Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Февраль
2022

Новости за 15.02.2022

ბლინკენმა ლავროვთან საუბარში მოითხოვა "რეალური დეესკალაცია"

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი „უახლოეს დღეებში“ უპასუხებს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინადადებებს უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განუცხადა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბარში, რომელიც სამშაბათს შედგა. აშშ-მა და ნატომ ადრე რუსეთს გადასცეს პასუხი მის მოთხოვნებზე ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკმაყოფილება გამოხატა ამ პასუხებთან დაკავშირებით... Читать дальше...

უცხოელი მოხალისეები და ინსტრუქტორები - ვინ უჭერს მხარს რეკრუტირებას უკრაინაში?

Radiotavisupleba.ge 

ვიდრე დაძაბულობა და რუსეთის მორიგი ინტერვენციის საფრთხე იზრდებოდა, უკრაინას დასაცავად არაერთი ქვეყნის მოქალაქემ მიაშურა.

პუტინი: მე ამოვალ იქიდან, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად …

News.ge 

რუსეთის დუმის მოწოდებაზე პრეზიდენტისადმი, აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დეპუტატები ზუსტად გრძნობენ საზოგადოებრივ აზრს. „სახელმწიფო დუმაში კენჭისყრა, ვფიქრობ, ასე თუ ისე, დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ამასთან, რადგან პარლამენტის დეპუტატები, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, რუსეთშიც ორიენტირებულები არიან საზოგადოებრივ აზრზე, თავისი ამომრჩევლის მოსაზრებებზე“, – განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, სრულიად აშკარაა, ...



უკრაინაში კიბერთავდასხმა განხორციელდა თავდაცვის სამინისტროს, სხვა უწყებებისა და ბანკების ვებსაიტებზე

Radiotavisupleba.ge 

კიბერთავდასხმების შედეგად 15 თებერვალს შეფერხდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის რამდენიმე სამინისტროსა და ბანკის ვებსაიტების მუშაობა. ამის შესახებ უკრაინის მთავრობა იტყობინება. თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე „სავარაუდოდ განხორციელდა DDoS შეტევა, როცა წამში დიდი რაოდენობის მოთხოვნები აღირიცხა,“ განაცხადა სამინისტრომ ტვიტერზე და დასძინა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები პრობლემის გადასაჭრელად. ოფიციალური კომუნიკაციისთვის სათადარიგო ვარიანტებად გამოიყენება სამინისტროს ფეისბუკისა და ტვიტერის ანგარიშები. Читать дальше...

დონბასის "სახალხო რესპუბლიკების“ ცნობას დუმის იმ დეპუტატებმაც დაუჭირეს მხარი, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ

Radiotavisupleba.ge 

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ცნობას რუსეთის სახელმწიფო დუმაში კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს იმ დეპუტატებმაც კი, რომლებიც არ იმყოფებდნენ სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ Telegram-ის ერთ-ერთი არხი იტყობინება რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის დეპუტატთა სიაზე დაყრდნობით. მედიის თანახმად, ფრაქციის მინიმუმ ორი წევრი, გენადი ზიუგანოვი და სერგეი ობუხოვი, სახელმწიფო დუმის სხდომას არ ესწრებოდა. მაგრამ კენჭისყრის სიაში მითითებულია, რომ მათ დადებითი ხმა მისცეს. ობუხოვმა დაადასტურა... Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ღორის აფრიკული ჭირი ისევ დადასტურდა

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინერიის განყოფილების უფროსის აცამაზ თედეევის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ღორის აფრიკული ჭირის ახალი კერა დადასტურდა. ამჯერად ღორები ზნაურის რაიონში დაიხოცნენ.  „ზნაურის რაიონის სოფელ ყორნისში ღორების დაღუპვა დაფიქსირდა, იქ სამი ღორი მოკვდა, ოთხის ლიკვიდაცია კი იძულებით მოხდა. დახოცილი ცხოველების პათოლოგიური მასალა შეირჩა და კვლევისთვის გაგზავნეს რუსეთის ფედერაციის კროპოტკინის ვეტერინარულ ლაბორატორიაში, რომელმაც დაადასტურა ღორის აფრიკული ჭირით ინფექცია. Читать дальше...

ოკუპირებული ცხინვალის შემნახველ ბანკში საპენსიო თანხებს ითვისებდნენ - დე ფაქტო პროკურატურა

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტმა შემნახველი ბანკის ორი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დე ფაქტო პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ბანკის თანამშრომლები ეჭვმიტანილები არიან თაღლითობასა და თანხის მითვისებაში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. საუბარია დიდი რაოდენობით თანხის მითვისებაზე. გამოძიების ცნობით, შემნახველი ბანკის თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი სალარო ორდერები, თანხების გაცემასთან დაკავშირებით და პენსიონერების ანგარიშებიდან იპარავდნენ ფულს... Читать дальше...



