Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2018

Новости за 12.05.2018

ბრიტანელი ტურისტი „ბასიანის“ სპეცოპერაციის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანელი ტურისტი ქეით ბიერდი ერთ-ერთი იყო იმ უცხოელ ტურისტებს შორის რომელიც წუხელ ჩატარებულ სპეცოპერაციას შეესწრო. ის იხსენებ თუ როგორ განვითარდა მოვლენები კლუბში სპეცრაზმის შესვლის შემდეგ.

„ხელისუფლება ბრძოლას უცხადებს სწორედ იმ კლუბებს, რომლებიც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან“

Radiotavisupleba.ge 

„წმინდა ოპერაციული მიზნების მიღმა, რაც კონკრეტული პირების დაკავებას უკავშირდებოდა, ამ მოვლენას უფრო მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ხელისუფლებისთვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა 12 მაისის გამთენიის მოვლენების შეფასებისას. ის აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს იყო პირველი მსგავსი მასშტაბის საპოლიციო ძალის დემონტრირებაზე მიმართული მოვლენა. თამთა მიქელაძე სვამს კითხვას... Читать дальше...

თბილისში მიმდინარეობს აქცია "ჩემი თავისუფლებისთვის"

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პარლამენტის შენობასთან 15 საათისთვის დაიწყო აქცია, „ჩემი თავისუფლებისთვის.“ აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ რამდენიმე კლუბში ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის გამო და აცხადებენ, რომ სახელმწიფო რეალურად ებრძვის არა ნარკოტიკების გამსაღებლებს, არამედ თავისუფალ აზრს. აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.



რუსული ბომბდამშენები აშშ-ის სანაპიროს მიუახლოვდნენ

Radiotavisupleba.ge 

ამერიკულმა სარდლობამ ორი ავიაგამანადგურებელი, F-22 გაგზავნა ალიასკის სანაპიროსკენ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საჰაერო სივრცის ამოსაცნობ ზონაში შენიშნეს ორი რუსული ბომბდამშენი Tу-95. ტელეკომპანია CNN ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 11 მაისს, რუსული ბომბდამშენები დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ ალიასკის სანაპიროს, თუმცა, აშშ-ის საჰაერო სივრცეში არ შესულან. F-22 ტიპის ამერიკული ავიაგამანადგურებლები რუსულ ბომდამშენებს მეთვალყურეობას უწევდნენ, სანამ მათ ამოსაცნობი ზონა არ დატოვეს. Читать дальше...

ბათუმში სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისის ღამის კლუბებს

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში, ევროპის მოედანზე 15 საათსითვის დაიწყო აქცია, რომლის ლოზუნგია „ვიცეკვოთ ერთად.“ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას და თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში განხორციელებულ საპოლიციო რეიდებს. აქციამდე ნახევარი საათით ადრე ევროპის მოედანზე მობილიზებება დაიწყეს სამართალდამცავებმა. თბილისის ღამის კლუბებს სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმის ღამის კლუბებმა „ბაქანმა“ და „გეითმა.“

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოითხოვს ღამის კლუბებში ჩატარებული ოპერაციის შესწავლას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად. „მაგრამ, რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება, ინფორმაცია, რასაც შსს ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიციას ნარკოტიკებთან ბრძოლას ასწავლის – სააკაშვილის განცხადება

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინიდან გაგდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციას ეხმაურება. “კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში,არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან-ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია. ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა,ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც.ასევე,შემოტანის არხები.მაგრამ,ამ ყველაფერს ვერ ეხებიან ,რადგან არსებობს... Читать дальше...

ვინ არიან ლიბერალები საქართველოში?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში პოპულარული დისკუსიების ერთ-ერთი მწვავე თემა არის „ლიბერალიზმის“ კრიტიკა ან მისი მხარდაჭერა. ამის მიუხედავად, ტერმინმა „ლიბერალიზმმა“ ჩვენს ქვეყანაში იმდენად ბუნდოვანი შინაარსი შეიძინა, რომ ძნელია ხოლმე განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რას ეხება ასეთი დისკუსიები. მაგალითად, ვიღაცისთვის „ლიბერალი“ შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც ეკლესიას ან ტრადიციებს „ებრძვის“ და ა.შ. იმათი ნაწილი კი, ვინც თავს „ლიბერალებად“ თვლის, ამგვარ დახასიათებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამავე დროს, ხდება ისეც, რომ ზოგიერთმა... Читать дальше...



"თეთრი ხმაურის მოძრაობა" მოითხოვს პრემიერ-მინისტრის და შს-თა მინისტრის გადადგომას

Radiotavisupleba.ge 

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დააკისრა. მოძრაობა მოითხოვს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას. მოძრაობის წევრმა, ბექა წიქარიშვილმა 12 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პერმანენტული საპროტესტო აქციები არ შეწყდება უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომამდე. „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ასევე, მოითხოვს „დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი.

