Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2023

Новости за 22.07.2023

ინდოეთის მაჰარაშტრის შტატში მომხდარი მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

Radiotavisupleba.ge 

მაშველებმა კიდევ ხუთი გვამი იპოვეს ინდოეთის დასავლეთში მდებარე მაჰარაშტრის შტატში მომხდარი მეწყრის შემდეგ. საერთო ჯამში დაღუპულად ითვლება მინიმუმ 22 ადამიანი. ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან სავარაუდოდ ბევრი ადამიანია მოყოლილი შენობების ნანგრევებში. მეწყერი ოთხშაბათს ღამით ჩამოწვა სოფელ ირშალვადიში. მეწყრის შედეგად სოფელში 50 სახლიდან 17 მიწით დაიფარა. ხუთშაბათს ხელისუფლება იძულებული გახდა, კოკისპირული წვიმებისა და ახალი მეწყრის საფრთხის გამო შეეწყვიტა სამაშველო სამუშაოები. Читать дальше...

"ევროპის ისტორიის ახალი თავი უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება" - ურზულა ფონ დერ ლაიენი

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ნიუ-იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას თქვა, რომ დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი ისეთ ქვეყნებში იწერება, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო დ ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისი თქმით, ევროკავშირის ისტორია ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორიაა და ისინი ერთად ძლიერდებიან. მათ შორის არის გერმანიის და იტალიის ისტორიაც, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ასევე დიქტატურიდან - დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიისა და საბერძნეთის გზის ისტორია. Читать дальше...

ყირიმში ხანძარია, იტყობინებიან აფეთქებებზე საბრძოლო მასალების საწყობში

Radiotavisupleba.ge 

ანექსირებულ ყირიმში, კრასნოგვარდეისკის რაიონში, ხანძარი გაჩნდა სავარაუდოდ დრონის თავდასხმის შემდეგ, ასევე ვრცელდება ინფორმაცია საბრძოლო მასალის აფეთქების შესახებ. ტელეგრამის რამდენიმე არხი აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც ჩანს კვამლი და აფეთქებები. ვარაუდობენ, რომ ლაპარაკია სამხედრო აეროდრომზე სოფელ ოქტიაბრსკში, რომელიც ყირიმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე იწვის ნავთობის ბაზაც. რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა... Читать дальше...



მეტრო „ვარკეთილთან“ მამაკაცმა მეგობარი ყელის არეში დაჭრა

News.ge 

თბილისში, მეტრო „ვარკეთილთან“ მამაკაცმა მეგობარი ყელის არეში დაჭრა და გაიქცა. დაჭრილი მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინგლისის ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი დაარქვეს

Radiotavisupleba.ge 

„ბიბისის“ ცნობით, ინგლისში, ესექსის საგრაფოს ქალაქ ჰარლოუში ერთ-ერთ ქუჩას, მეხუთე ავენიუს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სახელი მიენიჭა და მას „მეხუთე ავენიუ – ზელენსკის ავენიუ“ ოფიციალურად ეწოდა. გამზირისთვის სახელწოდების მინიჭების ცერემონიას დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო უნდა დასწრებოდა, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქუჩის ახალი სახელწოდების აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ჰარლოუს დეპუტატი რობერტ ჰალფონი. Читать дальше...

პრიგოჟინმა ბელარუსში დაარეგისტრირა "ქონების მართვის კომპანია"

Radiotavisupleba.ge 

სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, რომელმაც მოსკოვის წინააღმდეგ გასულ თვეში აჯანყება მოაწყო, ბელარუსში შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია "Concord Management and Consulting"-ი დააარსა. გამოცემა Reform.by-ის ცნობით, კომპანია მოგილევის რეგიონულმა აღმასკომმა 19 ივლისს დაარეგისტრირა. მისი რეგისტრაციის მისამართი მდებარეობს ოსიპოვიჩის რაიონთან ახლოს მდებარე სოფელში, რომლის მახლობლად არის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების საველე ბანაკი, სადაც ისინი გადავიდნენ აჯანყების შემდეგ, ბელარუსის ხელისუფლებასთან შეთანხმებით. Читать дальше...



დონეცკის რეგიონში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა, რომ ბოლო დღის განმავლობაში უკრაინის მიერ კონტროლირებად რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ორი ბავშვი დაიღუპა სოფელ დრუჟბაში, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაავრცელა. სავარაუდოდ, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის არის ნიუ-იორკის დასახლების ოთხი მცხოვრები. შაბათს ღამით რუსეთი დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რაიონებს დაესხა თავს. Читать дальше...

გერმანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, დაეხმაროს პოლონეთს საფრთხის შემთხვევაში

Radiotavisupleba.ge 

გერმანია მხარს დაუჭერს პოლონეთს, თავის მოკავშირეს ნატოში, იმ შემთხვევაში, თუ ვარშავას მეზობელი ბელარუსის ტერიტორიიდან სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ თავდასხმის საფრთხე შეექმნება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მას ჰკითხეს, როგორ რეაგირება ექნებოდა გერმანიას პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. „ჩვენ ყველანი ერთად ვართ, მჭიდროდ კოორდინაცია გვაქვს არა მხოლოდ თავდაცვის მინისტრების დონეზე, არამედ სხვა შემთხვევებშიც. Читать дальше...

ISW: გირკინის დაკავება კრემლის დაჯგუფებებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილებას ადასტურებს

News.ge 

ომი შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ყოფილი ე.წ თავდაცვის მინისტრის იგორ სტრელკოვ-გირკინის დაპატიმრება „კრემლის დაჯგუფებებს შორის ძალთა ბალანსის ცვლილებაზე მიანიშნებს“. როგორც ISW-ის ანგარიშშია ნათქვამი, შესაძლოა, სახეზე იყოს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) რეპუტაციის გაფუჭების მცდელობები, რომელშიც გირკინი მსახურობდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გირკინი 21 ივლისს დააკავა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ამ... Читать дальше...

"როიტერსი": აშშ უკრაინას 400 მლნ დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს

Radiotavisupleba.ge 

სამშაბათს, 25 ივლისს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადებს, - ინფორმაციას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. ახალი დახმარება მოიცავს არტილერიას, საჰაერო თავდაცვის რაკეტებსა და სახმელეთო მანქანებს. მათ შორის, Stryker-ის რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორს, ნაღმების გასაწმენდ მოწყობილობას, საბრძოლო მასალას სარაკეტო სისტემებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს და ახვა. „როიტერსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით ასევე წერს... Читать дальше...

თემურ ჭყონია: დავანებოთ პოლიტიკურ თემებს თავი, რაშიც ხშირ შემთხვევაში კახა კალაძეს არ ვეთანხმები, მაგრამ ასეთი გამწვანებული თბილისი არასდროს ყოფილა

News.ge 

ბიზნესმენი თემურ ჭყონია თბილისის მერის საქმიანობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ დედაქალაქი ასეთი გამწვანებული, როგორიც დღესაა, არასდროს ყოფილა. ამის შესახებ მან BMG-სთან ინტერვიუში კახა კალაძესთან მეგობრობასა და პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კახა კალაძე მისი მეგობარია და როგორც თბილისის მერი ძალიან მოსწონს. „დავანებოთ პოლიტიკურ თემებს თავი, რაშიც ხშირ შემთხვევაში ...

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყება 

Radiotavisupleba.ge 

24 ივლისიდან, ონკოპაციენტი ბავშვების ოჯახებს შეეძლებათ უკვე მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავიანთი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ. მისი თქმით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება და გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ შესაძლებელი იქნება მისი რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება. Читать дальше...

“საქართველოსთვის”: 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გავერთიანდებით

News.ge 

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ განცხადება პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. “ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი”. – წერს პარტია საქართველოსთვის Facebook-ის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა” პოლიტიკური ალიანსი შექმნეს. გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა “გამარჯვების პლატფორმა” დააფუძნეს.

ათასობით ადამიანი იერუსალიმისკენ მიემართება სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად

Radiotavisupleba.ge 

ისრაელში დაახლოებით ათი ათასი ისრაელელი შეუერთდა საპროტესტო მსვლელობას სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ - ისინი მესამე დღეა თელავივიდან იერუსალიმისკენ მიემართებიან. Associated Press-ის ცნობით, ოთხკილომეტრიანი კოლონა, ეროვნული დროშებით ხელში, ისრაელის მთავარი მაგისტრალს მიუყვება. ჰაერის ტემპერატურა გზაზე დაახლოებით 35°C-ია. ქალაქებს შორის მანძილი კი 60 კილომეტრზე მეტია. აქციის მონაწილეებმა გზაში ორი ღამე გაათენეს და გეგმავენ იერუსალიმში ჩასვლას შაბათს საღამოს, 22 ივლისს. იქ ისინი აპირებენ... Читать дальше...

