ქურდული რენესანსის გადადებული დასასრული
საბჭოთა კავშირი დაინგრა, პოლიტიკურ რუკაზე აღარც საბჭოთა საქართველოა, მეოთხედ საუკუნეზე მეტია „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის“, მაგრამ, ამის მიუხედავად, კანონიერი ქურდები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას, არჩევენ დავებს, კრებენ ე.წ. „ობშიაკს“ და კვლავ სტაცებენ კომპეტენციას სახელმწიფოს.