შსს: ღამის კლუბების არცერთი სტუმარი არ არის დაკავებული სისხლის სამართლის წესით

Radiotavisupleba.ge 

თბილისში 12 მაისს ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულები 21-დან 30 წლამდე ასაკის პირები არიან. მათ შორისაა ერთ-ერთი კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელიც კლუბის ტერიტორიაზე დააკავეს. ამ მონაცემებს შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 12 მაისს დღისით გავრცელებული განცხადება, რომლის თანახმად, მისი თანამშრომლები „ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში, მათ შორის... Читать дальше...

გიორგი მშვენიერაძე: „ეს არ არის ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა თავისუფლებების წინააღმდეგ“

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი, უფლებების დამცველი  გიორგი მშვენიერაძე  რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობს:

ზურაბ ჯაფარიძე: „არ მინდა ჩემმა შვილებმა რუსეთში ან საბჭოთა კავშირში იცხოვრონ!“

Radiotavisupleba.ge 

12 მაისის ღამის სპეცოპერაციის დროს დაკავებული „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე გათავისუფლების შემდეგ პირველ შეფასებებს აკეთებს. მისი განცხადებით, ის, რაც კლუბ „ბასიანში“ მოხდა, ძალიან ჰგავს რუსეთსა და საბჭოთა კავშირში არსებულ სიტუაციას.

შსს: გათავისუფლებულია ადმინისტრაციული წესით 12 მაისს დაკავებული ყველა პირი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლებულია პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი. შსს-ს მიერ 12 მაისს, დღისით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მითითებული არ არის ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა რაოდენობა. სხვადასხვა მონაცემით, წუხელ კლუბ „ბასიანთან“ და საქართველოს პარლამენტთან დააკავეს 60-70 ადამიანი. მათ შორის „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი, პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე... Читать дальше...

თეთრი ხმაურის მოძრაობა: „ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში“

Radiotavisupleba.ge 

„კლუბ „ბასიანში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 60-მდე ადამიანი, რომელთა ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია“, - აცხადებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“. მოძრაობა სიცრუეს უწოდებს სამართალდაცავთა მიერ გავრცელებულ ვერსიას, თითქოს პოლიციის მიზანი „ნარკორეალიზატორების“ დაკავება იყო. „სპეცოპერაციას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი ბინძური კამპანია საკლუბო სცენისა და დამოუკიდებელი მოძრაობების წინააღმდეგ. კამპანიას სათავეში ედგნენ ფაშისტური დაჯგუფებები, ანგაჟირებული პრორუსული რეგრესული ძალები, რომლებიც... Читать дальше...

დაიწყეს “უფლება-დამცველებმა” შეტევა! ევროპისკენ მიმავალი გზა არ გადის კლუბებზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში თბილისის კლუბებში ჩატარებულ ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციას ეხმაურება: “დაიწყეს “უფლება-დამცველებმა” შეტევა! ევროპისკენ მიმავალი გზა არ გადის კლუბებზე და არც მარაზმატიკების ტვინებზე და ნამსვილი ევროპა ცისარტყელას ფერებიანი დროშის ფრიალით არ მიიღწევ.” შეგახსენებთ, რომ შსს-მ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 8 ნარკორიალიზატორი დააკავა.

ნინო ლომჯარია: რატომ გახდა საჭირო სპეცოპერაცია იმ დროს, როცა კლუბებში ხალხი იმყოფებოდა?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შსს-ს ხელმძღვანელებისგან დაინტერესდა, რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია უშუალოდ კლუბში მაშინ, როცა იქ ხალხი იმყოფებოდა. ლომჯარიას ინფორმაციით, ესაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს და სამინისტროს განმარტებაა, რომ სპეცოპერაცია სასამართლოს განჩინებით დაიგეგმა, ნარკოტიკების გამსაღებლები კლუბის გარეთ დააკავეს, თუმცა, ჰქონდათ ინფორმაცია კლუბის შიგნითაც ნარკოტიკების არსებობის შესახებ და შენობაში შესვლა ამ ნარკოტიკების ამოღებას უკავშირდებოდა. რაც შეეხება... Читать дальше...

საპროტესტო აქცია ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ შუადღის შემდეგ განახლდება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დილის 7 საათისთვის დროებით დაიშალა საპროტესტო აქცია, რომელიც წუხელ დაიწყო კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. შსს-ს განცხადებით, ოპერაცია მიმართული იყო ნარკოტიკების გამსაღებელთა წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიცია დაადანაშაულეს ძალის გადამეტებასა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში. სამართალდამცავებმა ათამდე პირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს კლუბ „ბასიანის“ გარეთაც. ამის შემდეგ საპროტესტო აქციამ გადაინაცვლა პარლამენტთან... Читать дальше...

საპროტესტო აქცია ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ 15 საათზე განახლდება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან დილის 7 საათისთვის დროებით დაიშალა საპროტესტო აქცია, რომელიც წუხელ დაიწყო კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. შსს-ს განცხადებით, ოპერაცია მიმართული იყო ნარკოტიკების გამსაღებელთა წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიცია დაადანაშაულეს ძალის გადამეტებასა და ღირსების შემლახველ მოპყრობაში. სამართალდამცავებმა ათამდე პირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს კლუბ „ბასიანის“ გარეთაც. ამის შემდეგ საპროტესტო აქციამ გადაინაცვლა პარლამენტთან... Читать дальше...

