ჰკითხეთ ოპოზიციას, სვამენ თუ არა ტოლობის ნიშანს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები?
ჰკითხეთ ოპოზიციას, სვამენ თუ არა ტოლობის ნიშანს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები? – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმად, ოპოზიციის ნაწილი 130/20 მოდელზე შეთანხმების შემთხვევაში, პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ელოდება.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად მუშაობს.
„ისინი არჩევნებს გამოძიებას უკავშირებენ? მაშინ გთხოვთ, დაუბრუნდეთ ამ რესპოდენტებს კითხვა და ჰკითხეთ, სვამენ თუ არა ტოლობის ნიშნებს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები. მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად მუშაობს, როგორც ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველა დემოკრატიაში ხდება,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რა პროპორციით განაწილდება მანდატები პარლამენტში, თალაკვაძემ უპასუხა, რომ 40%-იანი ბარიერის კანონმდებლობაში ასახვა, ამ საკითხს მეორეხარისხოვანს ხდის. მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაჟორიტარების რაოდენობა 40 იქნება თუ 50.
„40% იანი პრინციპის ასახვა კანონმდებლობაში პრაქტიკულად, მეორე და მესამეხარისხოვანს ხდის პროპორციის განაწილებას. იქნება ეს 40 მაჟორიტარი თუ 50, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველას ვთხოვ, რომ მედიაში დეტალებზე ფრაგმენტული მსჯელობის გამართვას, სჯობს დროულად გამართონ მოლაპარაკებები და შემდეგი დიალოგისთვის მოემზადონ,“ – განაცხადა თალაკვაძემ.