Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2018

Новости за 26.05.2018

ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალმა“ მოიგო

Radiotavisupleba.ge 

26 მაისს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალურ მატჩში მადრიდის „რეალმა“ ანგარიშით 3:1 სძლია ლივერპულის „ლივერპულს“ და თავის ისტორიაში ამ ჯილდოს მეცამეტედ დაეუფლა. ესპანელთაგან გოლები გაიტანეს ქრისტიან ბეილიმ (2)და კარიმ ბენზემამ. ინგლისელთაგან ერთი გოლი სადიო მანეს ანგარიშზეა.

ვისაც დოლარი ან ევრო ბალიშის ქვეშ გიდევთ, წადით და ლირაში გადაიყვანეთ – ერდოღანის მიმართვა თურქ ხალხს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ ხელთ არსებული დოლარი და ევრო ეროვნულ ვალუტა – ლირაში გადაიყვანონ. სავალუტო კრიზისის შედეგად, 2008 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად, თითქმის 20%-ით გაუფასურდა და ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. ინფლაციის მაჩვენებელი თურქეთში 13%-ს შეადგენს. ეროვნული ვალუტის მხარდასაჭერად სტამბოლის საფონდო ბირჟამ უცხოური […]

თელავში 63 წლის მამაკაცი მოკლეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 63 წლის ალექსანდრე პაპუნაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მას ბასრი საგნით ყელის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. მამაკაცი მარტო ცხოვრობდა. ის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, მათ შორის, თანასოფლელის მკვლელობისთვის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომხდარი სწორედ მის მიერ წლების წინ ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება. პირველ არხს შს სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით შურისძიების მოტივის არსებობა დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული... Читать дальше...



პარიზსა და თბილისს შორის შეიქმნება „დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის ფორმატი“

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთსა და საქართველოს შორის ახალი, მაღალი რანგის დიალოგის ფორმატი შეიქმნება, რომელიც დიმიტრი ამილახვარის სახელობის იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა . საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამილახვარის დიალოგის ფორმატი, ქართულ-ფრანგული თანამშრომლობის ლაბორატორია იქნება. „მე წამოვაყენე ინიციატივა, რომ ამ... Читать дальше...

გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო 2021 წლისთვის ნატო-ს წევრი გახდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ სამ წელიწადში, როდესაც 100 წელი შესრულდება საბჭოთა ოკუპაციის დღიდან, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა წევრი გახდება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე "თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობა, კონკრეტულად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოძებნის ძალას, რათა მოახდინოს იმ აუცილებელი გადაწყვეტილებების კონსოლიდაცია... Читать дальше...

26 მაისი ქუთაისში

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან, სხვადასხვა ღონისძიებით დაიწყო. გამოფენილი იყო სამხედრო ტექნიკა, ქალაქის მკვიდრებსა და სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ადგილობრივი ნაწარმი, ხელთნაკეთი ნივთები და გამოფენები. 26 მაისის ღონისძიება, კონცერტით დასრულდა.

ბოროტმოქმედმა დააზიანა ილია რეპინის ცნობილი ნახატი

Radiotavisupleba.ge 

ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა 25 მაისს დააზიანა ცნობილი რუსი მხატვრის ილია რეპინის ნახატი „ივანე მრისხანე და მისი შვილი“, რომელიც მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაშია გამოფენილი. პოლიციის ცნობით, ბოროტმოქმედმა დამცავი მეტალის ბოძით ჩაამსხვრია შუშა, რის გამოც ნახატი სერიოზულად დაზიანდა. ტილო სამ ადგილას გაიხა. ნახატი მოხსნეს გამოფენიდან. ბოროტმოქმედი, 37 წლის ვორონეჟელი მამაკაცი, დაკავებულია. მან დაკითხვის დროს განაცხადა, რომ მოქმედებდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. ილია რეპინმა 1883-1885 წლებში შექმნა ნახატი „ივანე მრისხანე და მისი შვილი“... Читать дальше...

ევროკავშირის დამატებითი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 26 მაისს გამოაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირისგან მიიღებს დამატებით 40 მილიონ ევროს ორმხრივი თანამშრომლობის მიზნებისთვის და 45 მილიონ ევროს მაკროფინანსური დახმარების სახით. დაწესდება, ასევე, ყოველწლიური შეხვედრები ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს საკითხების განსახილველად. „საქართველო ახლოს არის ჩემს გულთან“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. Читать дальше...



მაიკ პომპეო: აშშ-ს სურს შეცვალოს ირანის რეჟიმის ქცევა და არა თავად რეჟიმი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაკ პომპეო აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის მიზანს წარმოადგენს ირანის რეჟიმის ქცევის და არა თავად რეჟიმის შეცვლა.ამის შესახებ პომპეომ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, 25 მაისს განაცხადა.აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში და საინფორმაციო სივრცეში, საუბრები ირანში „რეჟიმის შეცვლის“ შესახებ აქტიური გახდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპი მრჩევლად უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონის დანიშვნის შემდეგ. ამ პოსტის დაკავებამდე, ბოლტონმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა,... Читать дальше...

