მინდა. არ მინდა პოლიციაში, პროკურორებში და სასამართლოებში ვიარო“.

„მომახალა, მკვლელი ხარო, და სინდისზე შემაგდო“

თუმცა მაშინაც კი, როცა კანონი აბორტის გაკეთების  ნებას გრთავს, ის მაინც  პრობლემური ხდება.

„ეს რაღაც ორმოა და არა 21-ე საუკუნე. ძალიან ბევრისთვის სულ ერთია, ქალი რას გრძნობს და ემუქრება თუ არა რამე მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას“, - აღშფოთებით ამბობს ანიტა.

მან აბორტი პოლონეთში ლეგალურად გაიკეთა.  ეს მისი მეორე ორსულობა იყო. პირველი ბავშვი, მძიმე დაავადების გამო, დაბადებიდან სამ თვეში დაიღუპა. მაშინ ორსულობის შეწყვეტა მისთვის არ შეუთავაზებიათ. მხოლოდ 32-ე კვირაზე ერთ-ერთმა საუკეთესო გინეკოლოგმა ნაყოფის საყლაპავის ატრეზია შეამჩნია, შემდეგ კი ბავშვს კუჭიც ვერ უპოვა.  „ვარშავის საავადმყოფოში განმაწესეს, სადაც მეორე დღეს ბავშვის გულისცემა შეწყდა. მწვანე სანაყოფე წყალი მქონდა. გადაწყდა საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ“, - იხსენებს ანიტა.

ექიმები 90 პროცენტით იყვნენ დარწმუნებული, რომ მისი მეორე ბავშვი ჯანმრთელი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიოცენტეზის შემდეგ (სანაყოფე წყლების ამოღება დიაგნოსტიკის მიზნით) ანიტამ მიიღო დასტური, რომ ნაყოფს მძიმე ფორმის დაავადება ჰქონდა. მას აბორტის ნება დართეს. „უკვე ვიცოდი, რომ სხეულის ყველა უჯრედი დაზიანებული იყო, რომ ბავშვი მხოლოდ სამი თვე იცოცხლებდა და ისიც საშინელ ტანჯვაში. ვიცოდი, რომ აბორტი კარგი გამოსავალი იყო“,  - ჰყვება ის.

მაგრამ მიუხედავად გინეკოლოგისა და გენეტიკის სპეციალისტის დასკვნებისა, რომლებიც ბავშვის მძიმე დაავადებაზე მიუთითებდნენ, ანიტა პრობლემას წააწყდა: „დრო გადიოდა. ეს ახლა უნდა გამეკეთებინა. მეან-გინეკოლოგს შევხვდი, ქალს, რომელიც ჯერ შეეცადა ჩემთვის მორალი წაეკითხა, შემდეგ კი თითქმის ყვირილზე გადავიდა. მომახალა, მკვლელი ხარო, და სინდისზე შემაგდო“.

მხოლოდ ყველა საბუთის შეგროვებისა და ყველა ანალიზის გაკეთების შემდეგ შეძლო ანიტამ მეორე ორსულობა 32-ე კვირაზე შეეწყვიტა.

„თუ როდისმე შვილები მეყოლება, არ მინდა, იზრდებოდნენ ქვეყანაში, სადაც ქალები სძულთ. ეს სიძულვილის გამოაშკარავების ყველაზე საშინელი მეთოდია. რომელ დედას, რომელიც გულთან ბავშვს ატარებს, სურს მოისმინოს, რომ მკვლელია?  ეს არანორმალურია. მთავარია გააჩინო და შემდეგ რა მოუვა ბავშვს, - მიიღებს თუ არა ნორმალურ მზრუნველობას, რამდენ ხანს იცოცხლებს და როგორი იქნება მისი სიცოცხლე,  - ამას არ გეკითხებიან“, - ამბობს ის.

ნაყოფის დაავადება იმალება, რათა არ გაიცეს ნებართვა აბორტზე

უფლებდამცველები ამბობენ, რომ ანიტას შემთხვევა გამონაკლისი არ არის. ასეთი რამ ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როცა სამართლებრივი პასუხისმგებლობის ეშინიათ, რადგან ექიმსა და პირს, რომელიც  ქალს ორსულობის შეწყვეტაში დაეხმარა, შესაძლოა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს. ექიმებს ეშინიათ, რომ შემთხვევა შეიძლება „ერთმნიშვნელოვანი“ არ აღმოჩნდეს.

