ფილიპინებზე გაათავისუფლეს მძევლები, რომლებიც დღეს აიყვანა სავაჭრო ცენტრის ყოფილმა მცველმა
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაათავისუფლეს მძევლები, რომლებიც დღეს დილით აიყვანა სავაჭრო ცენტრის მცველმა. თავად ის პოლიციას ჩაბარდა.
მთლიანობაში მძევლად იყო აყვანილი 30-მდე ადამიანი, - იტყობინება ფილიპინების მედია. სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიჭრა.
მძევლები აყვანილ იქნენ სავაჭრო ცენტრში, რომელშიც ადრე მუშაობდა მცველი და საიდანაც ახლახან გაათავისუფლეს. მანილის მერის, ფრენსის ზამორას თქმით, მოძალადე შეეცადა, ყოფილი კოლეგები დაერწმუნებინა, მის მხარეზე გადასულიყვნენ, მაგრამ არავინ დათანხმდა.
მძევლები გაათავისუფლეს ძალის გამოუყენებლად, პოლიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ.