თბილისში "ლიბერთი" ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე "ლიბერთი" ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაშავებული არავინაა.
ამ ეტაპზე უცნობია, წაღებულია თუ არა ბანკიდან თანხა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 (ყაჩაღობა) და 236 (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით დაიწყო.