რუსული ბიოპოლიტიკის მძევალი ბავშვები

Radiotavisupleba.ge 

ფიგურული სრიალის რუსი ვარსკვლავის, არასრულწლოვან კამილა ვალიევას ოლიმპიური დოპინგ-სკანდალის შემდეგ სოციალური ქსელების რუსულ სივრცეში დაიწყო სპორტსმენის ცნობილი მწვრთნელის, ეთერი თუთბერიძისა და მისი სამწვრთნელო შტაბის მასობრივი მხილება-ბრალდების კამპანია. სპორტის მოყვარულები წერენ, რომ მწვრთნელი დამნაშავეა ახალგაზრდა სპორტსმენების „ცხოვრების დანგრევაში“, ასევე იხსენებენ თუთბერიძის ხისტ გამონათქვამებსა და მის მიერ „დაღუპულ“ სხვა სპორტსმენებს. რამდენიმე დღეა, ჰეშტეგი #позорТутберидзе (#სირცხვილითუთბერიძე) ლიდერობს რუსულენოვანი ტვიტერის თემებში. Читать дальше...

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

Radiotavisupleba.ge 

„ლელო"-ს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილი წევრი ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება. „მე მინდა, მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა! მინდა მივმართო ყველა ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მათ, ვინც მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძეს, სამართლიანობის მხარეს დადგა. ეს იქნება პრინციპული ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ამ ბრძოლას... Читать дальше...

ჯაფარიძე დეპუტატის მანდატის შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის მიერ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პარტია „ლელო“-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. „ეს არის მიტაცებული სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც რაიმე კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, შეფასება არის ერთადერთი, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას იმისათვის... Читать дальше...

მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიადის მოკლე პროგრამაში მეათე ადგილი დაიკავა

Radiotavisupleba.ge 

პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრება დაიწყო და მოკლე პროგრამაში, საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ცხრამეტი წლის სპორტსმენმა მსაჯებისგან 65.40 ქულა მიიღო და ოცდაათ მონაწილეს შორის მეათე ადგილი დაიკავა. დღევანდელი შედეგებით, ლიდერი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი კამილა ვალიევაა, რომელიც გუნდური შეჯიბრების მონაწილეთა დოპინგ-გამოკვლევის შემდეგ, აკრძალული პრეპარატის მიღებაშია ეჭვმიტანილი და თუ ეს დაუმტკიცდა... Читать дальше...

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში მენავთობეები გაიფიცნენ

Radiotavisupleba.ge 

15 თებერვალს ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, სადაც იანვარში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, გაიფიცნენ ნავთობკომპანია „ოზენმუნაიგაზის“ მუშები. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ავტოსადგურზე, საიდანაც ისინი ჩვეულებრივ მიჰყავთ ხოლმე ნავთობის საბადოებზე. ორგანიზაციის თანამშრომლებმა დამქირავებლისგან მოითხოვეს შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, გაფიცულები ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეწყდეს წამება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იანვრის მიტინგების დროს დაპატიმრებულები. „დამწუხრებული ვართ... Читать дальше...

მანდატების გაუქმება - ვინ, როდის, როგორ კითხულობს კონსტიტუციას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერების სია კიდევ სამი დეპუტატით შემცირდა. ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატები 15 თებერვლის სხდომაზე შეუწყდათ, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის გამართული რამდენიმესაათიანი მწვავე კამათის შემდეგ.

კობახიძე ოპოზიციას: ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა გვეხვეწებიან,  არ გავუშვათ

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის სამი წარმომადგენლისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან გაიხსენა, რა პოზიცია ჰქონდა ოპოზიცის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.  „ნახევარ წელიწადზე მეტი გაატარებინეს ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში და მთელი დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება. Читать дальше...

შოლცის თქმით, უკრაინის გარშემო კრიზისის დიპლომატიის გზით მოგვარება შესაძლებელია

Radiotavisupleba.ge 

კრემლში დასრულდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის. როგორც შოლცმა აღნიშნა, ის მოსკოვში ჩავიდა უკრაინის გარშემო კრიზისის დროს. „ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ (რუსეთის) 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე აშკარა მიზეზის გარეშე არის თავმოყრილი უკრაინის საზღვრებთან. მთავარია, არ დაიწყოს ომი,“ თქვა მან. ცნობას იმის შესახებ, რომ დაიწყო უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების ნაწილის გაყვანა, მან კარგი ნიშანი უწოდა. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს რუსეთთან მოლაპარაკებები... Читать дальше...

მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე: სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს

Radiotavisupleba.ge 

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება თანაგუნდელის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. ის წერს, რომ უჩნდება უსამართლობის განცდა, როდესაც მსგავსი პოლიტიკური დევნის მაგალითს ხედავს. „უსამართლობის განცდა, კანონის ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური დევნა, რაც გეუფლება, როცა უყურებ როგორ მოუხსნეს ბადრი ჯაფარიძეს საპარლამენტო მანდატი, სირცხვილია როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება. ქვეყნის უპერსპექტივობა... Читать дальше...

