Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2021

Новости за 06.03.2021

"BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი" – „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან, სადაც ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომა დამთავრდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს აპროტესტებენ, სადაც, სავარაუდოდ, ისმის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმები. ტელეკომპანიის ცნობით, ისინი, სატელეფონო საუბრისას, კონკრეტული პირების, მათ შორის, ბავშვების დასჯაზე ლაპარაკობენ, რადგან სოციალურ ქსელში მათ მიერ გაკეთებული კომენტარები არ მოეწონათ. ქართულ ოცნებასთან აქტივისტები მივიდნენ პლაკატებით... Читать дальше...

მდინარაძე: „ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ“

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, თავისი პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა, რომ ოპოზიცია მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ დათმობებზე წავა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ 6-პუნქტიანი დოკუმენტიდან, რაც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დათქმების შესრულების შემდეგ გაგრძელდება. „ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც კი... Читать дальше...

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი და 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ორწლიანი ციკლი მოგებით გახსნა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლისაბონში დაუპირისპირდა პორტუგალიის ნაკრებს და დაამარცხა ანგარიშით 29:16. ქართველთაგან ლელოები გაიტანეს მოდებაძემ, ბრეგვაძემ, მელიქიძემ, მამუკაშვილმა და ჯალაღონიამ. ორი გარდასახვა მიითვალა მათიაშვილმა. მეორე ტურის შეხვედრას ბორჯღალოსნები 14 მარტს, ისევ სტუმრად გამართავენ, ესპანეთის წინააღმდეგ.



თინეიჯერები სექსის შესახებ - ხუთი ამბავი

Radiotavisupleba.ge 

„არასრულწლოვანი“ და „სექსი“ - ეს ორი სიტყვა გვერდიგვერდ საზოგადოების მყისიერ აღშფოთებასა და განკითხვას იწვევს. ამ დროს სქესობრივი ცხოვრების მიმართ ინტერესი და მოთხოვნილება გაცილებით ადრე იღვიძებს, ვიდრე ბავშვები სრულწლოვანებას მიაღწევდნენ. საქართველოში სექსუალური განათლების გაკვეთილები არ არსებობს, მოზარდები ინფორმაციას ინტერნეტში ეძებენ და საკუთარ მოთხოვნილებებს არცთუ ისე უსაფრთხო სიტუაციებში იკვლევენ. ხუთი ახალგაზრდა გველაპარაკა იმაზე, თუ რა კითხვები და საჭიროებები გაუჩნდათ, როცა საქმე სექსთან მივიდა. Читать дальше...

მოლდოვა პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც კოვიდ-19-ის ვაქცინა COVAX-ის პროგრამით მიიღო

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, პირველმა ევროპაში, მიიღო AstraZeneca-ს ვაქცინა მსოფლიო სქემის, ღარიბი ქვეყნებისთვის შექმნილი პროგრამის, COVAX-ის გზით. სანდუმ ტვიტერით დაწერა, რომ 14400 დოზა უკვე ჩავიდა მოლდოვაში. ორი დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინებოდა, რომ მოლდოვამ მოიპოვა საკმარისი რაოდენობის ვაქცინა იმისთვის, რომ აიცრას 1,7 მილიონი მოქალაქე, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი.   მოლდოვამ იაქტიურა ვაქცინისთვის მსოფლიო ბრძოლაში და შეწირულობები მიიღო. Читать дальше...

გერმანიის ელჩმა გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს საპასუხო წერილი გაუგზავნა

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა, გერმანიაში მცხოვრები ქართველების 3 მარტის წერილს უპასუხა. ელჩის თანახმად, გერმანიის საგარეო პოლიტიკისთვის მნივნელოვანია საქართველოს ყოველმხრივი განვითარება. „გსურს გავაძლიეროთ  საქართველო როგორც დაფასებული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გზად იმყოფება“, წერს კნირში და აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას შეშფოთებით უყურებს და მოუწოდებს პარტიებს, დიალოგის რეჟიმში დარჩენას. ჰუბერტ კნირში პატივს ცემს... Читать дальше...

ჰაკერებმა აშშ-ის 20 ათასამდე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში

Radiotavisupleba.ge 

ჰაკერებმა აზიისა და ევროპის ქვეყნებში აშშ-ის 20 ათასამდე ორგანიზაციაზე მიიტანეს იერიში. თავდასხმისთვის მათ საფოსტო სამსახური Microsoft Exchange გამოიყენეს. გაზეთი Wall Street Journal-ი და სააგენტო Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ აშშ-ის ხელისუფლების ეჭვით, თავდასხმის უკან ჩინეთი დგას. იერიში, სავარაუდოდ, დაიწყო შარშან, წლის ბოლოს. Microsoft-მა საპროგრამო უზრუნველყოფის სასწრაფო განახლება განახორციელა, რათა ჰაკერებისთვის კომპიუტერების გატეხვის შანსი არ მიეცა. 5 მარტის მონაცემებით... Читать дальше...