„ბარიერების შექმნა და საჭირო პროცედურების გაწელვა ისე, რომ ვეღარ შეძლო ორსულობის შეწყვეეტა, საყოველთაო მოვლენაა, - ამბობს ლილიანა რელიგა. - ჩვენი მონაცემები ცხადყოფს, რომ კლინიკების მხოლოდ 10 % მოქმედებს კანონის თანახმად და წყვეტს ორსულობას.  ეს ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი უარს ამბობს. როგორც წესი, ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას არ განმარტავენ. მხოლოდ ამბობენ: „არა, ჩვენ ასეთ რამეს არ ვაკეთებთ“. თუ ამას პირდაპირ არ იტყვიან, სხვადასხვა დაბრკოლებას გიქმნიან: ამბობენ, რომ ორსულობის შეწყვეტა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ქალი კონკრეტულად ამ რეგიონშია მიწერილი. ითხოვენ რეგიონის კონსულტანტის, ბიოეთიკის კომისიის თანხმობას, მიწერის დამადასტურებელ დოკუმენტს. მოკლედ, არანორმატიულ მოთხოვნებს გიყენებენ - უნდათ საბუთები, რომლებიც კანონით არ მოგეთხოვება“.

ლილიანა რელიგის თქმით, ხდება ისეც, რომ პაციენტებმა სრული კლინიკური სურათი არ იციან - კერძოდ, ის, რომ ნაყოფს განვითარების სერიოზული შეფერხება აქვს, რაც ორსულობის შეწყვეტის ნებას იძლება: „ასეთი რამდენიმე შემთხვევა ვიცით. ექიმებმა ექოზე განვითარების მძიმე შეფერხება შენიშნეს, მაგრამ არაფერი უთქვამთ და პაციენტებმა ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ მშობიარობის შემდეგ შეიტყვეს“.

იაროსლავ კაჩინსკიმ, ხელმძღვანელმა კონსერვატიული პარტიისა „უფლება და სამართლიანობა“ (მმართველი პარტია),  2016 წელს განაცხადა, რომ აუცილებელია სასიკვდილოდ განწირული ბავშვებიც გაჩნდნენ. „ვეცდებით, რომ ყველაზე მძიმე ორსულობები, როცა ბავშვი განწირულია სიკვდილისთვის, ძლიერ არის დეფორმირებული, დასრულდეს მშობიარობით, რათა ბავშვი მოინათლოს, ჰქონდეს სახელი და დაიკრძალოს“. მაშინ კაჩინსკის განცხადებამ პოლონეთში მორიგი საპროტესტო ტალღა გამოიწვია.

ექსტრემალური კონტრაცეფცია რეცეპტით

2017 წელს პოლონეთში აკრძალეს ექსტრემალური კონტრაცეპტივების გაყიდვა (მას იღებენ დაუცველი სექსიდან 24 საათის განმავლობაში). ბევრ ქალს, რომელსაც არ შეუძლია მათი  შეძენა, ეხმარებიან ექიმები მოხალისე ორგაზაციებიდან და ფემაქტივისტები.

აქტივისტი მაია სტასკო აღწერს თავის ერთ დღეს, რომელიც ექსტრემალური კონტრაცეპტივის ერთი აბისთვის ბრძოლაში გაატარა. მან არასრულწლოვანი გოგონასგან გზავნილი მიიღო, ის დახმარებას ითხოვდა: „რეცეპტის მისაღებად ექიმთან მისვლა მეურვესთან ერთად მოუწევდა. მაგრამ გოგონას არ სურდა, რომ ამის შესახებ მშობლებს გაეგოთ“.