თურქმენი ჟურნალისტი ნეპესკულიევი ციხიდან გამოვიდა

Radiotavisupleba.ge 

თურქმენი ჟურნალისტი და რადიო „თავისუფლების“ თანამშრომელი საფარმამედ ნეპესკულიევი გათავისუფლდა ციხიდან, რომელშიც სამი წელი დაჰყო ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. ჟურნალისტთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ჟურნალისტის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, ნეპესკულიევი პატიმრობიდან 19 მაისს გათავისუფლდა.

ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ საბერძნეთი და მაკედონია შეძლებენ დაპირისპირების დაძლევას

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საბერძნეთი და მაკედონია შეძლებენ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის სახელთან დაკავშირებული ათწლიანი დავის გადაჭრას, რის შემდეგაც მაკედონია მიიღებს ოფიციალურ მოსაწვევს ნატოსგან. 25 მაისს რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მოწვევის შემდეგ ქვეყანას არ დასჭირდება დიდი დრო ალიანსში გაწევრიანებისთვის.ევროკავშირისა და ნატოს წევრი საბერძნეთი მრავალი წლის განმავლობაში ბლოკავს მაკედონიის ძალისხმევას მიუერთდეს ორთავე ორგანიზაციას. Читать дальше...

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნაქონი ჩოხა

Radiotavisupleba.ge 

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნაქონი ჩოხა, რომელიც გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილისშვილის,მერაბ ოდიშელიძის ოჯახში ინახებოდა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.

აშშ-ის სენატში შევიდა საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რეზოლუცია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 2018 წლის 24 მაისს, აშშ-ის სენატში შევიდა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი. საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში სენატორებმა დევიდ პერდიუმ (David Perdue) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი), ბენ კარდინმა (Ben Cardin) (დემოკრატი -მერილენდის შტატი) და ჯონი იზაკსონმა (Johnny Isakson) (რესპუბლიკელი - ჯორჯიის შტატი) წარადგინეს... Читать дальше...

კიევის მეტრომ სრულად განაახლა მუშაობა ცრუ განგაშის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

კიევის მეტროს ხუთმა ცენტრალური სადგურმა სრულად განაახლა მუშაობა მას შემდეგ, რაც სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების გამო დროებით აუცილებელი გახდა რამდენიმე სადგურის დახურვა. კიევის მეტროს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, საგულდაგულო შემოწმების შემდეგ ასაფეთქებელი ან რაიმე სახიფათო ნივთიერების არსებობა არ დადასატურდა. საგანგაშო ინფორმაცის ფონია უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა კიევში, რომელიც რამდენიმე საათში, პრაღის დროით 20:45 საათზე იწყება. ერთმანეთს ხვდებიან მადრიდის „რეალისა“ და ლივერპულის „ლივერპულის“. Читать дальше...

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა „წყნარი რევოლუცია“ უწოდა აბორტის აკრძალვის გაუქმებას

Radiotavisupleba.ge 

ირლანდიის პრემიერ-მინისტმა, ლეო ვარადკარმა „წყნარი რევოლუცია“ უწოდა რეფერენდუმის შედეგებს თავის ქვეყანაში, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ 25 მაისს მხარი დაუჭირა 1983 წლიდან მოქმედი აბორტების საკონსტიტუციო აკრძალვის გაუქმებას. პირველი ოფიციალური შედეგების თანახმად, ისტორიულ რეფერენდუმში მონაწილეთა 66%-მა მხარი დაუჭირა იმ კანონის რეფორმირებას, რომლის თანახმად აბორტი კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, როდესაც ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ვარადკარმა, რომელიც პროფესიით ექიმია, რეფერენდუმის... Читать дальше...

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო და ევროკავშირი გადადიან ურთიერთობის უმაღლეს ფორმატზე

Radiotavisupleba.ge 

დღეიდან იქმნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი - განაცხადა 26 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად რუსთაველის გამზირზე გამართულ ბრიფინგზე. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, წელიწადში ერთხელ ევროკომისიის პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს მთავრობების წევრები შეიკრიბებიან და განიხილავენ საქართველოს ინტეგრაციის მიღწევებს და დასახავენ სამომავლო გეგმებს. Читать дальше...

სახალხო 26 მაისი

Radiotavisupleba.ge 

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყო. გაიმართა სახალხო სეირნობა,  გამოიფინა ქართველი სტარტაპერების,  აგრომეწარმეების პროდუქცია, მოეწყო საქართველოს პირველ  დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული არაერთი თემატური გამოფენა, გაცოცხლდა პირველი არტკაფეები, ყვავილების ფესტივალიც დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მიეძღვნა. რუსთაველის გამზირზე სახალხო ზეიმი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ევროკომისიის პრეზიდენტი: მეტად დავეხმარებით საქართველოს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოსთვის გამოიყოფა დამატებითი ფინანსური დახმარება და წელიწადში ერთხელ, საქართველოს საკითხზე გაიმართება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პრემიერ- მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. „მოხარული ვარ, დღეს გამოვაცხადო, რომ გამოყოფილია დამატებით 40 მილიონი ევროს დაფინანსება ამ წლის ორმხრივი მიზნებისთვის. ამით 2014-2018 წლებში საქართველოსთვის... Читать дальше...