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან შშმ პირთა უფლებების კონვენციის ოქმის რატიფიცირებას

Radiotavisupleba.ge 

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან 5 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებას. „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, შშმ პირთა თემისა და ორგანიზაციების მრავალწლიანი ადვოკატირების შედეგად, ოქმის სავალდებულოდ აღიარება მისი ხელმოწერიდან მხოლოდ 12 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი: „იმედს ვიტოვებთ, რომ ოქმი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას როგორც ინდივიდუალური შემთხვევების... Читать дальше...



გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

News.ge 

“2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები, როგორც პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტი, გარდა იმისა რომ ბოროტებაა, პრაქტიკული გაგებითაც სახიფათოა ინიციატორისთვის, რადგან რაღაც ეტაპზე აუცილებლად გამოჩნდება სისტემის საშუალო რგოლში ვინმე განაწყენებული, რომელიც ან დაზღვევის, ან გამორჩენის მიზნით ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებს. არ დამიჯერა… ახლა იმაზე საუბარი, ეს 2012-მდე იყო თუ შემდეგ, ფალსიფიცირებულია, თუ არა, უბრალოდ წყლის ...

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, ოსური მხარე კი - საგუშაგოს აღებას

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულებას ყველაზე მეტად ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები ელოდნენ. შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა ზაზა გახელაძის ცოლი,  ირმა ბუთხუზი, ფიქრობს, რომ პირისპირ შეხვედრების აღდგენა უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე სატელეფონო მოლაპარაკებები. „იმედს არ ვკარგავთ, რომ ეს საქმე მალე დამთავრდება. ჩვენი ოჯახი ყოველწამს ველოდებით ახალ ინფორმაციას. Читать дальше...

აშშ-ის საელჩო: ეუთო/ODIHR-ის ანგარიში ხაზს უსვამს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ეუთო/ ODIHR-ის არჩევნების მცირემასშტაბიანი სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში: „ანგარიში ხაზს უსვამს მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, კერძოდ, კამპანიის დაფინანსების, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობისა და დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები იზიარებს ამ შეშფოთებას და მოუწოდებს პარლამენტს, გააგრძელოს რეფორმაზე ფართო და ინკლუზიური მსჯელობის პროცესი... Читать дальше...

ლომჯარია "TV პირველის" ეთერში გასული გადაცემის ანონსს ეხმაურება

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში გასული გადაცემის ანონსს „ფეისბუქით“ ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი [„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი], საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, ბავშვის დასჯას უკვეთავს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჩანაწერების ავთენტურობისა... Читать дальше...

აშშ სანქციებს უწესებს უკრაინელ ოლიგარქ იჰორ კორომოისკის  

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის შტატებმა ამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა გავლენიან უკრაინელ ოლიგარქს, იჰორ კოლომოისკის, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მტკიცე პოზიციას იკავებს ყოფილ საბჭოა რესპუბლიკაში ფესვგადგმული კორუფციის წინააღმდეგ. 5 მაისის განცხადებაში, როცა აკრძალვა გამოცხადდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, გამოხატა „შეშფოთება [კოლომოისკის] ახლანდელი და მიმდინარე მოქმედების გამო, ძირი გამოუთხაროს უკრაინის დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუტებს, რაც საფრთხეს უქმნის მის მომავალს". Читать дальше...

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლებას უკრძალავს. მათი თქმით, დღეს, როდესაც ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად იყო გაცხადებული, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი... Читать дальше...

14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 19 წლის კაცია დაკავებული

Radiotavisupleba.ge 

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა გორში 19 წლის კაცი დააკავეს. რადიო თავისუფლების გორის კორესპონდენტის ცნობით, ინფორმაცია მას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მისი ცნობით, 5-თვიანი ძიების შემდეგ, 19 წლის კაცი, სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. Читать дальше...

ტედ კრუზმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის დანიშვნა შეაჩერა და "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ სანქციებს ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ტეხასის შტატიდან სენატორმა, ტედ კრუზმა, შეაჩერა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) უფროსად იულიამ ბერნსის დანიშვნა. სენატორი მოითხოვს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან უფრო მკაცრ სანქციებს გერმანიაში რუსეთის გაზსადენის, "ჩრდილოეთის ნაკადი -2-ის" მშენებლობის წინააღმდეგ. ადრე სენატორთა 40-კაციანმა ჯგუფმა კრიტიკული წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს და მოთხოვა მას პროექტის წინააღმდეგ ზომების გამკაცრება. ბერნსი მოსკოვში აშშ-ის ყოფილი ელჩია, პროფესიონალი ჟურნალისტი 33 წლიანი სტაჟით. კონგრესის... Читать дальше...

ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

News.ge 

მიმდინარე კვირაში „კოვაქსის“ პლატფორმით 20 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 მილიონი დოზა ჩაიტანეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა. მისივე თქმით, მომავალ კვირაში „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. „კოვაქსისთვის“ ეს კვირა გარდამტეხი მომენტი იყო. ვაქცინაცია დაიწყო განასა და კოტ დ’ივუარში. ამ ორი ქვეყნის გარდა „კოვაქსმა“ ვაქცინები ჩაიტანა ...

რომის პაპმა ერაყში ისტორიული შეხვედრა გამართა მაღალი რანგის შიიტ სასულიერო პირთან

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპი ფრანცისკე შიიტური ისლამის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირს შეხვდა ერაყში, სადაც კათოლიკური ეკლესიის მამამთავრის პირველი ისტორიული ვიზიტი იმართება. 6 მარტს, დიდ აიათოლა ალ-სისთანისთან შეხვდრა წმინდა ქალაქ ნაჯაფში შედგა. რომის პაპმა მშვიდობიანი თანაარსებობის გზავნილი გადასცა ერაყელებს, მისი სურვილია გააძლიეროს შევიწროვებული ქრისტიანული უმცირესობა ერაყში. აიათოლას და პაპის შეხვედრას ერაყის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადაცემდა, ხალხი ორი რელიგიურ ლიდერის შეხვედრას მიესალმებოდა. Читать дальше...

გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

News.ge 

“მივმართავ პირადად ღარიბაშვილს – ადამიანის სიცოცხლე დგას ბეწვზე, 3500-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაიცვალა კორონავირუსისგან, კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა დავკარგოთ იმისთვის, რომ თქვენ გონს მოეგოთ?” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ განაცხადა, თუ ვაქცინა დროულად იქნება ქვეყანაში მესამე ტალღის საშიშროება აღარ იქნება. „ისეთი რიტორიკა და მსჯელობა მიდის სამთავრობო წარმომადგენლების მხრიდან, რომ ...


Музыкальные новости
Джиган

Улитки на обед, номер за полмиллиона с видом на Эйфелеву башню: отпуск мечты Самойловой и Джигана в Париже





Персональные новости
Антонина Арталевская

Патриотическую акцию «Синий платочек» провели в Нижнем Новгороде в день прибытия «Поезда Победы»





14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

News.ge 

არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სამართალდამცველებმა გორში მამაკაცი დააკავეს. როგორც გამოძიებით ირკვევა, მამაკაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა 14 წლის მოზარდთან გარყვნილ ქმედებას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალი დაუმძიმდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და  ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ზ.მ.-ს ბრალდება წარედგინა... Читать дальше...

სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასულია 17 სკოლა და 145 კლასი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მშობელთა თხოვნით, ასევე, კოვიდის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი. როგორც განათლების უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მასშტაბით რისკ-ჯგუფში მყოფმა 69 მასწავლებელმა მიმართა თხოვნით სკოლის ადმინისტრაციას და დარჩა დისტანციური სწავლების ფორმატში. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად... Читать дальше...

ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთს კიდევ უფრო მძიმე სანქციები ელოდება

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებით დაიმუქრა მას შემდეგ, რაც 2 მარტს აშშ-მა და ევროკავშირმა კოორდინირებული სანქციები დაუწესეს რამდენიმე რუს მოხელეს და სახელმწიფო დაწესებულებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის, დაკავებისა და დაპატიმრების გამო. ახალი სანქციებით, აშშ-სა და ევროკავშირში ანგარიშები გაეყინებათ და ვიზების მიღებას ვერ შეძლებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის უმაღლესი თანმდებობის პირები. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანქცირებულ პირთა სიის თანხმად... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Кто создает «креативный код» страны?


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Первая ракетка Казахстана вышла в финал турнира WTA в Италии


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе





Путин в России и мире
Москва

В этот день ровно 30 лет назад будущий президент Российской Федерации был гидом будущего короля Великобритании в экскурсии по Ленинграду


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Шесть городов Белоруссии и Азербайджана стали побратимами




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Терпящий военные неудачи Зеленский вымещает зло на верующих: в Киеве под покровом ночи снесли церковь, православным хотят запретить молиться дома


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Фестивальный праздник «Музыка моего города» в Улан-Удэ включил в программу спектакль Театра кукол «Ульгэр»: Россия и Культура, Праздник и Дети



Москва

Школа №626 объявила набор в футбольный кружок

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net