ღამის კლუბებს მუშაობის განახლება 5 მარტიდან შეეძლებათ

Radiotavisupleba.ge 

ღამის კლუბებს მუშაობის განახლება 5 მარტიდან შეეძლებათ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ღონისძიების გამართვა 4 მარტის ღამეს, 00:00 საათიდან შეიძლება. კლუბებში დაიშვება მხოლოდ შესაძლო რაოდენობის 60 პროცენტი. "როგორც ცნობილია, "ომიკრონის" შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.... Читать дальше...

ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტმა აირჩია ცესკოს თავმჯდომარე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი პროფესიული წევრი. ცესკოს მომავალი 6 თვის განმავლობაში გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებს, მასზე პარლამენტმა ორ მოქმედ წევრს - მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი. ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები პარლამენტმა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით ხელმეორე კენჭისყრაზე აირჩია. რაც იმას ნიშნავს, რომ არჩეული პირები თანამდებობებს ხუთი წლის ნაცვლად, კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ. Читать дальше...


Музыкальные новости
Концерт

Концерт «Стихи войны и мира. Баллада о своих»





Персональные новости
Динамо

"Динамо" и "Зенит" назвали стартовые составы на матч 26-го тура РПЛ





საქართველოს პარლამენტთან მოქალაქეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს წინ საქართველოსა და უკრაინის დროშებითა და პლაკატებით მივიდნენ. „აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ვაპროტესტებ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მინდა, რომ მსოფლიოში მშვიდობა იყოს. უკრაინელმა ხალხმა მინდა იცოდეს, რომ აქ მათ ჩვენ ვგულშემატკივრობთ და მათთვის გვიფეთქავს გულები", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნანა ამისულაშვილი. სოლიდარობის აქციას ადგილობრივებთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც შეუერთდნენ. Читать дальше...

ივანე ჩხაიძე - "გვქონდა მოლოდინი, რომელიც ილუზიად იქცა, რომ 2021 წლის ბოლომდე მოვახერხებდით მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას"

Radiotavisupleba.ge 

"არა მგონია, საქართველოს რაიმე სხვა არჩევანი ჰქონდეს: ვაქცინაცია რჩება ნომერ პირველად და ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა და სხვა" - ამბობს ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.

პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე 76 ხმით, 1-ის წინააღმდეგ აირჩია. მეორე კანდიდატმა, ემზარ გაგნიძემ 6 ხმა მიიღო, 2-ის წინააღმდეგ. კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს. მანამდე ის ხელმძღვანელობდა გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს. Читать дальше...

პარლამენტმა ლელა ჯანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად აირჩია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი აირჩია. ეს ის სამსახურია, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, 1 მარტიდან უნდა შეიქმნას. პარლამენტს ამ თანამდებობაზე პრემიერმა ორი კანდიდატურა - ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა. მათ შორის დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა: ლელა ჯანაშვილი: მომხრე - 77; წინააღმდეგი - 2; თამარ ალფაიძე: მომხრე - 4; წინააღმდეგი - 3. ეს გადაწყვეტილება წინსწრებით იყო ცნობილი... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ეწინააღმდეგება

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუკის" გვერდზე მოკლე განცხადება გამოაქვეყნა. ის წერს, რომ არ ეთანხმება დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას: "არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!"- - წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს 15 თებერვალს პარლამენტმა, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, კენჭი უყარა და უფლებამოსილება შეუწყვიტა დეპუტატებს შალვა ნათელაშვილმა და ბადრი ჯაფარიძეს. Читать дальше...

ოლაფ შოლცმა ემანუელ მაკრონის მსგავსად უარი თქვა რუსულ PCR ტესტზე

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც სამშაბათს მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა მოსკოვში, უარი თქვა COVID-19-ის რუსული PCR ტესტის გაკეთებაზე. ამის ნაცვლად შოლცმა რუსეთში ჩაფრენის შემდეგ ანალიზი გააკეთებინა ექიმს გფრ-ს საელჩოდან, მაგრამ რუსეთის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა თანდასწრებით. ამას გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa აღნიშნავს გერმანიის დელეგაციის წყაროებზე დაყრდნობით. კორონავირუსის ტესტი სავალდებულო მოთხოვნაა კრემლში სტუმრობისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о строительстве спортивных объектов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA предвкушает дуэль Елена Рыбакина — Юлия Путинцева на турнире в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Вокруг парка на электромобиле: что будет доступно напрокат в Москве





Путин в России и мире
Москва

Пашинян подготовил "подарок" Путину к его инаугурации. Запад будет доволен


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Кличко не видел Зеленского с начала конфликта с Россией


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Владимир Высоцкий

Что Золотухин рассказывал про некрасивые тайны Таганки и почему Высоцкий его не простил



Москва

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net