ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ATP ტურნირი მოიგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში (6:4, 0:6, 7:5) დაამარცხა მსოფლიო რეიტინგში 36-ე ადგილზე მყოფი არგენტინელი ლეონარდო მაიერი და ჰამბურგის ATP (Association of Tennis Professionals) ტურნირის მთავარ პრიზს დაეუფლა.
ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი ჩოგბურთელთა შორის.
ფინალში გამარჯვებისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი 350 ათასი ევრო გამოიმუშავა და რეიტინგში 35-ე ადგილზე გადავიდა.
ჰამბურგის ATP ტურნირი მთლიანი საპრიზო ფონდი 1,6 მილიონი ევროა.