თავდაპირველად მაიამ გადაწყვიტა პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტში მისულიყო და ელექტრონული რეცეპტი თავის სახელზე აეღო, რათა შემდეგ ის არასრულწლოვანი გოგონასთვის გადაეგზავნა, რომელიც მთელი ეს დრო სხვა ქალაქში იცდიდა. მაგრამ მორიგე ექიმმა განაცხადა, რომ ექსტრემალური კონტრაცეფციის რეცეპტს არ წერს და დასძინა, რომ ის კარდიოლოგია და არა გინეკოლოგი. ამასთან, უარს ამბობდა წერილობითი უარის გაცემასა და თავისი ვინაობის დასახელებაზეც.

ამის შემდეგ მაიამ გინეკოლოგიურ კლინიკას მიმართა, სადაც ელექტრონული რეცეპტის მისაღებად ჯერ დარეგისტრირება იყო საჭირო, შემდეგ კი სისხლის ანალიზის ჩაბარება. 

„ექიმს სურდა შეემოწმებინა, ორსულად ხომ არ ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, როგორ უნდა ენდო ქალს საკუთარ ორსულობასთან დაკავშირებით, არა? მნიშვნელობა არა აქვს, რომ Ella One ორსულობას არ წყვეტს, ის მხოლოდ ემბრიონის ლორწოვან გარსში იმპლანტაციას აბრკოლებს“, - ამბობს მაია.

სისხლის ანალიზის პასუხს რამდენიმესაათიანი ლოდინი  სჭირდებოდა, ამიტომ მაიამ გადაწყვიტა წასულიყო მეორე ქალაქში, სადაც გოგონა იცდიდა და მისთვის თავისი აბი მიეცა, რომელიც ყოველთვის თან დაჰქონდა.

„თუ ქვეყანა გღალატობს, ჩვენ არ გიღალატებთ - ერთმანეთის თანადგომა მაინც რჩება.  თუმცა საშინელებაა, რომ საათობით უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც ურეცეპტოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი“, - აღნიშნავს მაია.

სტატისტიკა: ოფიციალური და რეალური

ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში წელიწადში ათასამდე აბორტი კეთდება, მაგრამ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, როცა კანონი აბორტის ნებას გრთავს. უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

„ჩვენი შეფასებით, პოლონეთში, დაახლოებით, 80-120 ათასი ქალი ყოველწლიურად არაოფიციალურად წყვეტს ორსულობას, - აღნიშნავს ლილიანა რელიგა. - ეს მონაცემები ეყრდნობა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას, რომლის შედეგადაც ირკვევა, რომ ქალების 25-33 %-ს  ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუკეთებია აბორტი. ამასთან, ეყრდნობა იმ მონაცემებსაც, რომლებიც აკრძალვამდე გვქონდა, და ასევე იმ მონაცემებთან შედარებით ანალიზს, რომელიც მსგავსი დემოგრაფიის მქონე ქვეყნებშია“.

ორგანიზაციები, რომლებიც აბორტის აკრძალვას ემხრობიან, არ ენდობიან ამ ციფრებს და თავისი არგუმენტები მოჰყავთ. „მონაცემები ასიათასობით პოლონელზე, რომლებიც აბორტს იკეთებენ, თითიდან გამოწოვილია. არალეგალური აბორტის დროს ქალი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგება. მიუხედავად ამისა, პოლონეთში არალეგალური აბორტის დროს გარდაცვალების ფაქტები არ ფიქსირდება, მაშინ როცა აშშ-ში ასეთი შემთხვევები ხშირია. აქედან ვასკვნით, რომ პოლონეთში არალეგალური აბორტები იშვიათად კეთდება. ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ მოკლან საკუთარი ბავშვი, დანაშაულს სჩადიან“, - დარწმუნებულია მარიუშ ძერჟავსკი, ორგანიზაცია „სიცოცხლის უფლების“ მმართველობის წევრი, რომელიც აბორტის სრული აკრძალვისთვის იბრძვის.  

უკომპრომისო კომპრომისი

აბორტთან დაკავშირებით პოლონეთში, მრავალი წელია, დისკუსიები არ წყდება, არჩევნების წინ კი ეს საკითხი უფრო მეტად იჩენს ხოლმე თავს. აბორტების ლეგალიზაციის მთავარ მოწინააღმდეგედ ეკლესია რჩება.