საია: მოვუწოდებთ შსს-ს დროულად გამოაქვეყნოს განახლებული ინფორმაცია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოაქვეყნოს განახლებული ინფორმაცია დაკავებულების შესახებ, მათ შორის, დაკავებულთა ადგილმდებარეობის შესახებ. ორგანიზაციის თქმით, მათი ადვოკატები ამჟამად რამდენიმე დაკავებულის ადგილსამყოფელის გარკვევას უშედეგოდ ცდილობენ.  "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულები თბილისის გარდა, ასევე გადაყავთ სხვადასხვა რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს დაკავებულებისათვის იურიდიული დახმარების... Читать дальше...


Музыкальные новости
Булат Окуджава

Концерт памяти Булата Окуджавы пройдёт на Камчатке





Персональные новости
Владимир Путин

Инаугурация президента Путина - 2024. Прямая трансляция





დაკავებულია ზურა ჯაფარიძე, პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერი

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრები ავრცელებენ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ. მათი თქმით 6-მდე პოლიციელმა ის მოულოდნელად დააკავეს  და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს მას შემდეგ, რაც  დაასრულა პირდაპირი ჩართვა სერგი გვარჯალაძესთან ერთად ერთ-ერთი ტელეკომპანიის  პირდაპირ ეთერში.  ზურაბ ჯაფარიძემ სერგი გვარჯალაძეს მოუწოდა დაურეკოს შესაბამის უწყებებს და მოიპოვოს მეტი ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. სერგი გვარჯალაძის თქმით, მან უკვე უშედეგოდ სცადა დარეკვა, ასევე უშედეგოდ შეეცადა შსს-ში შესვლას... Читать дальше...

სერგი გვარჯალაძე: ვერ ვხვდები რა ხდება, რატომ ჩავაყენეთ ახალგაზრდები ამ მდგომარეობაში

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა სერგი გვარჯალაძე, რომელიც მარტში ქალაქის მერმა, კახა კალაძემ დანიშნა თბილისის "ღამის ეკონომიკის" განვითარების ხელმძღვანელად. გვარჯალაძის თქმით, 12 მაისს სპეცრაზმის მიერ ღამის კლუბებში შესვლა მოხდა "ძალიან ცუდი და მიუღებელი ფორმით", რაც ცუდად წარმოაჩენს ქვეყანას. გვარჯალაძე ამბობს, რომ მომხდარის მიზეზები არ იცის, ფლობს მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც შსს-მა გამოაქვეყნა. აქციაზე ასევე იმყოფება პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც... Читать дальше...

EMC: დაკავებულია 20-მდე ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, კლუბ "ბასიანსა"  და "გალერიში" დაკავებულია 20-მდე ადამიანი. მათ შორის არიან აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი.  EMC-ის იურისტები ცდილობენ დაკავებულებთან შესვლას, თუმცა, ამ დრომდე ვერ ახერხებენ.  დაკავებულების შესახებ ინფორმაციას კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილიც ავრცელებს. ის ადასტურებს ზვიად გელბახიანის დაკავებას და ამბობს, რომ მასთან ერთად დაკავებულები არიან... Читать дальше...

თბილისში, პარლამენტის შენობასთან სპონტანური საპროტესტო აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პარლამენტის შენობასთან თავს იყრიან მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ ღამის კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებულ ოპერაციებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციის ქმედებები იყო ძალადობრივი და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების შემლახველი. 12 მაისს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა ფეისბუკით დაწერა, რომ ორივე კლუბში სპეცრაზმი შეიჭრა. "ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით”– წერდა ორაშვილი ფეისბუკზე. Читать дальше...

შსს: დაკავებულია ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი რვა პირი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და გამოეხმაურა თბილისში, ღამის კლუბებში, 12 მაისს გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმის შესვლას. სამინისტრო იუწყება, რომ ის "3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი". Читать дальше...

დაკავებულია 8 პირი – შსს-ს განცხადება “ბასსიანსა” და “გალერი”-ში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter შინაგან საქმეთა სამინისტრო, კლუბ ბასსიანსა და კაფე გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Матч ЦСКА - "Рубин" завершился со счетом 2:2


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ига Свёнтек

«Ну и кто сказал, что женский теннис — это скучно?» Свёнтек — после матча с Соболенко


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Для лесопожарных станций Подмосковья закуплены три новых грузовика





Путин в России и мире
Москва

Собянин поздравил Путина со вступлением в должность президента России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко пригрозил мгновенным ответом на агрессию против Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Филипп Киркоров

Филипп Киркоров отметит день рождения в «Шоу Воли» на ТНТ



Москва

8 мая: какой сегодня праздник, что было в этот день

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net