ორ მილიონამდე ავღანელის სურსათით უზრუნველყოფას საფრთხე ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის განყოფილება იუწყება, რომ ავღანეთში სულ მცირე 2 მილიონი ადამიანს ემუქრება სურსათის შემცირება გამანადგურებელი გვალვის გამო. ყველაზე უფრო მეტად დაზარალდნენ ავღანეთის დასავლეთის რაიონები, სადაც ხორბლის თესვა ან გადაიდო, ან 20%-ით შემცირდა, ზამთრის პერიოდში თოვლისა და ნალექის უქონლობის გამო. „ზამთრის ბოლო მოსავალი ბოლომდე დაკარგულად უნდა ჩაითვალოს“, - განაცხადა აბდულ მაჯიდმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს წარმომადგენელმა. ამავე უწყების ცნობით... Читать дальше...


Музыкальные новости
Анастасия Волочкова

«Это будет для вас сюрприз и фурор!»: Анастасия Волочкова взяла с собой на Мальдивы свадебное платье





Персональные новости
Олимпиада

Олимпиада по финансовой грамотности МГУ проходит при поддержке СберСтрахования жизни





თბილისში გააცოცხლეს ისტორიული მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების და „დამოუკიდებლობის აქტის“ დამტკიცების ინსცენირება. რუსთაველის გამზირზე, დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მსახიობებმა გააცოცხლეს 100 წლის წინანდელი ისტორიული მოვლენა, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელზეც ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ და ის ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. 100 წლის წინ რუსთაველის გამზირს გოლოვინის პროსპექტი ერქვა, დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კი კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია იყო.

26 მაისს რუსთავში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა

Radiotavisupleba.ge 

26 მაისს რუსთავში ჩატარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები. ჯერ კიდევ დილით რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა ახალგაზრდებს, გაიმართა დისკუსია 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელობაზე. პარალელურად, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა. პარკშივე მოეწყო შეჯიბრი სკეიტპარკში. მიმდინარეობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -„რუსთაველია და გავიცნოთ“. იქვეა ყვავილების ფესტივალი, რუსთაველი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა... Читать дальше...

კიევის მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

Radiotavisupleba.ge 

კიევის მეტროს ხუთი სადგური დაიხურა მას შემდეგ, რაც უცნობმა მამაკაცმა საგანგებო სამსახურს აცნობა ამ სადგურებში მოსალოდნელი აფეთქებების შესახებ. კიევის პოლიციის ინფორმაციით, მგზავრების და მეტროს თანამშრომელთა ევაკუაციის შემდეგ, გამნაღმველებმა დაიწყეს ტერიტორიის შემოწმება. დღეს საღამოს, კიევის სტადიონზე გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა „ლივერპულის“ და მადრიდის „რეალის“ მონაწილეობით.

Reuters: სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სასაზღვრო ზონაში შეხვდნენ, აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი დონის სამიტზე სასაუბროდ - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება ორ საათს გაგრძელდა. წინასწარი ინფორმაციით, მუნ ჩე ინი კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შედეგებს 27 მაისს გამოაცხადებს. აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა 12 ივნისს... Читать дальше...

ევროკომისიის პრეზიდენტი: საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი

Radiotavisupleba.ge 

„წინა საუკუნეში თქვენ თქვენს ხელში აიღეთ მომავალი. თქვენ ამჯობინეთ იმედი შიშს და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ - ასე მიმართა ევრიკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისს, თავისუფლების მოედნიდან, სადაც გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ცერემონია. ჟან-კლოდ იუნკერის თქმით, საქართველო ამართლებს სულისკვეთებას 1918 წლის 26 მაისისა, საუკუნის წინანდელი დღისა, როდესაც „თანამედროვე საქართველო დაიბადა.“ „ქვეყანა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან შენდებოდა დემოკრატიის... Читать дальше...

26 მაისი თბილისში

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავი და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე.

Спорт в России и мире
Москва

Росгвардия обеспечила правопорядок во время футбольного матча «ЦСКА» - «Спартак» в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

WTA озвучила Елене Рыбакиной условия для становления второй ракеткой мира


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Huawei представила IDS на 26-м Всемирном энергетическом конгрессе





Путин в России и мире
Москва

Путин поручил сократить время пути поездов от Москвы до Черноморья до 16 часов


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Коммерсантъ

ДЭГ местного значения // Суд оставил в силе итоги электронного голосования на выборах президента



Москва

Московского подростка заподозрили в пропаганде терроризма через Telegram

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net