Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2021

Новости за 19.03.2021

ვაქცინაცია მხოლოდ რეანიმაციული განყოფილების მქონე დაწესებულებებში გაგრძელდება

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდება, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბროფინგზე ისაუბრა. "გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა მოხდა დროულად, ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება და პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური... Читать дальше...

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, -ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.  "პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების  შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად",- ნათქვამია განცხადებაში. თეა წულუკიანი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს თავმჯდომარეობს. Читать дальше...

ბელარუსის ხელისუფლებამ შეზღუდა დაშვება ციხანოუსკაიასთან დაკავშირებულ საიტზე

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში შეიზღუდა საიტ „ჰოლოსზე“ დაშვება, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს, სვიატლანა ციხანოუსკაიას მოწოდებით, მხარი უნდა დაეჭირათ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გამართვის ინიციატივისთვის. საინტერნეტო გამოცემა TUT.BY.-ის თანახმად, 19 მარტის დილიდან МТС-ის და life-ის მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ ვერ უკავშირდებოდნენ საიტს. ყოველი მცდელობის დროს საიტზე ჩნდებოდა გამაფრთხილებელი წარწერა, რომ „რესურსზე წვდომა შეზღუდულია ბელარუსის რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით“. თუმცა „ჰოლოსის“ გვერდი სხვა ოპერტორებთან ჩვეულებრივ იხსნება. Читать дальше...



უნგრეთი ახანგრძლივებს მკაცრ შეზღუდვებს COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს ქვეყანაში მოქმედი მკაცრი აკრძალვა, რომლის ვადა 21 მარტს იწურება. უნგრეთში მარტის დასაწყისიდან დახურულია სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა, ასევე რესტორნები, სპორტდარბაზები და სავაჭრო ცენტრები. მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები და სკოლები სულ მცირე 7 აპრილამდე ვერ შეძლებენ მოწაფეთა მიღებას. 19 მარტს ქვეყანაში კორონავირუსის 10 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა... Читать дальше...

ტანზანიის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი გახდა

News.ge 

ტანზანიის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი გახდა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს ქალაქ დარ-ეს-სალამში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამია სულუჰუ ჰასანი აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყნის, ტანზანიის პირველი ქალი პრეზიდენტია. შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ პომბე მაგუფული 61 წლის ასაკში გულის დაავადებისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, ვრცელდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ტანზანიის პრეზიდენტი კორონავირუსით იყო ...

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 8 სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

News.ge 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 8 სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. დაკავებული 5 პირიდან 4 ბრალდებულს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს – მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ...

შსს: 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

News.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ... Читать дальше...

ხაბაროვსკში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ნავალნის შტაბის კოორდინატორის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორ ალექსეი ვორსინის წინააღმდეგ ხაბაროვსკში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მიტინგების შესახებ კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევის მუხლით. ამის შესახებ OVD-Info იტყობინება. მანამდე ვორსინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. როგორც ადვოკატი ანდრეი ბიტიუცკი ჰყვება, ვორსინთან დაკავშირებით შემოწმება ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასალები გადააგზავნა საგამოძიებო კომიტეტში, მაგრამ მან ისინი უკან დააბრუნა. Читать дальше...



HRW-მა აზერბაიჯანს მოუწოდა, გამოიძიოს ყველა ბრალდება სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ უკანონო მოპყრობის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

Human Rights Watch-მა (HRW) აზერბაიჯანს მოუწოდა, გამოიძიოს მის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა ბრალდება სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ უკანონო მოპყრობის თაობაზე შარშან შემოდგომაზე ორ მხარეს შორის შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში და დამნაშავეები დასაჯოს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა, ამის თაობაზე 19 მარტს გაავრცელა განცხადება. მასში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომეხ სამხედრო ტყვეებს „სასტიკად და დამამცირებლად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ მათი შეპყრობის, მათი ტრასპორტირების ან პატიმრობაში ყოლისას“. Читать дальше...

ზურაბ გურული: დღეს უკვე პრაქტიკულად არავინ კამათობს, რომ პოლიტიკური სარჩული იყო გადამწყვეტი ასტრაზენეკასთან დაკავშირებულ სკანდალში

News.ge 

რამდენიმე დღის წინ,  მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკურმა პროფესორმა, ზურაბ გურულმა შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: “ევროკავშირის ვაქცინ-ფიასკო და ბრიტებზე „შურისძიება“ ანუ რა მოხდა სინამდვილეში —————————————————- ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩემმა დღევანდელმა ლოგიკურმა სპეკულაციამ იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით, ასტრაზენეკასთან დაკავშირებული აურზაური ევროკავშირის გერმანო-ფრანგულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას წარმოადგენს „განდგომილი“ ბრიტანეთის მიმართ. Читать дальше...