“ხვალ უკვე მაგარი ჰიტი იქნება” – პაატა გულიაშვილმა ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო

News.ge 

მსახიობმა პაატა გულიაშვილმა „რუსთავი 2-ის“ იუმორისტულ ჯგუფთან ერთად ახალ სიმღერაზე ვიდეორგოლი გადაიღო. ახალი ნამუშევარი მსახიობმა საკუთარ გადაცემაში – „პაატა გულიაშვილის შოუში“ წარადგინა. სიმღერის სახელწოდებაა „მომეფერე, იცი როგორ მჭირდები“. ვიდეორგოლს სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს: „ძალიან კარგია. ხვალ უკვე მაგარი ჰიტი იქნება“.. „უნიჭიერესი და მაგარი ადამიანი“ – წერენ კომენტარებში.

შეიძლება თუ არა ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა

News.ge 

პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ვაზიანის აეროდრომზე საერთაშორისო აეროპორტის აშენების იდეა განიხილება,­ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. პრემიერი აქცე­ნტს ეკონომიკურ ასპექტზე აკეთებს, რადგან­ მთავრობის “ამბიციური გადაწყვეტილების”,­ საქართველო “რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახდეს, შესასრულებლად საერთაშორისო­ დონის აეროპორტის აშენებაა საჭირო და ამისთვის “იდეალურ ადგილად” ვაზიანის­ აეროდრომს ასახელებს. ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპრო­ფილური სამხედრო ბაზაა. აქვეა... Читать дальше...

დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი 2024 წლის 20 მაისს დაიწყება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე  მომავალი წლის 20 მაისს დაიწყება. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს ოლქის მოსამართლემ ეილინ ქენონმა მიიღო. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ტრამპის ადვოკატები ამ თარიღის წინააღმდეგი იყვნენ და აცხადებდნენ, რომ სასამართლო პროცესი 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ჩატარებულიყო. საქმის სასამართლო განხილვები საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში დაიწყება. ტრამპის სპიკერის განცხადებით... Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას

News.ge 

ყირიმის ხიდი სამიზნეა, რომელიც ნეიტრალიზებული უნდა იქნას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე ვიდეოჩართვით გამოსვლისას განაცხადა. „მიზანია მთელი ყირიმის დაბრუნება, ვინაიდან ეს ჩვენი სუვერენული ტერიტორიაა. ქერჩის ხიდი რამე პატარა ლოჯისტიკური გზა არაა. ის საბრძოლო მასალის მიწოდებისთვისა და ყირიმის მილიტარიზაციისთვის გამოიყენება. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს მტრის ობიექტია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფარგლებს მიღმა აშენდა, ...

სომხეთის პრემიერ-მინისტრი: სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე "სავარაუდოა"აზერბაიჯანთან კიდევ ერთი ომი

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ახალი ომი კვლავ დიდი ალბათობით მოსალოდნელია, თუ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ დაიდო. "სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და ასეთი ხელშეკრულება არ არის რატიფიცირებული ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ, რა თქმა უნდა, [ახალი] ომი [აზერბაიჯანთან] ძალიან სავარაუდოა", - თქვა ფაშინიანმა AFP-სთან ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა 21 ივლისს. მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო ომი ორ ქვეყანას შორის 2020 წლის ბოლოს... Читать дальше...

ზელენსკი: რუსეთის არმიის მიერ დაბომბვის შედეგად უკრაინაში ორი ბავშვი და ორი ქალი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ორი ბავშვი და ორი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა უკრაინაში, რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის დაშენის  შედეგად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა მოსახლეობისადმი თავის ყოველდღიურ მიმართვაში. დონეცკის ოლქის სოფელ დრუჟბაში, ჭურვი ეზოში ჩამოვარდა, სადაც 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგონა იმყოფებოდნენ. ბავშვებმა სასიკვდილო დაზიანებები მიიღეს. ასევე დაიჭრა ხანდაზმული ქალი იმავე ოჯახიდან. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩერნიგოვის რაიონის სოფელ გონჩაროვსკოეში, ჭურვებმა ორი ქალი იმსხვერპლა. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Самсонова обыграла Александрову и вышла в финал турнира WTA в Хертогенбосхе


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Козлов: Россия и КНДР прорабатывают возможность запуска прямых рейсов





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Найк Борзов

Братья Грим и Найк Борзов зажгут в Нижегородской области на Дне молодежи



Москва

Паркинг с оригинальным фасадом построят в подмосковном ЖК «1-й Южный»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net