Facebook-ის აქციები მეოთხედით დაეცა
![Facebook-ის აქციები მეოთხედით დაეცა](https://gdb.rferl.org/8A4953EF-E273-4471-9C07-B4C8F6223B70_w800_h450.jpg)
Facebook-ის აქციები 24%-ით დაეცა კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. კომპანიის ღირებულება 150 მილიარდი დოლარით შემცირდა. მანამდე მისი აქციები ისტორიულად მაღალ მაჩვენებელზე იყო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიის მოგება უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში გაიზარდა 42%-ით და გაიზარდა 13 მილიარდი დოლარით. მაგრამ ანალიტიკოსთა აზრით, ეს მაჩვნებელი უფრო მაღალი იქნება.
Facebook-ის აუდიტორიამ შეადგინა თითქმის 1,5 მილიარდი მომხმარებელი, რომლებიც სოცქსელს ყოველდღე იყენებენ. ამასთან, ევროპაში მომხმარებელთა რაოდენობა 3 მილიონით შემცირდა. ანალიტიკოსები ამას, სხვათა შორის, უკავშირებენ სკანდალს ინფორმაციის გაჟონვის შესახებ, ასევე გამოგონილი ამბების პუბლიკაციებს.
მარტში Facebook-ი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მაშინ ცნობილი გახდა ბრიტანული კომპანია Cambridge Analytica-ს გზით 87 მილიონი მომხმარებლის შესახებ მონაცემების გაჟონვის თაობაზე.