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს  გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს შუადღისთვის გული მეორედ გაუჩერდა. 18 მარტს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი.

შეხვედრაზე ოპოზიცია ულტიმატუმებით მოვიდა, მოლაპარაკების რესურსი კიდევ არის დარჩენილი

News.ge 

“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი ირწმუნება, რომ დიალოგის პროცესში, “ქართული ოცნების” მხრიდან კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, ოპოზიციამ ულტიმატიმებს მიღმა საკითხების განხილვა არ ისურვა. დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, შეთანხმებისთვის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. “ქართული ოცნების” მხრიდან წარდგენილი და გადადგმული იყო ყველა რეალური, სამართლიანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კომპრომისულად, ზეპარტიული გადაწყვეტილებებით, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიგვეღო. იქ ულტიმატუმებით მივიდა ოპოზიცია... Читать дальше...

აჭარის 4 მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია შეჩერდა

Radiotavisupleba.ge 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეჩერდა აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში - ხულოში, ქედაში, შუახევსა და ხელვაჩაურში. ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში მიზეზს არ ასახელებენ და ამბობენ, რომ განმარტებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს. სავარაუდოდ მიზეზია, შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვისას პოტენციური რისკების პრევენცია. აჭარის რეგიონში ვაქცინაცია გრძელდება ბათუმსა და ქობულეთში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 15 მარტიდან აჭარაში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა ჯანდაცვის სფეროს 330 თანამშრომელი.

აშშ-ისა და ჩინეთის დიპლომატებს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა მათ პირველ შეხვედრაზე ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ისა და ჩინეთის დიპლომატებს შორის დაპირისპირება მოხდა მათ პირველ პირისპირ შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიკავა თანამდებობა. მიმომხილველთა აზრით, ამ შეხვედრამ ხაზი გადაუსვა იმედებს, რომ ჩინეთი ქცევას შეცვლის და შესაძლებელი იქნება დონალდ ტრამპის პერიოდში გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორება. გამხსნელი სიტყვა, რომელიც ჩვეულებრივ რამდენიმე წუთს გრძელდება ხოლმე, ამ შემთხვევაში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ალასკაში, ენკარაჯში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა... Читать дальше...

გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. მან დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გოგი წულაიას 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. პოლიტიკოსი გოგი წულაია ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. მოგვიანებით მას ბრალდება დაუმძიმდა. საქართველოს პროკურატურამ ბრალი გოგი წულაიას 18 მარტს წარუდგინა. ბრალდება... Читать дальше...

გია ვოლსკი: ოპონენტებს არ ჰქონიათ ამ კრიზისის განმუხტვის ინტერესი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის შეფასებით, ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებების დროს ოპოზიცია რომ ულტიმატუმით წარდგა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა აღიარა. „ულტიმატუმი არის, რომ ვაღიაროთ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა, თავზე ნაცარი დაიყაროს ხელისუფლებამ, გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, ვიდრე სააკაშვილი არ იქნება არჩეული და საპარლამენტო ტრიბუნაზე არ დალევს ყავას თუ ჩაის“, - უთხრა დღეს მედიას ვოლსკიმ. გია ვოლსკის შეფასებით... Читать дальше...

ბულგარეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთში - სოფიასა და პერნიკში - ხუთშაბათს დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი. ამის შესახებ ბულგარეთის ეროვნულმა ტელევიზიამ განაცხადა ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით. ტელეარხის თანახმად, სპეცოპერაცია ჩაატარა კონტრდაზვერვის სახელმწიფო სააგენტომ - „ეროვნულმა უსაფრთხოებამ“. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი შესაძლოა დაკავებულ იქნა სოფიასა და პლოვდივის გზაზე, - იუწყება წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი bTV. ტელეარხის ცნობით, ამისთვის ქვეყნის უდიდესი ქალაქიდან გამავალ გზაზე მგზავრებს სათითაოდ შეუმოწმეს საბუთები. Читать дальше...

“ქართული ოცნების” მხრიდან მიზანმიმართულ მავნებლობას ჰქონდა ადგილი, ეს იყო კატასტროფა

News.ge 

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკების პროცესი მიზანმიმართულად ჩაშალა. მისივე თქმით, ევროპულმა მხარემ ნათლად დაინახა, რომ “ქართულ ოცნებას” დემოკრატიული პერსპექტივა არ უნდა. “ქართულმა ოცნებამ” ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ევროატლანტიკურ ალიანსს. ეს იყო კატასტროფა, რაც გუშინ მათი მხრიდან ხდებოდა. არც კი მოსულა საკითხების სრული ჩამონათვალი ოპოზიციამდე, რადგან მმართველი გუნდის დესტრუქციული პოზიცია იმდენად გაუგებარი ...