„კათოლიკური ეკლესია ყოველთვის ასწავლიდა, რომ აბორტი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობაა. ადამიანების დახოცვაზე ნებართვის გაცემა იმის გამო, რომ ისინი პატარები არიან და თავის დაცვა არ შეუძლიათ,  უღირსი საქციელია ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ამის ლეგალიზებას ახდენს“, - დარწმუნებულია მარიუშ ძერჟავსკი.

1993 წელს მიღებული კანონი, რომელიც აბორტის გაკეთებას სამ შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად, კომპრომისად იქცა.

„1989 წლის შემდეგ, დემოკრატიის განვითარების კვალდაკვალ, კათოლიკური ეკლესია ძლიერ პოლიტიკურ მოთამაშედ იქცა. კანონი, რომელიც აბორტების შეზღუდვას ითვალისწინებდა, ეპისკოპოსმა და მაშინდელმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთში შეათანხმეს. ახლა ხელისუფლების სათავეში კონსერვატიული პარტიაა [„უფლება და სამართლიანობა“], მაგრამ ცენტრისტებიც კი, რომლებიც „სამოქალაქო პლატფორმით“ არიან წარმოდგენილნი, მიიჩნევენ, რომ ეს კანონი „კომპრომისია“ და მის შეცვლას არ აპირებენ“, - ამბობს ლილიანა რელიგა.

„შავი“ პროტესტი

2016 წელს პოლონეთის სეიმმა პირველი მოსმენის შემდგომი განხილვისთვის მიიღო სამოქალაქო ინიციატივის პროექტი Stop aborcji (შეაჩერე აბორტი), რომელიც ითვალისწინებს აბორტის სრულ აკრძალვასა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ორსულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება) და იმ ქალების სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებიც მას ჩაიდენენ. ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი აქციები დაიწყო, რომელთაც შემდეგ  Czarny poniedziałek („შავი ორშაბათი“) ეწოდათ. მათ სხვა ქვეყნების ქალებიც უჭერდნენ მხარს. 

ამ აქციებმა დიდი ზეგავლენა მოახდინეს. პროექტი, რომელიც აბორტის სრულიად აკრძალვას ითვალისწინებდა, უარყვეს, ხოლო ლეგალიზაციის მომხრეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

„შავმა პროტესტმა“ პოლონურ საზოგადოებაზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. მასობრივი დემონსტრაციების, საჯარო გამოსვლების, იმ ქალების ამბების წყალობით, რომლებმაც ორსულობა შეწყვიტეს, ორმაგად  (ოციდან ორმოც პროცენტამდე) გაიზარდა აბორტის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერთა რიცხვი. ბოლო გამოკვლევამ აჩვენა, რომ პოლონელების 55-69 %-ს მიაჩნია, რომ კანონი უფრო ლიბერალური უნდა იყოს“, - ამბობს ლილიანა რელიგა, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ქალთა ფედერაცია და ოჯახის დაგეგმვა“.

მანამდე კი პოლონელ ქალებს არჩევანის საშუალება არა აქვთ. ისინი ამჯობინებენ თავიანთი გამოცდილების შესახებ არ მოყვნენ, რადგან ეშინიათ სტიგმატიზაციისა და საჯარო გაკიცხვის.  „ჩემი ოჯახი ძალიან მორწმუნეა. ნამდვილად არ მაპატიებდნენ. ამას არც ვიხსენებ, რადგან აბორტი პოლონეთში ძალიან მძიმე თემაა“, - აღიარებს პატრიცია და ითხოვს მისი სახელი შევცვალოთ. ამასვე ითხოვენ დანარჩენები.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Обрабатывающие предприятия Москвы увеличили производство почти на 18 процентов


Спорт в России и мире
Москва

Тулячка заняла первое место в международных спортивных играх детей городов-героев


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

ATP представила новые правила парного тенниса


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии «зеленой» экономики в РФ





Путин в России и мире
Москва

Что действительно говорил В. Путин о Нагорном Карабахе?


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске одобрен проект соглашения о системе таможенного транзита ЕАЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Deep Purple

Deep Purple — Portable Door



Москва

Врач Тяжельников рассказал о рекомендациях на разговение на Пасху

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net