თსუ-ს სტუდენტების ნაწილი აპროტესტებს სასწავლებლის იუბილეზე დასწრების შეზღუდვას
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია გამართეს მოძრაობის, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არდაშვების გამო. აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. რამდენიმე სტუდენტმა უნივერსიტეტის დარბაზში შესვლა თავად სცადა, თუმცა, დაცვის სამსახურმა ამის საშუალება არ მისცა. სტუდენტების განცხადებით, საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მსურველს უნდა ჰქონოდა და არა მხოლოდ მათ, ვისაც მოსაწვევები გაუგზავნეს. Читать дальше...