ოპოზიციას უნდა იქამდე ჩავატაროთ არჩევნები, სანამ სააკაშვილი საპარლამენტო ტრიბუნაზე ჩაის არ დალევს

News.ge 

მოლაპარაკების ჩაშლის შესახებ ოპონენტთა შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. როგორც “ქართული ოცნება”, ისე ოპოზიცია, პასუხისმგებლობას მეორე მხარეს აკისრებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება სურს და მოლაპარაკების მაგიდასთან მათი ულტიმატუმებიც ამ მიზანს ემსახურებოდა. “უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტპატიმრები არსებობს, თავზე ნაცარი უნდა წაიყაროს ხელისუფლებამ, გადადგეს და ჩაატაროს იმდენი არჩევნები, სანამ არჩეული ...


Музыкальные новости
Бато Багдаев

Определят победителя на конкурсе театральных коллективов школ в УЛАН-УДЭ нс конкурсе детей Алтан Баг - Театр, Новости и Культура, Дети, Россия





Персональные новости
Сергей Собянин

Собянин: Московский городской транспорт на 100 процентов отечественный





პუნქტები არ არის მნიშვნელოვანი, პოლიტიკოსები არ იყვნენ მისული იქ შეთანხმების მიზნით

News.ge 

“გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების ჩაშლა მხარეთა განწყობამ გამოიწვია და არა კონკრეტულ პუნქტებზე შეუთანხმებლობამ. მისივე შეფასებით, მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკოსები შეთანხმების მიზნით არ იყვნენ მისულნი. “ჩემი აზრით, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ მისული შეთანხმების მიზნით, ამიტომ ვერ მოხდა. პუნქტები არ არის მნიშვნელოვანი, მინდა, რომ გამოვიდეთ ამ პუნქტების ტყვეობიდან. ნებისმიერ პუნქტზე, თუ მას შინაარსობრივად შევხედავთ, შესაძლებელია მოიძებნოს კომპრომისული ...

დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება

News.ge 

საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად აშშ-ის აქტიური ჩართულობაა საჭირო. „ველოდები სენატის ქვეკომიტეტის მოსმენას საქართველოს საკითხზე. 3 წლის წინ კონგრესს მივმართე, რომ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიეღოთ და ჩვენმა კარგმა მეგობრებმა ის კანონპროექტად წარადგინეს. ის დემოკრატიის დაცვითა და გაძლიერების მოწოდებით იწყება. დემოკრატიის უკუსვლის შესაჩერებლად ჩვენ ახლა აშშ-ის აქტიური ჩართულობა გვჭირდება,“ – წერს მარგველაშვილი სოციალურ ქსელ... Читать дальше...

საქართველოში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრილია 3642 ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა ჯანდაცვის სექტორის 3642-მა წარმომადგენელმა. ასაცრელად დარეგისტრირებულია 5158. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, "ასტრაზენეკას" ვაქცინით. 18 მარტს, საქართველოში დაისვა აცრის შესაძლო შეჩერების საკითხი, მას შემდეგ, რაც ახალციხეში ვაქცინირებულ ექთანს, წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკების მაგიდაზე რეალურად არაფერი იდო

Radiotavisupleba.ge 

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ამბობს, რომ მინიმუმ უსინდისობაა იმაზე საუბარი, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც და ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა მოლაპარაკების მაგიდაზე იდო რაღაც, რაშიც ღირდა ბოიკოტის გაცვლა. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე რეალურად არაფერი იდო: "1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. Читать дальше...

ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს შუადღისთვის გული მეორედ გაუჩერდა. საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 12:00 საათზე დადასტურდა ბიოლოგიური სიკვდილი. დილით, კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა მედიას აცნობა, რომ მოხერხდა პაციენტის გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, თუმცა, გულის ხელახლა გაჩერება ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი. 18 მარტს, ახალგაზრდა... Читать дальше...

ჩვენ რომ ვიყავით ჩართული მოლაპარაკებებში, ეს იყო გარკვეული კომპრომისი

News.ge 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ იმ პირობებში, როდესაც პარტიის თავმჯდომარე დაკავებულია, მათი მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართვა გარკვეული კომპრომისი იყო. აკაკი მინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ შემხვედრი ნაბიჯი არ გადმოდგა და მოლაპარაკების ჩაშლაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ “ქართულ ოცნებას” ეკისრება. “ჩვენ ვიყავით აქტიურად ჩართული მოლაპარაკებებში, ეს იყო ჩვენი მხრიდან გარკვეული კომპრომისი, რადგან პარტიის თავმჯდომარე, არჩეული 20 ათასზე მეტი ...

Спорт в России и мире
Москва

Псковичка стала призером соревнований по прыжкам в высоту в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Сервис email-маркетинга DashaMail интегрировал в свою экосистему конструктор виджетов LeadPlan





Путин в России и мире
Москва

Орбан посоветовал "не дергать русских за усы"


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия



Москва

Подозреваемый в убийстве гулявшего с внучками москвича сдался полиции

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net