მარგოშვილის ადვოკატი: „ბრალდებული ჩატაევთან სუს-ის კავშირზე ილაპარაკებს“
ტერორიზმის დაფინანსებასა და ხელშეწყობაში ბრალდებული რამაზ მარგოშვილი 26 ივლისს გამოძიებას იმ კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებს დაუსახელებს, ვინც ახმედ ჩატაევთან თანამშრომლობდა. მარგოშვილის ადვოკატმა, მაია სირაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მარგოშვილი იტყვის, თუ როგორ თანამშრომლობდა სუს-ი ახმედ ჩატაევთან.