"საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში"
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა ამ სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, გიორგი ელგანდაშვილის ბრიფინგი, რომელიც სვანეთში 26 ივლისს მომხდარ მოვლენებს შეეხო. ხაიშში 26 ივლისს მოეწყო გამოსვლა, რომლის მონაწილეები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების იქ შესვლის მიმართ გამოთქვამდნენ პროტესტს. ელგანდაშვილის განმარტებით, ხაიშში სპეცრაზმის შეყვანა საჭირო გახდა, რადგან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების უსაფრთხოება დაცულიყო და მათ საქმიანობის სრულყოფილად შესრულების შესაძლებლობა მისცემოდათ. ბრიფინგზე ითქვა, რომ „საგამოძიებო სამსახურები მთელი ქვეყნების მასშტაბით ინტენსიურად ატარებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა გამოვლინების, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებითხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა მხილების მიზნით“. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება მთელ ქვეყანაში. ელგანდაშვილის თანახმად, ჭუბერსა და ხაიშში „მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებსმათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში“. გადაკეტა გზა, ქვებით და ხელკეტებით დააზიანა საგამოძიებო სამსახურის ავტომობილი და საფრთხე შუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“. საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 39 საწარმოში და ასევე დამატებით გამოვლენილ იქნა რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 20 ხის საამქრო. ელგანდაშვილის თანახმად, ხე-ტყით მოვაჭრე 150 ობიექტზე, თბილისში, ბათუმში და ქუთაისში, ტარდება ინვენტარიზაცია ხის მასალის რეალიზაციის კანონიერების გამოვლენის მიზნით. ჟურნალისტის შეკითხვაზე, კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხის შესახებ, გიორგი ელგანდაშვილმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.